შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2025
ძალაში შესვლა 01.04.2025
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016206 130
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/03/2025
1,134 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2025 მიღება
01.04.2025 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
მუხლი 2
სატრანსპორტო საშუალება
მცურავი ობიექტი, ძრავის მქონე ან არათვითმავალი (მათ შორის, აფრიანი), რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ, მგზავრების გადასაყვანად ან/და ტვირთების გადასაზიდად, სპორტული ღონისძიებებისთვის ან/და სხვა მიზნებისთვის
მუხლი 2
მოკვლევა
შიდა სახმელეთო წყლებში მომხდარი შემთხვევის ან  ინციდენტის მოკვლევის პროცესი
მუხლი 2
უსაფრთხო სიჩქარე
სიჩქარე, რომლითაც სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია უსაფრთხო ნავიგაცია და გაჩერება შესაბამის ვითარებასა და პირობებში საჭირო მანძილზე
მუხლი 2
წყლის ბუქსირებადი გასართობი ობიექტი
მცურავი ობიექტი, რომელიც გამოიყენება შიდა სახმელეთო წყლებში გასართობი აქტივობებისთვის, რომელსაც არ გააჩნია ძრავა და ბუქსირებულია სხვა სატრანსპორტო  საშულებით.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 27.12.2024 შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის დამტკიცება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 27.12.2024 შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 27.12.2024 საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 26.08.2016 გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 22.01.2025

დოკუმენტის ტექსტი

შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №80 2025 წლის 26 მარტი ქ. ბათუმი შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 ბრძანების „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. „შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები“ (შემდეგში – წესი) ადგენს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებათა უსაფრთხო ნაოსნობისა და მოძრაობის წესებს. 2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართულ სატრანსპორტო საშუალებებზე, განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას/ნაოსნობას შიდა სახმელეთო წყლებში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; ბ) სატრანსპორტო საშუალება – მცურავი ობიექტი, ძრავის მქონე ან არათვითმავალი (მათ შორის, აფრიანი), რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ, მგზავრების გადასაყვანად ან/და ტვირთების გადასაზიდად, სპორტული ღონისძიებებისთვის ან/და სხვა მიზნებისთვის; გ) მოკვლევა  – შიდა სახმელეთო წყლებში მომხდარი შემთხვევის ან  ინციდენტის მოკვლევის პროცესი; დ) უსაფრთხო სიჩქარე – სიჩქარე, რომლითაც სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია უსაფრთხო ნავიგაცია და გაჩერება შესაბამის ვითარებასა და პირობებში საჭირო მანძილზე; ე) წყლის ბუქსირებადი გასართობი ობიექტი – მცურავი ობიექტი, რომელიც გამოიყენება შიდა სახმელეთო წყლებში გასართობი აქტივობებისთვის, რომელსაც არ გააჩნია ძრავა და ბუქსირებულია სხვა სატრანსპორტო  საშულებით.   მუხლი 3🔗. ზედამხედველობა და კონტროლი 1. ამ წესით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს სააგენტოს შიდა სახმელეთო წყლების დეპარტამენტი. 2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ყველა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და სატრანსპორტო საშულებებისთვის. 3. სააგენტო უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები; ბ) შეამოწმოს მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალების აღჭურვილობის შესაბამისობა სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან; დ) ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, შეზღუდოს/შეაჩეროს სატრანსპორტო საშუალებების ნაოსნობა, თუ: დ.ა) სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს ნაოსნობის ვარგისიანობის კრიტერიუმებს; დ.ბ) სატრანსპორტო საშუალება საშიშროებას უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო ნაოსნობას, მასზე მყოფ ადამიანთა სიცოცხლეს/ჯანმრთელობას და გარემოს დაბინძურებას; დ.გ) სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია სარეგისტრაციო მოწმობა; დ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების თვითნებურად გადაკეთება ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე. მუხლი 4🔗. სატრანსპორტო საშუალების მართვა 1. ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია, თუ პირს აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატი. 2. 14 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს უფლება აქვს მართოს წყლის ველოსიპედი, სკუტერი მართვის სერტიფიკატის გარეშე. 3. პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, სატრანსპორტო საშუალების სათანადო კონტროლის უზრუნველსაყოფად, უნდა შეეძლოს ხმოვანი სიგნალების მოსმენა და მკაფიო ხედვა ყველა მიმართულებით. 4. პირს, რომელსაც გააჩნია სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის სერტიფიკატი, უფლებამოსილია მართოს სატრანსპორტო საშუალება. 5. კომერციული მიზნით გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა და აწარმოოს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ჟურნალი. 6. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი ყველა პირის უსაფრთხოებაზე. 7. უსაფრთხო ნავიგაციისა და სატრანსპორტო საშუალებაზე წესრიგის დაცვის მიზნით, ყველა პირი, რომელიც იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაზე ვალდებულია დაიცვას წესრიგი და დაემორჩილოს პირს, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. 8. სამაშველო ჟილეტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფთა რაოდენობას, ბავშვები კი აღჭურვილი უნდა იყვნენ შესაბამისი ზომის სამაშველო ჟილეტებით. 9. თუ ნაოსნობისას საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას, სხვა სატრანსპორტო საშულებას, ტვირთს ან გარემოსთვის ზიანის მიყენებას, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილოს ამგვარი საფრთხე. მაშინაც კი, თუ ეს ეწინააღმდეგება ამ წესების დებულებებს.  მუხლი 5🔗. მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 1. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა მის მაქსიმალურ ტვირთამწეობაზე მეტად. 2. დატვირთვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და კორპუსის სიმტკიცე. 3. სატრანსპორტო საშუალებაზე არ უნდა იმყოფებოდეს იმაზე მეტი მგზავრი, ვიდრე ეს განსაზღვრულია სარეგისტრაციო მოწმობით. მუხლი 6🔗. სანავიგაციო აღჭურვილობა სატრანსპორტო საშუალების სანავიგაციო აღჭურვილობა  უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უნდა უზრუნველყოფდეს სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირების უსაფრთხოებას, ნაოსნობის უსაფრთხოებას და ამ წესების მოთხოვნების დაცვას. მუხლი 7🔗. უსაფრთხო სიჩქარე 1. შიდა სახმელეთო წყლებში, სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ ისეთი სიჩქარით (უსაფრთხო სიჩქარე), რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. 2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომ დროულად შეძლოს უსაფრთხო ნავიგაციასთან დაკავშირებული ეფექტური ზომების მიღება, მათ შორის, უსაფრთხო მანძილზე გაჩერება, შეჯახების თავიდან აცილება ან სხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის საფრთხის შექმნის არიდება. 3. უსაფრთხო სიჩქარის განსაზღვრისას, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ასევე უნდა გაითვალისწინოს: ა) ხილვადობა; ბ) მანევრირება, სატრანსპორტო საშუალების სრულად გაჩერებისთვის საჭირო მანძილი; გ) მეტეოროლოგიური პირობები. მუხლი 8🔗. ნაოსნობა შეზღუდული ხილვადობის პირობებში 1. ნისლის, ბინდის, თოვლის, კოკისპირული წვიმის და სხვა შეზღუდული ხილვადობის პირობებში აკრძალულია ნაოსნობა.  2. შიდა სახმელეთო წყლებში 2 კმ. და ნაკლები ხილვადობისას, არ არის ნებადართული ნაოსნობა. მუხლი 9🔗. სანავიგაციო  განათება 1. სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს სანავიგაციო განათებით სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მათი გამოყენება უნდა განხორციელდეს დღე-ღამის ბნელ პერიოდში ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში. 2. სანავიგაციო განათებები მუდმივად შენარჩუნებული იყოს შესაბამის ტექნიკურ მდგომარეობაში. მუხლი 10🔗. ხმოვანი სიგნალები 1. აკრძალულია ხმოვანი სიგნალების არამიზნობრივად გამოყენება. 2. 12 მეტრზე მეტი სიგრძის სატრანსპორტო საშუალებას უნდა გააჩნდეს ხმოვანი გამაფრთხილებელი მოწყობილობა – სასტვენი, რომელიც უზრუნველყოფს მოკლე და გრძელ ხმოვან სიგნალებს. მუხლი 11🔗.  წყლის ბუქსირებადი გასართობი ობიექტები 1. სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც გამოიყენება წყლის ბუქსირებადი გასართობი ობიექტების ბუქსირებისთვის, ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს: ა) გასართობი აქტივობის დაწყებამდე ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს,  წყლის ბუქსირებადი გასართობი ობიექტების მგზავრები სამაშველო ჟილეტებით; ბ) სამაშველო ჟილეტი უნდა იყოს სათანადოდ მორგებული მგზავრზე და თავისუფალი ისეთი საგნებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამაშველო ჟილეტის დაზიანება დაცემის დროს; გ) სატრანსპორტო საშუალების საჭის წინ უნდა განთავსდეს მაღალი ხარისხის სარკე, რათა მძღოლს ჰქონდეს სრული და უწყვეტი ვიზუალური გამოსახულება წყლის ბუქსირებად გასართობ ობიექტსა და მგზავრებზე; დ) დაიცვას სატრანსპორტო  საშუალებების უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. ბუქსირებადი გასართობი ობიექტის მძღოლს თან უნდა ახლდეს პირი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს გასართობი აქტივობის პროცესს. 3. ბუქსირებადი გასართობი ობიექტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დღის განმავლობაში და კარგი ხილვადობის პირობებში. მუხლი 12🔗. სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა 1. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული შემთხვევები და ინციდენტი ექვემდებარება მოკვლევას. 2. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებაზე მომხდარი შემთხვევები სიმძიმის მიხედვით  შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგნაირად: შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევა, სერიოზული შემთხვევა, ინციდენტი. 3. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო). 4. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული შემთხვევა/ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოსა და მოკვლევის ბიუროს. 5. სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული შემთხვევა/ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობას. 6. შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევის/ინციდენტის მოკვლევის მიზანია მისი თანმდევი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფასება, აგრეთვე ნაოსნობის უსაფრთხოების გაუმჯობესება და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება შემდგომში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. მუხლი 13🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.