პუბლიკაციის თარიღი 25.03.2025
მოქმედების პერიოდი 25.03.2025 — 29.01.2026
გამომცემი ორგანო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №11409
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება
№11409
2025 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 103 მუხლის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 მარტის №82 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები“ თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდეგში – სამსახური) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკა თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ამ ბრძანების მეორე მუხლით დამტკიცებული პლანშეტების შემადგენლობის გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვროს:
ა)
სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ტარების წესი და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები/ქვედანაყოფები ან/და მოსამსახურეთა შემადგენლობა, რომელიც ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს;
ბ)
სპეციალური ფორმის ტანსაცმლის და ატრიბუტიკა-სიმბოლოების კომპლექტაცია, აღწერილობა, მოხმარების პერიოდები (ვადები) და ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის სხვა პირობები.
მუხლი 4🔗
1.
ამ ბრძანებით დამტკიცებული ნიმუშის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენებამდე, ამავე ბრძანების ამოქმედებამდე შეძენილი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა პრიორიტეტულად იქნეს გაცემული არსებული მარაგების ამოწურვამდე, ხოლო გამოყენება დაშვებულ იქნეს მისი მოხმარების პერიოდის დადგენილი ვადის გასვლამდე.
2.
სამსახურის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა და სამსახურის შესაბამისმა დანაყოფებმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ერთობლივი კონტროლი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულებაზე.
მუხლი 5🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე