“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№350
სარეგისტრაციო კოდი
190.010.000.22.033.008.553
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 02/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.008.553

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №350

2006 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №31, მუხ. 264) დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) წინასწარი გამოძიების სტადიაზე ფინანსური ექსპერტიზის ორგანიზება და განხორციელება;“.

2. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა. წინასწარი გამოძიების სტადიაზე განახორციელოს ფინანსური ექსპერტიზა;“.

3. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი;“.

4. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი

სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საჭიროების შემთხვევაში რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმებების და ფინანსურ სფეროში სპეციალური გამოკვლევების ჩატარება გამოძიებისათვის შესაბამისად მიღებულ შედეგებზე დასკვნების (დოკუმენტების) წარდგენა, ასევე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ფინანსური ექსპერტიზის ორგანიზება და განხორციელება.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი