საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახარჯ მასალაზე მოსარგებლისთვის დამატებითი თანხის გადახდევინების მექანიზმის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №7/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017168 330
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/03/2025
884 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არჩეულ პალატაზე მოსარგებლის მხრიდან დამატებითი თანხის გადახდევინების მექანიზმის შემოღების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 14.03.2025 სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამა 88% 29.01.2024 სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამა 87% 10.01.2022 სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამა 87% 30.01.2023 სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამა 87% 23.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახარჯ მასალაზე მოსარგებლისთვის დამატებითი თანხის გადახდევინების მექანიზმის შემოღების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №7/ნ 2025 წლის 28 მარტი ქ. თბილისი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახარჯ მასალაზე მოსარგებლისთვის დამატებითი თანხის გადახდევინების მექანიზმის შემოღების შესახებ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. ისეთი სახარჯი მასალის – იმპლანტირებადი მოწყობილობის ღირებულების ასანაზღაურებლად, რომელიც განსხვავდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების (შემდგომ – სამედიცინო დაწესებულება) მიერ პროგრამის ფარგლებში მოსარგებლისთვის შეთავაზებული მოწყობილობისგან და რომლის გამოყენებაზეც სამედიცინო დაწესებულებასა და პროგრამის მოსარგებლეს შორის არსებობს შეთანხმება, ამასთან, პროგრამის მოსარგებლისთვის შეთავაზებული მოწყობილობა აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მისი ღირებულება აღემატება პროგრამის ფარგლებში გამოყენებული მოწყობილობის საშუალო ღირებულებას არანაკლებ 30%-ით, შესაძლებელია დაწესდეს პროგრამის მოსარგებლის მიერ დამატებით გადასახდელი თანხა ამ ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამავე ბრძანებით დადგენილი წესითა და ოდენობით.   2. დამატებითი თანხის გადახდევინების პრინციპი შეეხება იმპლანტირებად მოწყობილობას, რომელიც არის სახსრების სრული ან ნაწილობრივი ჩანაცვლება (დანართი №2). 3. სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია შესთავაზოს პროგრამის მოსარგებლეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის გამოყენება. სამედიცინო დაწესებულების მიერ პროგრამის მოსარგებლისთვის იმპლანტირებადი მოწყობილობის გამოყენების შეთავაზების შემთხვევაში შერჩეული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ბრძანების შესაბამისი დანართით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ერთი ან რამდენიმე სახეობა ამავე ბრძანებით დადგენილი პირობების შესაბამისად. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ იმპლანტირებად მოწყობილობებზე აწესებს ზღვრულ მაქსიმალურ ფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიმართვისა და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მიმართვა უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმპლანტირებადი მოწყობილობის მწარმოებლის, ხარისხის, სპეფიციკაციების, კონკრეტული პარამეტრებისა და იმპლანტირებადი მოწყობილობის ღირებულების თაობაზე. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სამინისტრო უფლებამოსილია სამედიცინო დაწესებულებას მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, იმპლანტირებადი მოწყობილობის ბოლო 3 წლის მანძილზე სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიისგან შესყიდვის ფასის შესახებ, ასევე, იმპორტიორი კომპანიის/კომპანიების საკონტაქტო ინფორმაცია. სამინისტრო აგრეთვე უფლებამოსილია ჩაატაროს შესაბამისი ბაზრის კვლევა ან/და გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია იმპორტიორი კომპანიებისგან იმპლანტირებადი მოწყობილობის საბითუმო ფასების შესახებ, აგრეთვე მოიპოვოს ინფორმაცია სხვა ნებისმიერი წყაროდან პროგრამის მოსარგებლისთვის დამატებითი თანხის გადახდევინებისას გამოსაყენებელი იმპლანტირებადი მოწყობილობის სამართლიანი ფასის დასადგენად. 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი 15 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მიმართვას. მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ზღვრული მაქსიმალური ფასების განმსაზღვრელ შესაბამის დანართში. ამ ვადაში მინისტრის ბრძანების გამოუცემლობა მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება. 6. იმპლანტირებად მოწყობილობებზე ზღვრული მაქსიმალური ფასების დადგენის შემდგომ, სამედიცინო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ყოველი წლის აგვისტოს ბოლოს აანალიზებს იმ დროისთვის დადგენილ ფასებს, მათ შორის, ბაზრის კვლევის მეთოდის გამოყენებით და, საჭიროების შემთხვევაში, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ზღვრული მაქსიმალური ფასის ცვლილების შესახებ. 7. სააგენტო უფლებამოსილია, მონაცემთა განახლების მიზნით, საკუთარი ინიციატივით გააანალიზოს იმპლანტირებად მოწყობილობებზე ამ ბრძანებით დადგენილი ფასები და, საჭიროების შემთხვევაში, მინისტრს წარუდგინოს წინადადებები იმპლანტირებადი მოწყობილობის ზღვრული მაქსიმალური ფასის ცვლილების შესახებ. მუხლი 2🔗 1. სამედიცინო დაწესებულების მიერ პროგრამის მიმდინარეობისას იმპლანტირებადი მოწყობილობის შეთავაზება შესაძლებელია, თუ ეს აუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს და გავლენას არ ახდენს პაციენტის უსაფრთხოებაზე. 2. პროგრამის მოსარგებლისთვის იმპლანტირებად მოწყობილობაზე დამატებითი თანხის გადახდევინების პროცესი ისე უნდა იყოს ორგანიზებული და განხორციელებული, რომ გამოირიცხოს მომსახურების ანაზღაურების  მეთოდის არჩევისას მოსარგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვა. 3. თუ სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში გამოსაყენებელი იმპლანტირებადი მოწყობილობის მოსარგებლისთვის შეთავაზებას სტანდარტული წესით, ის ვალდებულია შესაბამისი მომსახურება განახორციელოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის გამოყენებით, პროგრამის მოსარგებლისთვის დამატებითი თანხის გადახდევინების გარეშე. 4. პროგრამის მოსარგებლეს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მისი უფლების შესახებ, ისარგებლოს პროგრამის ფარგლებში მოქმედი სტანდარტული პირობებით, ან საკუთარი სურვილის შესაბამისად აირჩიოს იმპლანტირებადი მოწყობილობა დამატებითი თანხის გადახდის გზით. მოსარგებლეს დეტალურად უნდა განემარტოს დამატებითი თანხის გადახდევინების პირობები. 5. პირი, რომელიც სარგებლობს იმპლანტირებადი მოწყობილობით ამ ბრძანებით განსაზღვრული პირობებით, ხელს აწერს თანხმობის ფორმას (დანართი №1), რომლითაც ადასტურებს, რომ მას მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ და თანხმობას აცხადებს დამატებითი თანხის გადახდის გზით იმპლანტირებადი მოწყობილობით სარგებლობაზე. 6. პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების სამედიცინო დაწესებულებისთვის ანაზღაურება ხდება DRG კოდის ტარიფის შემადგენელი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, გარდა პროგრამის ფარგლებში გამოსაყენებელი სამედიცინო მოწყობილობის ამ ბრძანების შესაბამისი დანართით განსაზღვრული საშუალო ფასისა.  მუხლი 3🔗 1. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს თვეში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში ამ ბრძანების შესაბამისად დამატებითი თანხის გადახდევინების მეთოდის გამოყენების შემთხვევათა შესახებ. ანგარიშს თან უნდა დაერთოს არჩეული იმპლანტირებადი მოწყობილობით სარგებლობის თითოეულ შემთხვევაში ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული, პაციენტის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა. 2. სამედიცინო დაწესებულების მიერ ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევა განიხილება, როგორც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა და გამოიწვევს იმავე პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქციის გამოყენებას. მუხლი 4🔗 ამ ბრძანებით დადგენილი  იმპლანტირებადი მოწყობილობების ფასების შესახებ ინფორმაცია ფასების კატალოგის სახით ქვეყნდება სამინისტროსა და  სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე. მუხლი 5🔗 სამედიცინო დაწესებულების მიერ სახარჯი მასალის სხვა კატეგორიებზე (იმპლანტირებადი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება თვალის ბროლის ქირურგიის დროს; იმპლანტირებადი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია გულთან, ცენტრალურ სისხლის მიმოქცევის სისტემასთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან უშუალო კონტაქტში გამოსაყენებლად) ზღვრული მაქსიმალური ფასების დასადგენად სამინისტროსთვის მიმართვის საფუძველზე საკითხი განიხილება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით. მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ბრძანებას დაემატება ახალი დანართი/დანართები, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება შესაბამისი კატეგორიის იმპლანტირებადი მოწყობილობის ზღვრული მაქსიმალური ფასები. მუხლი 6🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე