საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1068
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.017553 29
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/04/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 4 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ „მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1068
2025 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის მე-9 პუნქტის, 203 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის:
ა) ტექნიკური მახასიათებლები (დანართი №1);
ბ) ფორმები (დანართები №2.1–№2.5).
2.
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული შესაბამისი დოკუმენტები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
3.
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განახორციელოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასპორტის ფორმების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებები.
4.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5.
ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 4 ივნისიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრიანრი ოხანაშვილი
დანართი №1
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები
მუხლი 1🔗. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის სტრუქტურა და ფორმატი
1. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის (შემდგომ – პასპორტი) და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომ – სამგზავრო დოკუმენტი) ბლანკი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით, აგრეთვე, უნდა შედგებოდეს ყდის, მისი 2 შიდა გვერდის, 36 ქაღალდის გვერდისა (შიდა გვერდები) და 1 ორგვერდიანი პოლიკარბონატით დამზადებული ელექტრონული ჩანართისგან (მონაცემთა ელექტრონული გვერდი).
2. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის გამძლეობასა და ელექტრონული კომპონენტის დაცულობას მთლიანი სავარაუდო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (10 წელი პერსონალიზაციის დღიდან), იყოს მდგრადი ფიზიკური და ქიმიური დეკომპოზიციის მიმართ, აგრეთვე ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად ინტეგრირებული დამცავი ნიშნების განმეორებით გამოყენების მიმართ.
3. ბლანკის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 9303 სტანდარტს, ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის 13 დეკემბრის რეგულაციას (EC) No2252/2004 „წევრი ქვეყნების მიერ გაცემული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების მახასიათებლებისა და ბიომეტრიული მონაცემების სტანდარტების შესახებ“ და ევროკავშირის კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №C(2018)7774 განმახორციელებელი გადაწყვეტილების, აგრეთვე მასში შეტანილი ყველა ცვლილების მოთხოვნებს.
მუხლი 2🔗. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის ყდა
1. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გარე ყდა უნდა აკმაყოფილებდეს არანაკლებ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) გარე ყდა უნდა წარმოადგენდეს 0,4-0,5 მმ სისქის, 100%-იანი აკრილით დაფარული, ლატექსით გაჟღენთილი მასალის ერთობლიობას;
ბ) გარეთა მხარეს სახელმწიფო გერბი, წარწერები და ბლანკის ნიშანი დიზაინის მიხედვით დატანილ უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ (hot stamping), ოქროსფერი ფოლგის გამოყენებით (სამრეწველო ოქრო), სუფთად გამოსახული კონტურებით და ხილული დეფექტების გარეშე. წარწერები გარკვევით უნდა იყოს დატანილი და ადვილად იკითხებოდეს. გამოსახულება ჭედურობით (embossing) უნდა იყოს დატანილი ყდის წინა მხარეს;
გ) მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ დატანილი წარწერები და ელემენტები უნდა იყოს ცვეთამედეგი და ჰქონდეს მუდმივი ბზინვარება;
დ) ყდაზე ოქროსფრად გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით (ერთ ფერში), აგრეთვე ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები და ფრაზები:
დ.ა) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის შემთხვევაში – „საქართველო“, „პასპორტი“, „GEORGIA“, „PASSPORT“ და ელექტრონული მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტის (eMRTD) აღმნიშვნელი სიმბოლო;
დ.ბ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის შემთხვევაში – „საქართველო“, „დიპლომატიური პასპორტი“, „GEORGIA“, „DIPLOMATIC PASSPORT“ და ელექტრონული მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტის (eMRTD) აღმნიშვნელი სიმბოლო;
დ.გ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის შემთხვევაში – „საქართველო“, „სამსახურებრივი პასპორტი“, „GEORGIA“, „SERVICE PASSPORT“ და ელექტრონული მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტის (eMRTD) აღმნიშვნელი სიმბოლო;
დ.დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის შემთხვევაში – „საქართველო“, „სამგზავრო პასპორტი“, „(1954 წლის 28 სექტემბრის კონვენცია)“, „GEORGIA“, „TRAVEL PASSPORT“, „(Convention of 28 September 1954)“ და ელექტრონული მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტის (eMRTD) აღმნიშვნელი სიმბოლო;
დ.ე) ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის შემთხვევაში – „საქართველო“, „სამგზავრო დოკუმენტი“ (1951 წლის 28 ივლისის კონვენცია); „GEORGIA“, „TRAVEL DOCUMENT“; (Convention of 28 July 1954)“ და ელექტრონული მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტის (eMRTD) აღმნიშვნელი სიმბოლო. ყდის ზედა მარცხენა კუთხეში დიაგონალურად გამოსახულია ორი პარალელური ხაზი;
ე) ყდის უკანა მხარეს ბრმა ჭედურობით დატანილი უნდა იყოს დამცავი ნიშნები საქართველოს სახელმწიფო დროშის ფორმის სიმბოლო და ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვა „საქართველო“, „GEORGIA“;
ვ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს მუქი შინდისფერი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის – მუქი ლურჯი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის – შავი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ღია ლურჯი, ხოლო ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის – ლურჯი;
ზ) ყდის წინა და უკანა მხარეები დამატებით დაცული უნდა იყოს ფლუორესცენტული მელნით, ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული ნაბეჭდით – განმეორებადი ტექსტით „საქართველო GEORGIA“, რომელიც ხილვადია ულტრაიისფერი (UV) სხივის გამოყენებისას.
2. ყდის შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს არანაკლებ უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:
ა) შიდა გვერდები (ბოლო გვერდები) უნდა წარმოადგენდეს თეთრი ცელულოზისგან და არანაკლებ 50% ბამბისგან, ინფრაწითელი გამოსხივების შემსრუტავი ან ამრეკლავი მასალის გარეშე დამზადებულ ქაღალდს, წონით 120-140 გ. კვადრატულ მეტრზე (+/– 5% დასაშვები ცდომილებით); ნივთიერებების ძირითადი მასალა არ უნდა რეაგირებდეს ულტრაიისფერ სხივებზე და უნდა იყოს „ულტრაიისფერისადმი ყრუ“ (UV dull).
ბ) ფონი (წინა და უკანა მხარეზე) უნდა დაიბეჭდოს უსაფრთხო ტექნოლოგიით;
გ) მრავალფერიან დაბეჭდილ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) უნიკალური გადაკვეთების კონტურებითა და გეომეტრიით;
დ) მრავალფერიან ღრმა ბეჭდვას (ინტაგლიო);
ე) ღრმა ბეჭდვას (ინტაგლიო) ხაზოვანი მიკროტექსტით ან/და ფერების გაყოფით;
ვ) ცისარტყელისებურ ბეჭდვას არანაკლებ ორი ფერის გადასვლით;
ზ) ინფრაწითელ ნათებაზე რეაგირებადი (მშთანთქავი და გამჭვირვალე) მელნით შესრულებულ ნაბეჭდს;
თ) ულტრაიისფერ სპექტრში ფლუორესცენტული ბეჭდვით (მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში) შესრულებულ არანაკლებ შემდეგ ელემენტებს:
თ.ა) ცისარტყელისებურ ბეჭდვას არანაკლებ ორი ფერის გადასვლით;
თ.ბ) დამცავ ნაბეჭდს;
თ.გ) მაღალი ბეჭდვით (Letterpress Printing) შესრულებულ სერიულ ნომერს, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას;
ი) ოპტიკურად ცვალებადი მელნით (OVI) შესრულებულ ნაბეჭდს;
კ) ფარულ გამოსახულებას PEAK® ეფექტით;
ლ) პოზიტიურ ან/და ნეგატიურ მიკროტექსტს.
3. ყდის პირველ შიდა გვერდზე მითითებული უნდა იყოს ინდივიდუალური სერია, აგრეთვე ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული შემდეგი წინადადებები:
ა) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტზე, ბიომეტრიულ დიპლომატიურ პასპორტსა და ბიომეტრიულ სამსახურებრივ პასპორტზე:
ა.ა) „პასპორტის მფლობელს მფარველობს საქართველო. ეს პასპორტი არის საქართველოს საკუთრება. პასპორტი 38-გვერდიანია“;
ა.ბ) „The holder of this passport is under the protection of Georgia. This passport is the property of Georgia. The passport contains 38 pages“;
ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტზე:
ბ.ა) „1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის შესაბამისად სამგზავრო პასპორტის მფლობელი არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. სამგზავრო პასპორტი 38-გვერდიანია“;
ბ.გ) „The bearer of this travel passport enjoys protection as a having a status of stateless person in Georgia according to the Convention of 28 september 1954. The travel passport contains 38 pages“;
გ) ლტოლვილის ბიომეტრიულ სამგზავრო დოკუმენტზე:
გ.ა) „სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი საქართველოში სარგებლობს ლტოლვილის უფლებებით 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის შესაბამისად. სამგზავრო დოკუმენტი 38-გვერდიანია“;
გ.ბ) „The bearer of this travel document enjoys protection as a refugee in Georgia according to the Convention of 28 July 1951. The travel document contains 38 pages“.
4. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის ყდის მეორე შიდა გვერდზე დატანილი უნდა იყოს დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი, აგრეთვე ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული შემდეგი წინადადებები:
ა) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტზე, ბიომეტრიულ დიპლომატიურ პასპორტსა და ბიომეტრიულ სამსახურებრივ პასპორტზე:
ა.ა) „პასპორტი 38-გვერდიანია“;
ა.ბ) „This passport contains 38 pages“;
ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტზე:
ბ.ა) „სამგზავრო პასპორტი 38-გვერდიანია“;
ბ.ბ) „This travel passport contains 38 pages“;
გ) ლტოლვილის ბიომეტრიულ სამგზავრო დოკუმენტზე:
გ.ა) „სამგზავრო დოკუმენტი 38-გვერდიანია“;
გ.ბ) „This travel document contains 38 pages“.
მუხლი 3🔗. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შიდა გვერდები
1. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
2. შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს არანაკლებ უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:
ა) შიდა გვერდების ქაღალდი უნდა შედგებოდეს ხის მერქნისგან და არანაკლებ 50% ბამბისგან; უნდა დამზადდეს ინფრაწითელი გამოსხივების შემსრუტავი ან ამრეკლავი მასალის გარეშე, წონით 90 გ. კვადრატულ მეტრზე (+/– 5% დასაშვები ცდომილებით); ნივთიერებების ძირითადი მასალა არ უნდა რეაგირებდეს ულტრაიისფერ სხივებზე და უნდა იყოს „ულტრაიისფერისადმი ყრუ“ (UV dull);
ბ) ქაღალდი უნდა შეიცავდეს პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების ქიმიურ რეაგენტებს და იყოს მგრძნობიარე; გაყალბების მცდელობის შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ფერის ცვალებადობა;
გ) უნიკალური დიზაინის თითოეულ გვერდსა და გვერდის ნომერს;
დ) მრავალტონიან რეგისტრირებულ ექსკლუზიურ წყლის ნიშანს საქართველოს სახელმწიფო გერბის (სრული სახით) გამოსახულებითა და გვერდის ნუმერაციის მითითებით;
ე) შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავ და ულტრაიისფერი სხივების ქვეშ მრავალი ფერით ხილვად დამცავ ბოჭკოებს; ყველა ბოჭკო უნდა იყოსმრავალფერი;
ვ) ქაღალდის მასალაში ინტეგრირებულ უსაფრთხოების ძაფს, რომელიც დატანილია განმეორებითად მიკრონაბეჭდით ან სურათის სახით;
ზ) ელექტროტიპის წყლის ნიშანს გვერდების ნომრების გამოსახულებით;
თ) უსაფრთხო ტექნოლოგიით დაბეჭდილ ფონს (წინა და უკანა მხარეს);
ი) მრავალფერიან დაბეჭდილ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) უნიკალური გადაკვეთების კონტურებითა და გეომეტრიით;
კ) ცისარტყელისებურ ბეჭდვას არანაკლებ ორი ფერის გადასვლით;
ლ) ულტრაიისფერ სპექტრში ფლუორესცენტული ბეჭდვით (მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში) შესრულებულ არანაკლებ შემდეგ ელემენტებს:
ლ.ა) ცისარტყელისებურ ნაბეჭდს;
ლ.ბ) გვერდის ნუმერაციას;
ლ.გ) დამცავ ძაფს ქვეყნის კოდის მითითებით;
მ) ინფრაწითელ ნათებაზე რეაგირებადი (მშთანთქავი ან/და გამჭვირვალე) მელნით შესრულებულ ნაბეჭდს;
ნ) ლაზერული პერფორაციით შესრულებულ დოკუმენტის სერიულ ნომერს სხვადასხვა ფორმის ხვრელებით.
3. შიდა გვერდების ნუმერაციისას გამოიყენება „მცურავი დანომვრა“.
მუხლი 4🔗. მონაცემთა გვერდი
1. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შიდა 2 გვერდი (შემდგომ – მონაცემთა გვერდი), რომლებზეც დაიტანება მფლობელის შესახებ ინფორმაცია, უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს რეკომენდაციებს (დოკუმენტი 9303, მესამე ნაწილი (მერვე გამოცემა, 2021 წელი)); მათზე eMRTD ნიშანი დატანილ უნდა იქნეს ICAO-ს სტანდარტის შესაბამისად.
2. მონაცემთა გვერდი დამზადებული უნდა იყოს 100% პოლიკარბონატისგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით. დასაშვებია შეზღუდული რაოდენობით გამოყენებულ იქნეს სხვა მასალები (მაგალითად, მეტალის ანტენა), იმავდროულად, დელამინაციის რისკების აღმოფხვრით – პოლიკარბონატის შრეებს უნდა ჰქონდეს საკმარისი ურთიერთკავშირი ლამინირების დროს შეერთების/შედნობისთვის.
3. დამზადების პროცესში პოლიკარბონატის ფენების შეერთება (ლამინირება) ხორციელდება მხოლოდ მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამოყენებით (დაუშვებელია სხვა, დამატებითი ასაკინძი/შემაერთებელი ელემენტის გამოყენება).
4. სხვა მასალების (გარდა პოლიკარბონატისა) გამოყენება დასაშვებია დოკუმენტის ბლანკში მონაცემთა გვერდის ჩაშენების (ჩაკერების) ადგილას (შემდგომ – თამასა), იმავდროულად, მთლიანობის დარღვევისაგან დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფით და მასალების სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების გათვალისწინებით. დაუშვებელია თამასისა და მონაცემთა გვერდის შეერთება წებოს ან სხვა მწებავი მასალების გამოყენებით.
5. მონაცემთა გვერდის სტრუქტურა მდგრადი უნდა იყოს სრული ან ნაწილობრივი ფიზიკური და ქიმიური განშრევების მიმართ, რათა მანიპულაციების შემთხვევაში დარჩეს გაყალბების ხილული ნიშნები.
6. ლამინირების პროცესის დროს პოლიკარბონატის ფენებს უნდა ჰქონდეს საკმარისი ზედაპირი, რათა შექმნან ძლიერი ბმები და ერთიანი სტრუქტურა, რომელიც ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევს ფენების განშრევების მცდელობას.
7. მონაცემთა გვერდი TD-3 ფორმატისაა.
8. მონაცემთა გვერდის სტრუქტურა და პერსონალიზაციის ტექნოლოგია უნდა უზრუნველყოფდეს პერსონალიზაციის პროცესის განმავლობაში მონაცემთა გვერდის სხვადასხვა შრეზე სხვადასხვა სიღრმით ზემოქმედებას (კარბონიზებას).
9. მონაცემთა გვერდი უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:
ა) დამზადების პროცესში დოკუმენტის ზედაპირში უნდა ჩაშენდეს პოზიტიური, ნეგატიური და მქრქალი რელიეფი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დოკუმენტის ფორმას და რამდენიმე მათგანი უნდა კვეთდეს ფოტოსურათის არეს;
ბ) სტრუქტურა უნდა იძლეოდეს პოზიტიური (ტაქტილური) რელიეფის მიღების საშუალებას ლაზერული გრავირების ელემენტებისათვის;
გ) უსაფრთხო ტექნოლოგიით დაბეჭდილ ფონს (წინა და უკანა მხარეზე);
დ) ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა განაწილდეს, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად), ხოლო მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს;
ე) პოზიტიურ და ნეგატიურ მრავალფერიან დაბეჭდილ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) უნიკალური გადაკვეთების კონტურებითა და გეომეტრიით;
ვ) ცისარტყელისებურ ბეჭდვას არანაკლებ ორი ფერის გადასვლით;
ზ) პოზიტიურ და ნეგატიურ მიკროტექსტს;
თ) ხელოვნურ ორთოგრაფიულ შეცდომებს;
ი) ასლის და სკანირების გადაღების საწინააღმდეგო დამცავ ნიშნებს;
კ) ჰოლოგრაფიულ ძაფს ოპტიკურად ცვალებადი ელემენტებით/ორნამენტებით;
ლ) დიფრაქციულ ოპტიკურად ცვლად გამოსახულების გარდამქმნელს (DOVID – Diffractive optically variable image device), რომელიც შეიცავს პირველი, მე-2 და მე-3 დონეების დამცავ ნიშნებს და არ მდებარეობს დოკუმენტის ზედა ფენაზე, მაგრამ იცავს დოკუმენტის მფლობელის პირველად ფოტოსურათს;
მ) ოპტიკურად ცვალებად მრავალჯერად ლაზერულ გამოსახულებას (MLI – Multiple Laser Image);
ნ) ოპტიკურად ცვალებად საიდენტიფიკაციო ელემენტს (Magic ID);
ო) ოპტიკურად ცვალებად მრავალფეროვან მოწყობილობას (MCD – Multi Color Device);
პ) ოპტიკურად ცვალებად საიდენტიფიკაციო ელემენტს (Fuse ID);
ჟ) ოპტიკურად ცვალებად იდენტიფიკატორს (ID Optics);
რ) საიდენტიფიკაციო ელემენტს (AMBER ID) – ფანტომური გამოსახულების ლაზერული მაღალი ხარისხით გრავირებად ლინზისებრ სტრუქტურას, რომელიც ჩანს გვერდის ორივე მხრიდან;
ს) ხილულ/ბრილიანტისებურ იდენტიფიკატორს (LOOK ID/DIAMOND ID);
ტ) 3D რელიეფს საქართველოს რუკის გამოსახულებით;
უ) მონაცემთა გვერდის ფონზე (წინა და უკანა მხარეს) ულტრაიისფერ სპექტრში შესრულებულ ფლუორესცენტულ ნაბეჭდს, რომლის მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში; დოკუმენტი (წინა და უკანა მხარეს) უნდა შეიცავდეს ყველა ჩამოთვლილ ელემენტს, ხოლო ერთი და იმავე კატეგორიის რომელიმე ელემენტი/ელემენტები უნდა მეორდებოდეს ორივე გვერდზე, კერძოდ:
უ.ა) მრავალფერიან ნაბეჭდ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) ან/და ნატიფი ხაზებით მოხატულობას, რაც შეძლებისდაგვარად გაართულებს ორიგინალი სურათის მიმსგავსებას და აღწარმოებას;
უ.ბ) ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელნით შესრულებულ ცისარტყელისებურ ნაბეჭდს, რითაც ულტრაიისფერი ნათების ქვეშ გამოსახულება და ტექსტი ხდება ხილვადი სხვადასხვა ფერში;
უ.გ) მაღალი გარჩევადობის სურათს (True UV) ულტრაიისფერი მრავალფერიანი ფლუორესცენტული მელნის გამოყენებით;
უ.დ) სხვადასხვა რეაგირებას ულტრაიისფერი ნათების სპექტრული პარამეტრების (ტალღის სიგრძის) ცვალებადობისას (UV Bi-Fluor);
ფ) ცვალებად უსაფრთხო მელნებს:
ფ.ა) არანაკლებ ორი ფერის ოპტიკურად ცვალებად (OVI) მელანს;
ფ.ბ) ინფრაწითელ ნათებაზე რეაგირებად (მშთანთქავი და გამჭვირვალე) მელანს, რომელიც შეესაბამება ICAO-ს სტანდარტებს ოპტიკურად მანქანაკითხვადი ელემენტების გამოყენების შესახებ;
ფ.გ) ანტისტოკურ/გადამყვან მელანს.
10. მონაცემთა გვერდი უნდა განთავსდეს ისე, რომ გამოჩნდეს ავტომატურად წასაკითხი არე გვერდის გარეთა კიდის გასწვრივ, აკინძვის მხარის საპირისპიროდ.
11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის პირველ გვერდზე (მონაცემთა გვერდის უკანა მხარეს) დატანილი უნდა იყოს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შესრულებული ტექსტი:
„1. This document is issued solely with a view to providing the holder with a travel document which can serve in lieu of a national passport. It is without prejudice to and in no way affects the holder's nationality.
1. Ce titre est délivré uniquement en vue de fournir au titulaire un document de voyage pouvant tenir lieu de passeport national. Il ne préjuge pas de la nationalité du titulaire et est sans effet sur celle-ci.
2. The holder is authorized to return to Georgia within the period of validity specified in this document.
2. Le titulaire est autorisé à retourner de Géorgie pendant la validité inscrite dans ce titre.
3. Should the holder take up residence in a country other than that which issued the present document, he must, if he wishes to travel again, apply to the competent authorities of his country of residence for a new document.
3. En cas d'établissement dans un autre pays que celui où le présent titre a été délivré, le titulaire doit, s'il veut se déplacer à nouveau, faire la demande d'un nouveau titre aux autorités compétentes du pays de sa residence“.
12. მონაცემთა გვერდი უნდა შეიცავდეს ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური. ამ დამცავი ნიშნის სპეციფიკაციისა და ჩაშენებისთვის გამოიყენება საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ზომები.
13. მონაცემთა გვერდზე დატანილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.
მუხლი 5🔗. მიკროსქემა
1. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემთა გვერდი უნდა შეიცავდეს ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩაშენებულ მიკროსქემაზე მუშაობს), ხოლო მიკროსქემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს უკონტაქტო ინტერფეისით. უკონტაქტო ინტერფეისის მოქმედების მანძილი უნდა იყოს 10 სმ-მდე, ხოლო სიხშირე – 13.56 MHZ.
2. მიკროსქემის მოდული და ანტენა ინტეგრირებული უნდა იყოს ბლანკში ისე, რომ ზედა ფენებში არ წარმოიქმნას ნაპრალები დოკუმენტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, აგრეთვე არ მოახდინოს გავლენა სხვა ინტეგრირებულ დამცავ ნიშნებზე და არ დაზიანდეს ოპტიკური პერსონალიზაციის პროცესში.
3. მიკროსქემის კონტაქტური ფირფიტა სათანადოდ უნდა იყოს დაცული კოროზიის, ცვეთისა და მიკროსქემასთან კავშირის დაკარგვისგან დოკუმენტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (პერსონალიზაციიდან 10 წლის განმავლობაში), დოკუმენტის დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში.
4. მიკროსქემა სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთო კრიტერიუმების შესაბამისად, არანაკლებ EAL 6+ დონეზე, BSI-CC-PP-0084-2014 ან ეკვივალენტური უსაფრთხოების პროფილის გამოყენებით.
5. მიკროსქემა აღჭურვილი უნდა იყოს არსებული და პოტენციური საფრთხეებისგან დამცავი საშუალებებით.
6. მიკროსქემა, ISO/IEC 14443-ის თანახმად, უნდა შეიცავდეს RF ანტენით წვდომად პროცესორს/თანაპროცესორს და FLASH მეხსიერებას. მეხსიერება საკმარისი უნდა იყოს აუცილებელი აპლიკაციების, პერსონალიზაციისთვის საჭირო და მომავალში გაფართოების შემთხვევაში დამატებითი მონაცემების შესანახად. მიკროსქემაზე შენახული უნდა იყოს მაღალი ხარისხის ბიომეტრიული მონაცემები (DG2 და DG3). დაუშვებელია მეხსიერების ზომის ოპტიმიზაცია მონაცემთა ხარისხის შემცირებით.
7. მიკროსქემა აღჭურვილი უნდა იყოს სიმეტრიული და ასიმეტრიული კრიპტოგრაფიული თანაპროცესორებით, რომლებითაც მხარდაჭერილია შემდეგი ალგორითმები:
ა) RSA;
ბ) ECC;
გ) AES.8 მიკროსქემა, კრიპტოგრაფიული მექანიზმების დაცვით, რომელიც სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, ჩაწერა).
8. მიკროსქემა უნდა იძლეოდეს თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დინამიკური დაკავშირების (dynamic binding) გამოყენების საშუალებას.
9. მიკროსქემას უნდა შეეძლოს მონაცემთა უკონტაქტო რეჟიმში მიმოცვლა არანაკლებ 424 კბ/წმ სიჩქარით.
10. პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება ეფუძნებოდეს JavaCard ოპერაციულ სისტემას ან პლატფორმისმიერ (native) ოპერაციულ სისტემას, სერტიფიცირებული eMRTD აპლიკაციით (ელექტრონული მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტი, სახის გამოსახულებისა და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიით) დაცული, PACE, Chip Authentication, Terminal Authentication და Passive Authentication უსაფრთხოების მექანიზმებით. eMRTD აპლიკაცია შესაძლებელია აგრეთვე შეიცავდეს BAC უსაფრთხოების მექანიზმს.
11. eMRTD აპლიკაცია უნდა უზრუნველყოფდეს ECC (Brainpool-ის და NIST-ის მრუდები სავალდებულოა) და AES კრიპტოგრაფიას, ისევე როგორც SHA-2 ჰეშფუნქციის მხარდაჭერას ყველა მოქმედ უსაფრთხოების მექანიზმსა და პროტოკოლში (გარდა Active Authentication-ისა და Basic Access Control-ის).
12. eMRTD აპლიკაციით შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ DG1, DG2, DG3 (DG3 დაცული უნდა იყოს Terminal Authentication მექანიზმით) მონაცემთა ჯგუფების პერსონალიზება და იმ მონაცემთა ჯგუფების პერსონალიზება, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოების მექანიზმების განხორციელებასთან.
13. eMRTD აპლიკაცია უნდა უზრუნველყოფდეს დინამიკური გადაბმის (Dynamic Binding) მხარდაჭერას. დაუშვებელია სტატიკური უკონტაქტო იდენტიფიკატორის (UID ან PUPI) გამოყენება ელექტრონული მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტებისათვის.
14. მიკროსქემის ოპერაციული სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს:
ა) Java Card 3.0.4. CE ან უფრო ახალი (ან ეკვივალენტური) ვერსია;
ბ) Global Platform 2.2.1 ან უფრო ახალი (ან ეკვივალენტური) ვერსია;
გ) ელექტრონული კომპონენტის ოპერაციული სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს SCP03 დაცული არხის პროტოკოლების მხარდაჭერას.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეკვივალენტობა გულისხმობს მიკროსქემის ოპერაციული სისტემის შესაბამისი სტანდარტის საჯაროდ ცნობილი ფუნქციონალის გამოყენების სრულ ურთიერთთავსებადობას ეკვივალენტურ ვერსიასთან.
მუხლი 6🔗. ტექნიკური სპეციფიკაცია – ანტენა და მიკროსქემა
1. ანტენის სიხშირეა 13.56 MHz (ISO 14443-ის თანახმად).
2. გამოყენებული მიკროსქემა უნდა იყოს SLC37GLA448.
მუხლი 7🔗. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის აკინძვა და ძაფი
1. პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი უნდა აიკინძოს დამცავი ძაფებით და დამცავი აკინძვის ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მათი მთლიანობის რღვევას ბუკლეტის დაშლის მცდელობის შემთხვევაში.
2. დამცავი ძაფი უნდა იყოს ფერადი და შედგებოდეს ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ხილვადი 3 სხვადასხვა ფერის ბოჭკოსგან.
3. მონაცემთა გვერდი ყდასა და სხვა შიდა გვერდებთან დაკავშირებული უნდა იყოს თამასით (Hinge).
4. თამასა (Hinge) ღრმად უნდა შედიოდეს მონაცემთა გვერდში ან წარმოადგენდეს მონაცემთა გვერდის მთლიან ფენას. დაუშვებელია თამასის და მონაცემთა გვერდის შეერთება წებოს ან სხვა მწებავი მასალების გამოყენებით.
5. თამასა (Hinge) უნდა შეიცავდეს ულტრაიისფერ სპექტრში შესრულებულ ფლუორესცენტულ ნაბეჭდს.
მუხლი 8🔗. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია
1. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია 00AA00001, რომლიდანაც:
ა) პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს;
ბ) შემდეგი ორი სიმბოლო (სერია), რომელიც გამოისახება ლათინური ასოებით, შემდეგი კომბინაციებით:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტში ნებისმიერი ცვლადი კომბინაციით, გარდა კომბინაციებისა: PD, PO, PR, PT და PS.
ბ.ბ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიურ პასპორტში – მხოლოდ PD კომბინაციით;
ბ.გ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ სამსახურებრივ პასპორტში – მხოლოდ PO კომბინაციით;
ბ.დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტში – მხოლოდ PS კომბინაციით;
ბ.ე) ლტოლვილის ბიომეტრიულ სამგზავრო დოკუმენტში – მხოლოდ PR კომბინაციით;
გ) შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგითი ნომერი 00001-დან 99999-მდე – სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა: 666XX, X666X, XXX666.
2. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის ინდივიდუალური სერია და ნომერი გამოისახება ყდის პირველ შიდა გვერდზე, რომელიც დაიბეჭდება OCR-B ასოებით და მელნით, რომელიც უნდა გარდაიქმნებოდეს ფლუორესცენტულ მწვანედ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ.
3. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შიდა გვერდებზე და ყდის უკანა მხარეს დოკუმენტის ნომერი უნდა იყოს შესრულებული ლაზერული პერფორაციით, თითოეულ ციფრში ერთი განსხვავებული სამკუთხა და ოთხკუთხა ხვრელი უნდა იქნეს გამოყენებული.
მუხლი 9🔗. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები და დატანის წესი
1. პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) მფლობელის:
ა.ა) სახელს;
ა.ბ) გვარს;
ა.გ) მოქალაქეობას;
ა.დ) დაბადების თარიღს;
ა.ე) პირად ნომერს;
ა.ვ) ფოტოსურათს;
ა.ზ) სქესს;
ა.თ) დაბადების ადგილს;
ა.ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს;
ბ) გაცემის თარიღს;
გ) მოქმედების ვადას;
დ) გამცემი ორგანოს დასახელებას;
ე) დოკუმენტის ტიპის შესახებ მითითებას;
ვ) ქვეყნის კოდს;
ზ) დოკუმენტის ნომერს;
თ) დოკუმენტის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების გრაფების სახელწოდება დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა დოკუმენტის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად.
3. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მესამე გვერდზე (მონაცემთა გვერდის მომდევნო გვერდი) დაიტანება ჭავლური ფერადი პრინტერით პერსონალიზებული და ულტრაიისფერ სპექტრში ფლუორესცენტული ბეჭდვით შესრულებული (მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში) მფლობელის ფერადი ფოტოსურათი.