1. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) პროფესიული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში;

ბ) კვების ობიექტებზე ან დაწესებულების ფარგლებში მზარეულად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

2. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;

ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;

გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;

დ) მენიუს შედგენის წესი;

ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;

ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;

ზ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორაჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები;

თ) კვების ტექნიკური რეგლამენტი.

3. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;

ბ) მენიუს შედგენა;

გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;

დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;

ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვ