„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№120
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.123.016712
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №120

2025 წლის 26 მარტი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის № 9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 1061 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილების 122 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250050.35.123.016412), კერძოდ, დადგენილების დანართის მე-6 მუხლში:

1. შეიცვალოს მე-4 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“;

2. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ.ა“, „დ.ბ.ბ“ და „დ.მ“ ქვეპუნქტები:

„დ.ბ.ა) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას. როგორც პარტნიორი/აქციონერი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის თაობაზე, მათ შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელებისა და მუნიციპალიტეტის საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ამტკიცებს შესაბამისი იურიდიული პირის წესდებას (დებულებას), ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პარტნიორის/აქციონერის სხვა უფლებამოსილებებს. მუნიციპალიტეტის იმ საწარმოში, სადაც მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობა 50%-ს არ აღემატება, მონაწილეობს ამ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც პარტნიორი/აქციონერი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი საწარმოს წესდების (დებულების) შესაბამისად;

დ.ბ.ბ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს. როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ; ამტკიცებს შესაბამისი იურიდიული პირის წესდებას (დებულებას), ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი/წევრი ქუთაისის მუნიციპალიტეტია, ამ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს როგორც დამფუძნებელი/წევრი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების) შესაბამისად;

დ.მ) გასცემს თანხმობას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია