სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №475 |
|
2017 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
1. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა (შემდგომში – რეგისტრაციის მოწმობა) მზადდება ლამინირებული პოლიკარბონატის (შეურეველი, სუფთა პოლიკარბონატი) ფირფიტისაგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით, დაწყობილი და ლამინირებული ერთიან მონოსხეულად სიმხურვალისა და წნევის პირობებში.
2. ISO/IEC 7810-ის მიხედვით მოწმობის ნომინალური ზომებია: სიგანე: 85.60 მმ (85.47 მმ – 85.72 მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54.00 მმ (53.92 მმ – 54.03 მმ, ISO/lEC 7810), სისქე: 0.80 მმ (0.76 მმ – 0.84 მმ, ISO/lEC 7810).
1. რეგისტრაციის მოწმობის წინა მხარე, ავერსი – სურათი №1.
2. რეგისტრაციის მოწმობის უკანა მხარე, რევერსი – სურათი №2.
რეგისტრაციის მოწმობაში აისახება:
ა) (A) რეგისტრაციის ნომერი;
ბ) (B) სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი;
გ) (I) რეგისტრაციის თარიღი − გრაფაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციის თარიღი;
დ) რეგისტრაციის მოწმობის უნიკალური ნომერი (ნომერი მიეთითება მოწმობის წინა მხარეს, ქვედა მარცხენა ნაწილში);
ე) (C.1) მონაცემები რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის შესახებ:
ე.ა) (C.1.1) გვარი ან ორგანიზაციის სახელწოდება;
ე.ბ) (C.1.2) სახელი;
ე.გ) (C.1.3) საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი;
ე.დ) (C.1.4) პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი;
ვ) (C.4) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ასახული მოწმობის მფლობელის უფლება ნივთზე, რომელიც აღინიშნება შემდეგნაირად:
ვ.ა) (a) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (ან თანამესაკუთრე) – მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე (ან თანამესაკუთრეზე) რეგისტრაციისას;
ვ.ბ) (b) არ არის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე – მიეთითება:
ვ.ბ.ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სარგებლობაში (უსასყიდლოდ) გადაცემულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას;
ვ.ბ.ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის კუთვნილი იმ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას, რომლებიც აუქციონის გარეშე სარგებლობაში (უსასყიდლოდ) გადაეცათ საერთაშორისო ორგანიზაციებს;
ვ.ბ.გ) ამ პუნქტის „ვ.ბ.ა“ და „ვ.ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, პირისათვის სარგებლობაში გადაცემული სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისას;
ვ.გ) (c) რეგისტრირებულია მესაკუთრის იდენტიფიცირების გარეშე – მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისას;
ზ) (H) მოწმობის გაუქმების თარიღი – მიეთითება თარიღი, როდესაც მოწმობას ეწურება მოქმედების ვადა. იმ შემთხვევაში, თუ მოწმობა გაიცემა მოქმედების განუსაზღვრელი ვადით, აღნიშნულ გრაფაში გაევლება მოკლე ჰორიზონტალური ხაზი;
თ) (D) სატრანსპორტო საშუალება:
თ.ა) (D.1) მარკა;
თ.ბ) (D.2) ტიპი;
თ.გ) (D.3) მოდელი;
ი) (E) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი;
კ) (F) სატრანსპორტო საშუალების მასასთან დაკავშირებული მონაცემები:
კ.ა) (F.1) სრული მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);
კ.ბ) (F.2) ნებადართული მაქსიმალური მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);
ლ) (G) დაუტვირთავი მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);
მ) (P) სატრანსპორტო საშუალების ძრავასთან დაკავშირებული მონაცემები:
მ.ა) (P.1) ძრავას მოცულობა (სმ3-ობით);
მ.ბ) (P.2) მაქსიმალური სიმძლავრე (კვტ-ობით) − აისახება ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში;
მ.გ) (P.3) საწვავის ტიპი ან ენერგიის წყარო;
მ.დ) (P.5) ძრავას საიდენტიფიკაციო ნომერი;
ნ) (Q) სიმძლავრე/წონის ფარდობა (კვტ/კგ-ობით) − მონაცემი აისახება მხოლოდ მოტოციკლის რეგისტრაციისას;
ო) (R) სატრანსპორტო საშუალების ფერი;
პ) (S) ადგილების რაოდენობა:
პ.ა) (S.1) დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის ჩათვლით;
პ.ბ) (S.2) დასადგომი ადგილების რაოდენობა − მონაცემი აისახება მხოლოდ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რომლის კონსტრუქცია ითვალისწინებს ფეხზე მდგომ მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობას.
1. რეგისტრაციის მოწმობა უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:
ა) ცისარტყელისებური ბეჭდვა;
ბ) საიდენტიფიკაციო (ქართულ-ინგლისური) წარწერების დატანა ლაზერული გრავირების მეთოდით;
გ) სხვადასხვა ტიპის ისეთი სტრუქტურების ბეჭდვა, რომლებიც არ ექვემდებარება ფოტოკოპირებასა და სკანირებას, რომლებიც მთლიანობაში შექმნის ბარათის დამცავ ბადეს;
დ) ფონში, რომელიც არ ექვემდებარება ფოტოკოპირებასა და სკანირებას, ინტეგრირებული მიკროტექსტი;
ე) რელიეფური (ამოტვიფრვის გზით) დაბეჭდილი მიკროტექსტი;
ვ) ვაზის ქართული ორნამენტი (ავერსის მარცხენა მხარეს, მთელ კიდეზე ვერტიკალურად გასდევს ქართული ორიგინალური ორნამენტი);
ზ) ხელოვნური ორთოგრაფიული შეცდომა;
თ) ულტრაიისფერი მელანი (რეგისტრაციის მოწმობაზე ულტრაიისფერი მელნით დატანილი გამოსახულებები უხილავია ჩვეულებრივი განათების პირობებში და ხილული ხდება ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ);
ი) საღებავი, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას იცვლის ფერს (ავერსზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია სააგენტოს ლოგო, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას იცვლის ფერს);
კ) რელიეფური (ამოტვიფრული) სტრუქტურით შექმნილი გამოსახულება;
ლ) ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“.
2. უსაფრთხოების მახასიათებლების რეგისტრაციის მოწმობაზე დატანის პირობებს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, რეგისტრაციის მოწმობის დამზადებისას გამოიყენოს უსაფრთხოების დამატებითი მახასიათებლები.
№1 სურათი
№2 სურათი