,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
310020000.55.067.016203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №77

2025 წლის 25 მარტი

ქ. ბათუმი

 

,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესში“ (შემდეგში ,,წესი“) შეტანის იქნას  შემდეგი ცვლილებები:

ა) წესის პირველი მუხლის:

ა.ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების (შემდეგში – სატრანსპორტო საშუალება) რეგისტრაციის პროცედურას, რეგისტრაციის პირობებს, სატრანსპორტო საშუალებების შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრის (შემდეგში – რეესტრი) წარმოების წესს და დასარეგისტრირებელ მონაცემთა ჩამონათვალს, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს, დაკარგული ან დაზიანებული სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლას დუბლიკატის გაცემის წესსა და რეგისტრაციის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლებს.“

ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, რეგისტრაციაზე უარის თქმა და რეგისტრაციის შეჩერება/შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.“

ა.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სააგენტოს გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციაზე ან რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების შეტანაზე, აგრეთვე რეგისტრაციის შეჩერება/შეწყვეტა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ბ) წესის მე-2 მუხლის ,,დ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გირავნობის ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საჭიროების  შემთხვევაში);“

დ) წესის  V თავი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი