ქალაქ გარდაბანში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2025
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016009
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ ქვემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ კრწანისში, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გარდაბანში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №20
2025 წლის 28 თებერვალი
ქ. გარდაბანი
ქალაქ გარდაბანში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №18744 წერილის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗
განხორციელდეს ქალაქ გარდაბანში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ქალაქ გარდაბანში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 29 იანვრის №18744 წერილით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკის, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.
მუხლი 4🔗
განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 5🔗
განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი 6🔗
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მუხლი 7🔗
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი ბოსტანქალაქის ქუჩა №6 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური