„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2025 წლის წლის 30 მაისი ქ. ბაღდათი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის (სამსახურის ფუნქციები) პირველი პუნქტის „უ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) წინადადებების შემუშავებას ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე“;“
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის (მეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) ფუნქციები),
1. პირველი პუნქტის:
ა) „კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საკონკურსო კომისიის საქმიანობაში ჩართულობა, მუნიციპალიტეტის ორგანოებში საჯარო სამსახურში მიღების და დაწინაურების პროცესში სქესის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობა, ქალთა და მამაკაცთა არსებითი თანასწორობის მიღწევის მიზნით, სამსახურებრივი დაწინაურების პროცესში ქალთა ხელშეწყობა“;”
ბ) „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და ასევე ამავე მუნიციპალიტეტში სხვა ორგანიზაციების მიერ აღნიშნულ საკითხებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საერთო ანგარიშის მომზადება, სადაც იდენტიფიცირებული იქნება ღონისძიებები და შემსრულებელი პირები“;”
2. მე-4 პუნქტის:
ა) „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების, ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისათვის საკითხების შესწავლა, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, შესაბამის წინადადებათა მომზადება და განხორციელება; შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირება და სქესის ნიშნით სტატისტიკის წარმოება“;”
ბ) „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოსთან თანამშრომლობით, ყველა სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე ჯგუფის – ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშობლების (როგორც ქალის, ისე კაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროებების მქონე ხანდაზმულების, საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა; ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივი ხარჯვა“.“
|