გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2025
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016061
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 45
2025 წლის 14 მარტი
ქალაქი გორი
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის – ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში არსებული №3 ქუჩისთვის ძელი სახელწოდების გადარქმევის და ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე. ამასთან, №3 ქუჩის I ჩიხს შესაბამისად, ეწოდოს ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქუჩის I ჩიხი.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 2025 წლის 24 თებერვლის №45 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,
1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ დამტკიცებულ №36 დანართში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს – №3 ქუჩას ეწოდოს ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელი, №3 ქუჩის I ჩიხს შესაბამისად ეწოდოს ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქუჩის I ჩიხი.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე