დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის და სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მოქცეულ ტერიტორიაზე მიწის რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 29.11.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №815
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000837 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 11, 29/11/1994
კონსოლიდირებული ვერსიები 3 ვერსია ↓
1,241 სიტყვა · ~6 წთ
კონსოლიდირებული ვერსიები (3)
29.11.1994
10.03.1995
19.06.1995
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის და სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მოქცეულ ტერიტორიაზე მიწის რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №815 1994 წლის 29 ნოემბერი ქ. თბილისი დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის და სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მოქცეულ ტერიტორიაზე მიწის რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის განხორციელების ღონისძიებების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128, 10 მარტის №290 დადგენილებით განისაზღვრა, რომ დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის მიწები რეფორმის ფონდში არ გამოიყოფა, ხოლო სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში საზღვრიდან 21 კილომეტრის სიღრმით მცხოვრებ მოსახლეობას, შესაძლებლობის ფარგლებში სარგებლობის უფლებით გამოეყოფათ დამატებით საკარმიდამო ნაკვეთები კაპიტალური მშენებლობის უფლების გარეშე. ამასთან „საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლის ფორმირებისა და ფუნქციონირების კომპლექსურ პრობლემათა გადაწყვეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 7 მაისის №10 დადგენილებით სასაზღვრო ზოლში საერთოდ აიკრძალა ახალი საკარმიდამო ნაკვეთების გამოყოფა, მათ შორის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის (მეექვსე პუნქტი, მესამე აბზაცი). ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მოითხოვს საკარმიდამო ნაკვეთების გამოყოფა-შევსებას მათზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის უფლებით. დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის მიწებზე და „საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლის ფორმირებისა და ფუნქციონირების კომპლექსურ პრობლემათა გადაწყვეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს 1992 წლის 7 მაისის №10 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში საზღვრიდან 21 კილომეტრის სიღრმით მოქცეულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დამტკიცდეს დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის მიწებზე (მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, თეთრი წყაროს რაიონების ტერიტორიის ნაწილი), და „საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლის ფორმირებისა და ფუნქციონირების კომპლექსურ პრობლემათა გადაწყვეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 7 მაისის №10 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში საზღვრიდან 21 კილომეტრის სიღრმით მოქცეულ ტერიტორიაზე მიწის რეფორმის ფონდიდან კომლზე (ოჯახზე) გასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული მაქსიმალური ნორმები დანართის თანახმად. ამასთან ცალკეული რაიონის, მეურნეობის (სოფლის) ზღვრული მაქსიმალური ნორმის ფარგლებში კომლზე გასაცემი საკარმიდამო ნაკვეთის მოცულობის დადგენა მოხდეს შესაბამისი მიწის რეფორმის კომისიის მიერ, მათ ტერიტორიაზე არსებული მიწის რესურსებიდან გამომდინარე იმის გათვალისწინებით, რომ მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული სტრატეგიული კულტურების მოსაყვანად ვარგისი ფართობები და სამექანიზაციო მიწის მასივები. 2. დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის მიწებზე და სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მოქცეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ კომლზე (ოჯახზე) გასაცემი საკარმიდამო ნაკვეთის დანართით განსაზღვრულ ზღვრულ მაქსიმალურ ნორმაში შედის კომლის კანონიერ სარგებლობაში უკვე არსებული მიწის ფართობი. არსებულ და ზღვრულ მაქსიმალურ ნორმამდე შევსებულ ფართობზე, რამდენი ნაკვეთიდანაც არ უნდა შედგებოდეს ის, არ დაიშვება ერთზე მეტი საცხოვრებელი სახლის აშენება და ეს ნაკვეთი (ნაკვეთები) გაყოფას არ ექვემდებარება. ზონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მდებარე მიწებიდან რეფორმის (საკარმიდამო) ფონდში ფართობების გამოყოფას შესაბამისი რაიონის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, ხოლო ამ ფართობებზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში აძლევს შესაბამისი რაიონის გამგეობა გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის მიწებზე და სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მოქცეულ ტერიტორიაზე მიწის რეფორმის ფონდში უპირველეს ყოვლისა გამოიყოფა ასათვისებელი მიწები; ასეთი ფართობების უკმარისობის შემთხვევაში სოფლის მიმდებარე და არსებული საკარმიდამო მიწების მოსაზღვრედ მდებარე საზოგადოებრივი სარგებლობის მცირე კონტურიანი ნაკვეთები. მათ შორის, სამოსახლო ნაკვეთები გამოიყოფა დასახლების პერსპექტიული განვითარებისათვის გათვალისწინებულ ადგილებში. 4. დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის მიწების და სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მოქცეული ტერიტორიების განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვენლობის გათვალისწინებით სარეფორმო ფონდში არ გამოიყოფა: – სტრატეგიული კულტურებით დაკავებული მიწები; – საკურორტო (რეკრეაციული) დანიშნულების მიწები; – ნაკრძალების, ეროვნული პარკებისა და აღკეთილების მიწები; – სახელმწიფო ტყის ფონდის ტყით დაფარული მიწები; – ისტორიული და ბუნების ძეგლების, ეკლესია-მონასტრებისა და მათი სანიტარიული ზონის მიწები; – ჯავახეთის ზეგანზე მდებარე განსაკუთრებული ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე წყალსაცავების მქონე წყალსაცავების სანიტარიული ზონის მიწები; – სამეცნიერო-სასწავლო მეურნეობებზე, საცდელ სადგურებზე, ექსპერიმენტულ მეურნეობებზე, მეთესლეობის, სანერგე, სანაშენე-საჯიშე მეურნეობებზე, მეცხოველეობის კომპლექსებზე და სასათბურე კომბინატებზე უვადო სარგებლობაში მიმაგრებული მიწები (აღნიშნულ მეურნეობებში სარეფორმო ფონდში, გამონაკლის შემთხვევაში შესაბამის ზემდგომ ორგანოებთან — საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსთან და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიასთან შეთანხმებით დასაშვებია იმ მიწების გამოყოფა, რომლებიც არ ემსახურება ძირითადი საწარმოო პროგრამის შესრულებას); – სოფლის კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის გამოყოფილი და პერსპექტივაში ამ დანიშნულებისათვის გამოსაყენებელი მიწები; – მიწის ზედა და მიწის ქვეშა სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად განკუთვნილი მიწები; – პირუტყვის გადასარეკი ტრასები და საერთო სარგებლობის სათიბ-საძოვრები, საერთო სარგებლობის მიწებთან მისასვლელი გზები; – სასაზღვრო ზოლში მოქცეული ის მიწები, რომლებიც პერსპექტივაში განკუთვნილია სამხედრო ობიექტების მშენებლობისათვის. 5. დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის მიწებზე და სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მოქცეული ტერიტორიების დანართში ჩამოთვლილი რაიონების გამგეობებმა: – შექმნან ამ დადგენილებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე მიწის რეფორმის გამტარებელი რაიონული კომისიები, რაიონის გამგებლის ან აგროსამრეწველო დარგში მისი მოადგილის თავმჯდომარეობით; აგრეთვე შესაბამისად სასოფლო კომისიები სოფლის გამგებლის ან სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით, დააკომპლექტონ ისინი უნარიანი და ავტორიტეტული სპეციალისტებით; – მიწის რეფორმის გამტარებელ რაიონულ და სასოფლო კომისიებთან ერთად უზრუნველყონ თითოეულ სოფელში საკარმიდამო მიწების ინვენტარიზაცია, ამ დადგენილებით 2 და 3 პუნქტების მოთხოვნების სრული დაცვით, განსაზღვრონ ცალკეულ სოფლებში საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ზღვრული მაქსიმალური ნორმა (არა უმეტეს დანართით მოცემული რაიონისათვის განსაზღვრული ნორმებისა) კომლის (ოჯახის) კატეგორიების მიხედვით და დაადგინონ სარეფორმო ფონდში დამატებით გამოსაყოფი მიწის რაოდენობა. რაიონისათვის სარეფორმო ფონდში დამატებით გამოსაყოფი მიწის შერჩევის მასალები შეუთანხმონ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტს, საქართველოს რესპუბლიკის გეოლოგიის დეპარტამენტს, საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს და დასკვნისთვის წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ არსებული წესით გაფორმებულ მასალებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. ამ დადგენილებით განსაზღვრული მიწის რეფორმის სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით იხელმძღვანელონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 6 თებერვლის №128, 10 მარტის №290, 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 28 ივნისის №503, 20 ოქტომბრის №750 დადგენილებებით და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 21 ოქტომბრის განკარგულების მე-4 პუნქტით. 6. იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის შემოგარენის რიგ რაიონებში არ არის უზრუნველყოფილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის № 39 დადგენილებით მოქალაქეთათვის გამოყოფილი ფართობების ათვისება, დაევალოს „საქქალაქაგროსერვისს“ ქ.ქ. თბილისისა და რუსთავის მერიებთან ერთად უზრუნველყონ ამ ფართობების ქ.ქ. თბილისისა და რუსთავის მოსახლეობაზე მაქსიმალური რაოდენობით გაცემა. 7. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით: — გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ პირველი პუნქტის მე-IV აბზაცის მე-3 და მე-4 სტრიქონები; — ეთხოვოს საქართველოს სახელმწიფო მეთაურს დაამტკიცოს თანდართული განკარგულების პროექტი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 7 მაისის № 10 დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლის ფორმირებისა და ფუნქციონირების კომპლექსურ პრობლემათა გადაწყვეტის შესახებ“ IV პუნქტის VII აბზაციდან სიტყვების „სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ახალი საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გამოყოფა, მათ შორის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის“ ამოღების შესახებ. 8. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიწათსარგებლობის შესახებ კანონის მიღებამდე შეჩერებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მეორე, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მეთორმეტე პუნქტების, 1992 წლის 19 მარტის №290 დადგენილების მეორე, მეექვსე, მეშვიდე პუნქტების, 1993 წლის 16 იანვრის №39 დადგენილების მეშვიდე პუნქტის მოთხოვნები საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემისა და ყიდვა-გაყიდვის უფლების მიცემის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის     ო. ფაცაცია დანართი დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის და სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მდებარე რაიონებში გასაცემი მიწის ზღვრული (მაქსიმალური) ნორმები არსებული საკარმიდამო მიწების ჩათვლით რაიონების დასახელება პირველი კატეგორიის კომლისათვის (ოჯახისათვის) მეორე კატეგორიის კომლისათვის (ოჯახისთვის) ხელვაჩაურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით ქედის — — შუახევის — — ხულოს — — ახალციხე რაიონების დასახელება პირველი კატეგორიის კომლისათვის (ოჯახისათვის) მეორე კატეგორიის კომლისათვის (ოჯახისთვის) ხელვაჩაურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით ქედის შუახევის ხულოს ახალციხე სარწყავი 0,40 0,25 ურწყავი 1,00 0,75 ახალქალაქი სარწყავი 0,30 0,20 ურწყავი 0,60 0,40 ნინოწმინდა სარწყავი 0,30 0,20 ურწყავი 0,60 0,50 დმანისი სარწყავი 0,30 0,20 ურწყავი 0,60 0,50 ბოლნისის სარწყავი 0,15 0,10 ურწყავი 0,25 0,20 მარნეულის სარწყავი 0,15 0,10 ურწყავი 0,25 0,20 გარდაბნის სარწყავი 0,15 0,10 ურწყავი 0,25 0,20 საგარეჯოს სარწყავი 0,15 0,10 ურწყავი 0,50 0,40 დედოფლისწყაროს სარწყავი 0,50 0,40 ურწყავი 0,80 0,60 ლაგოდეხი სარწყავი და დამშრალი 0,25 0,20 ურწყავი 0,50 0,30 ყვარლის სარწყავი 0,25 0,20 ურწყავი 0,50 0,40 ახმეტის სარწყავი 0,40 0,30 ურწყავი 0,70 0,50 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელი   ვ. ასათიანი