ა) სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) საბუღალტრო დოკუმენტაციის თავისდროული გაფორმებისა და მომხდარი ოპერაციების კანონიერების უზრუნველყოფა;
გ) კონტროლი ფულადი სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროების მიხედვით მიღებული სახსრებისა და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკავებული აღრიცხვა;
ე) სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, სამივლინებო და სხვა გასაცემი თანხების დროული დარიცხვა;
ვ) საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და ცალკეული პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა თავისდროული აღრიცხვა;
ზ) ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ინვეტარიზაციის შედეგების თავისდროული გამოვლენა და აღრიცხვა;
თ) ინვენტარიზაციის შედეგების გამოსავლენად შესაბამისი შედარების უწყისების შედგენა;
ი) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და ფორმით სამინისტროს წლიური და კვარტალური ანგარიშების უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხარჯთანუსხებისა და მათთან დაკავშირებული გაანგარიშებების შეთანხმება;
ლ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;
მ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება და ნაერთი ბალანსის მომზადება;
ნ) სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესაბამისი ვალდებულების დოკუმენტის სახაზინო სამსახურში წარდგენა;
ო) დეპარტამენტის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების კორესპონდენციებისა და განცხადებების განხილვა;
პ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ყველა სახის საკასო ოპერაციების წარმოება;
ჟ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სამინისტროს პროგრამების მომზადებაში მონაწილეობა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ურთიერთობის კოორდინაცია;
ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელებ