საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.03.2025 ბოლო ცვლილება 29.01.2026
ნომერი
№11409
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №11409

2025 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 103 მუხლის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო  მნიშვნელობის  სიმბოლოს  დამტკიცების,  აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 მარტის №82 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები“ თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდეგში – სამსახური) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკა თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით (დანართი №2).
მუხლი 3
ამ ბრძანების მეორე მუხლით დამტკიცებული პლანშეტების შემადგენლობის გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვროს:
ა) სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ტარების წესი და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები/ქვედანაყოფები ან/და მოსამსახურეთა შემადგენლობა, რომელიც ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს;
ბ) სპეციალური ფორმის ტანსაცმლის და ატრიბუტიკა-სიმბოლოების კომპლექტაცია, აღწერილობა, მოხმარების პერიოდები (ვადები) და ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის სხვა პირობები.
მუხლი 4
1. ამ ბრძანებით დამტკიცებული ნიმუშის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენებამდე, ამავე ბრძანების ამოქმედებამდე შეძენილი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა  პრიორიტეტულად იქნეს გაცემული არსებული მარაგების ამოწურვამდე, ხოლო გამოყენება დაშვებულ იქნეს მისი მოხმარების პერიოდის დადგენილი ვადის გასვლამდე.
2. სამსახურის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა და სამსახურის შესაბამისმა დანაყოფებმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ერთობლივი კონტროლი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულებაზე.  
მუხლი 5
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.

 


სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.01.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.03.2025. მიმღები ორგანო — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №11409. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.42.047.016084.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.01.2026-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“, №11409, 24.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016084 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6452313/