ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №397
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016013
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ქალაქ რუსთავში, უსახელო მოედნებისთვის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №397
2025 წელი 28
მარტი
ქალაქი რუსთავი
ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისს №239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის 7 მარტის MRDI №01/453 წერილის გათვალისწინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩის ნაწილს, სადაც მდებარეობს №2; №4; №6 კორპუსები გადაერქვას სახელი და მიენიჭოს, ვახტან გორგასლის III ხარისხის ორდენოსანის, ეროვნული გვარდიის მე-15 ბატალიონის მეთაურის პოლკოვნიკ დავით გოლუბიანის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე გოგოლის ქუჩას, გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ქეთევან დედოფლის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.
3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, მარის არხის პირველ დასახლებაში არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის და დამსახურებული ოსტატის სლავა მეტრეველის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე უსახელო ქუჩას მიენიჭოს კავკასიური სპორტის ისტორიაში, რაგბის გამოჩენილ ქართველ მოღვაწის – ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.
5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
6. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
7. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.
8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
ალექსანდრე ბერიძე
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი