“ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-81
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.22.032.008.627
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 30/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.008.627

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  

ბრძანება №2-81

2006 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

,,ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის № 2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი ზოგიერთი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №20 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №2-164 ბრძანების (სსმ III, 15.07.2005 წ., №83, მუხ.915) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სასერტიფიკაციო საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი.“.

2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთავე.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინიტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

მ. სვიმონიშვილი