„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017913
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №77

2025 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის №I-15 და №I-151 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე
📎 დანართები (1)
danarti-1-15.docx

„დანართი №I-15

მოთხოვნა

წინასწარი გადაწყვეტილების

გამოცემის თაობაზე

I. მოთხოვნის წარმომდგენი
სახელი, გვარი / სახელწოდება
პირადი / საიდენტიფიკაციო ნომერი
მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)
საკონტაქტო ტელეფონი
ელექტრონული ფოსტა
II. მოთხოვნის წარმომდგენის წარმომადგენელი
სახელი, გვარი / სახელწოდება
პირადი / საიდენტიფიკაციო ნომერი
მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)
საკონტაქტო ტელეფონი
ელექტრონული ფოსტა
III. განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის შინაარსის და მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დეტალური აღწერა
IV. განსახორციელებელ ან განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით დასმული კითხვები
V. დასმულ კითხვებზე მოთხოვნის წარმომდგენის პოზიცია
VI. თანდართული დოკუმენტების ნუსხა
დოკუმენტის დასახელება გვერდების რაოდენობა
VII. ინფორმაცია წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე შესაძლო უარის თქმის საფუძვლის თაობაზე
არსებობს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“– „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის შესაძლო საფუძვლები.
უჯრის მონიშვნის (უარის თქმის შესაძლო საფუძვლების არსებობის) შემთხვევაში, დეტალურად მიუთითეთ კონკრეტული გარემოების შესახებ:
VIII. მოთხოვნის წარმომდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
შენიშვნა: ხელმოწერით ვადასტურებ, რომ სრულად და სწორად არის წარმოდგენილი წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი და გარემოება.
ხელმოწერა სახელი, გვარი თარიღი

დანართი №I-151

წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე

მოთხოვნის შევსების წესი

I. მოთხოვნის წარმომდგენი

წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე მოთხოვნის (შემდგომში – მოთხოვნა) წარმომდგენი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, რომელსაც სურს, მის მიმართ გამოცემულ იქნეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების თაობაზე, ან/და

ბ) იმ მოსაკრებელთან დაკავშირებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი ვალდებულებების თაობაზე, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი გადაწყვეტილება გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც ამ გრაფაშია მითითებული.

II. მოთხოვნის წარმომდგენის წარმომადგენელი

მოთხოვნის წარმომდგენს შესაძლებელია ჰყავდეს უფლებამოსილი ან კანონიერი წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში, ამ გრაფაში უნდა მიეთითოს, წარმომადგენლის მონაცემები.

ამავე დროს, თუ მოთხოვნა წარმოდგენილია წარმომადგენლის მიერ, მოთხოვნას უნდა დაერთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

III. განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის შინაარსის და მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დეტალური აღწერა

ამ გრაფაში მიეთითება განსახორციელებელი ან განხორციელებული კონკრეტული ოპერაციის შინაარსი და წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი და გარემოება. ფაქტები და გარემოებები წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ ითვლება, თუ რომელიმე მათგანის წარმოუდგენლობის ან არასრულად წარდგენის შემთხვევაში წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში განმცხადებლის მიერ დასმულ საკითხზე წინასწარი გადაწყვეტილება სხვა შინაარსით გამოიცემოდა.

ფაქტობრივი გარემოებები ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნათლად, სრულად და სწორად. წინასწარი გადაწყვეტილება დაეყრდნობა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც აღწერილია მოცემულ გრაფაში.

IV. განსახორციელებელ ან განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით დასმული კითხვები

აღნიშნულ გრაფაში მიეთითება კითხვა ან კითხვები, რომელიც უკავშირდება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული ანგარიშგების წესის ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრას, ასევე იმ მოსაკრებელთან დაკავშირებული კონკრეტული ანგარიშგების წესის ან/და შესასრულებელი ვალდებულების განსაზღვრას, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.

V. დასმულ კითხვებზე მოთხოვნის წარმომდგენის პოზიცია

წინამდებარე გრაფაში მიეთითება მოთხოვნის წარმომდგენის პოზიცია დასმულ კითხვასთან ან კითხვებთან დაკავშირებით და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაცია.

VI. თანდართული დოკუმენტების ნუსხა

ამ გრაფაში მიეთითება იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც თან ერთვის წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნას. ამასთანავე, თუ მოთხოვნის წარმოდგენა ხორციელდება წარმომადგენლის მიერ, მას უნდა დაერთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

VII. ინფორმაცია წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე შესაძლო უარის თქმის საფუძვლის თაობაზე

ამ გრაფაში მოცემული უჯრის მონიშვნით, მოთხოვნის წარმომდგენი მიუთითებს, რომ შესაძლოა არსებობდეს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი. ასეთ შემთხვევაში, შესაბამის გრაფაში მითითებული უნდა იქნეს კონკრეტული გარემოებების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

VIII. მოთხოვნის წარმომდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

აღნიშნულ გრაფაში ხელს აწერს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე მოთხოვნის წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირი.

ხელმოწერით მოთხოვნის წარმომდგენი (ან მისი წარმომადგენელი) ადასტურებს, რომ მოთხოვნაში სრულად და სწორად არის აღწერილი წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი და გარემოება.“.