ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე ამაღლების ქუჩის ერთი მონაკვეთისათვის ამაღლების ქუჩის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 03.04.2025
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016019
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ორი იდენტური სახელწოდების მქონე (ვანო სარაჯიშვილის ქუჩა) ერთი ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტში დაბა სურამში თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული
ობიექტისათვის, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების მამუკა სამხარაძის, ანზორ ნოზაძისა და თემურ თივათელიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ,, სამი გმირის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი განშტოებებისათვის „ბერი გაბრიელ სალოსის“ სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ხაშურში, ე.წ,, აეროდრომის დასახლებაში“ მდებარე უსახელო ქუჩისათვის,,მთავარანგელოზთა“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და დასასვენებელ პარკს შორის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“-ს სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე ამაღლების ქუჩის
ერთი მონაკვეთისათვის ამაღლების ქუჩის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №26
2025 წლის 3 აპრილი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე ამაღლების ქუჩის ერთი მონაკვეთისათვის ამაღლების ქუჩის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის მომართვის საფუძველზე დარეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე ამაღლების ქუჩის ერთი მონაკვეთისათვის ამაღლების ქუჩის I შესახვევის სახელის მინიჭების თაობაზე.
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე ამაღლების ქუჩის ერთ მონაკვეთს (მდებარეს: დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში, იწყება X 380832, Y 4652244 კოორდინატზე და მთავრდება X 380908,Y 4652125, ამაღლების ქუჩის 1-ლი შესახვევის სიგრძე შეადგენს 150 მეტრს, მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ამაღლების ქუჩა, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მოსახლეობა) ეწოდოს ამაღლების ქუჩის I შესახვევი.
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი