1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება სამედიცინო დარგში;

ბ) სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;

გ) ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ე) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;

ვ) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;

ზ) სანიტარია-ჰიგიენის ტექნიკური რეგლამენტი;

თ) კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;

ი) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი.

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:

ა) ბავშვთა ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;

გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;

დ) ბავშვებისა და პერსონალის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;

ე) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;

ვ) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;

ზ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;

თ) „დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტისა“ და „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება.

თავი VI

ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტე