საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2020 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული 2020 წლის ანგარიში
საჯარო დაწესებულების დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
შევსების თარიღი: 10 დეკემბერი 2020 წელი
ა. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესახებ:
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა საერთო რაოდენობა – 52, დაკმაყოფილებული მოთხოვნათა რაოდენობა – 52, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე (სახელი, გვარი, თანამდებობა) – დავით მანაგაძე – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, ანალიტიკური დეპარტამენტის
სტატისტიკის სამმართველოს უფროსი, ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯების ჯამი – 0.
ბ. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შესახებ
არდაკმაყოფი ლე ბული მოთხოვნების რაოდენობა – 0, გასაჩივრებას თან დაკავშირებ ული ხარჯები – 0, მომჩივანი მხარის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობა – 0.
გ. მონაცემები საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ
ინფორმაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობა – 3, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე (სახელი, გვარი, თანამდებობა) – თამარ გვარამაძე – სახალხო დამცველის პირველი მოადგილე.
დ. მონაცემები საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ:
1. საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (e_document) – პროგრამაში აღირიცხება შემოსული და გასული კორესპონდენცია, რომლის მეშვეობითაც მუშავდება საჯარო, ასევე პერსონალური მონაცემები; 2. აპარატის არქივი- მატერიალურად დაცული, დაარქივირებული ინფორმაცია (დოკუმენტები); 3. აპარატის კანცელარიაში მატერიალურად დაცული დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომლებზედაც მიმდინარეობს მუშაობა და არ არის გადაცემული არქივში; 4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტები (ბრძანებები) – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (აპარატის შიდა მარეგულირებელი წესები, დანიშვნა, გათავისუფლება, მივლინება, შვებულება, დანამატი, პრემია და სხვა); 5. შრომითი და სხვა სახის ხელშეკრულებები – აპარატში დასაქმებულ პირებთან, აგრეთვე საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურების, შესყიდვების და სხვა ხელშეკრულებები; 6. მატერიალური და არამატერიალური აქტივების ბაზა – აპარატის ბარანსზე არსებული ყველა სახის ძირითადი საშულებები, მატერიალური მარაგები და არამატერიალური აქტივები (სხვადასხვა სახის პროგრამები).
ე. მონაცემები კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:
კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების რაოდენობა – 0, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები – 0, მომჩივანი მხარის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული გადასახდელი თანხის ოდენობა – 0.
ვ. მონაცემები საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღევის
რაოდენობისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ:
საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევის რაოდენობა – 0, დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების რაოდენობა – 0.
ზ. სტატისტიკური მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესახებ :
შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები კატეგორიების მიხედვით: საქართველოს მოქალაქე – 34, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 0, მოქალაქეობის არმქონე პირი – 0, არასამეწარმეო (არაკომენრციული) იურიდიული პირი – 12, სამეწარმეო იურიდული პირი – 0, მედია საშუალება (ბეჭდური, ონლაინ, სატელევიზიო) / ჟურნალისტი – 1, დიპლომატიური წარმომადგენლობა/ საერთაშორისო ორგანიზაცია – 0, ადმინისტრაციული ორგანო – 2, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – 3.
ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი