ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №105
სარეგისტრაციო კოდი 360090000.10.003.024996 8
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 10/04/2025
1,335 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
არალეგალური მიმოქცევა
ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების ნებისმიერი განზრახ უნებართვო გადაადგილება ან ამგვარი მასალებით ვაჭრობა, რომელიც დანაშაულებრივი ქმედებაა
მუხლი 3
კონტამინაცია
ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აირად მასალებში რადიოაქტიური ნივთიერების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მითითებულ ადგილებში რადიოაქტიური ნივთიერების არსებობას
მუხლი 3
დეკონტამინაცია
კონტამინაციის სრული ან ნაწილობრივი მოცილება ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური მეთოდებით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში.
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 14.05.2025 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 03.12.2025 რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ საქართველოს კანონი 89% 11.11.2015 ტექნიკური რეგლამენტის - მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 15.12.2016 ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 08.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №105 2025 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი“. მუხლი 2🔗 დაევალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დადგენილებასთან. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სამართლებრივი საფუძველი და სფერო 1. ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ 1980 წლის 3 მარტის კონვენციის, „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციის 2005 წლის 8 ივლისის შესწორებისა და „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. წესი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების პროცედურებს. მუხლი 2🔗. წესის მიზანი და ამოცანა 1. ამ წესის მიზნებია: ა) ბირთვულ და სხვა რადიოაქტიურ მასალასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი ან არაავტორიზებული ქმედებების აღკვეთა, გამოვლენა და მათზე რეაგირება; ბ) ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების მარეგულირებელი ორგანოს კონტროლის ქვეშ მოქცევა. 2. წესის ამოცანაა ამ წესით განსაზღვრული უწყებების ოპერატიული, კოორდინირებული და ეფექტიანი რეაგირებისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა. მუხლი 3🔗. ტერმინების განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არალეგალური მიმოქცევა – ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების ნებისმიერი განზრახ უნებართვო გადაადგილება ან ამგვარი მასალებით ვაჭრობა, რომელიც დანაშაულებრივი ქმედებაა; ბ) კონტამინაცია –  ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აირად მასალებში რადიოაქტიური ნივთიერების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მითითებულ ადგილებში რადიოაქტიური ნივთიერების არსებობას; გ) დეკონტამინაცია – კონტამინაციის სრული ან ნაწილობრივი მოცილება ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური მეთოდებით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში. მუხლი 4🔗. უწყებების ვალდებულებები ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების მიზნებისთვის 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: ა) უზრუნველყოფს ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ბირთვულ და სხვა რადიოაქტიურ მასალასთან დაკავშირებულ დანაშაულებებთან მიმართებით; ბ) აცნობებს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ; გ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების ტრანსპორტირებას დროებით ან საბოლოოდ შესანახად, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დაცვით. 2. სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო): ა) უზრუნველყოს შეტყობინებების ოცდაოთხი საათის განმავლობაში შეუფერხებელ მიღებას; ბ) უზრუნველყოს საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსების ადგილზე ოპერატიულ მობილიზებას პირველადი რადიოლოგიური შეფასების მიზნით; გ) აფასებს შემთხვევის ადგილზე რადიოლოგიურ საფრთხეს და მტკიცებულებას; დ) ახორციელებს საჭირო რადიოლოგიურ გაზომვას; ე) ამ მუხლში აღნიშნულ უწყებებს აწვდის რეკომენდაციებს რადიოლოგიური საფრთხის მინიმიზაციისთვის აუცილებელი ზომების შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხო ზონის საზღვრების შეცვლის შესახებ; ვ) განსაზღვრავს დეკონტამინაციის პროცედურებს და აკონტროლებს შემთხვევის ადგილისა და პირების დეკონტამინაციას; ზ) აფასებს მორეაგირეთა მიერ მიღებულ მაიონებელი გამოსხივების დოზას; თ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების ამოღების თაობაზე; ი) რადიოლოგიური შეფასების საფუძველზე, ადგენს ნივთიერ მტკიცებულებათა ტრანსპორტირების შემთხვევის სპეციფიკურ პირობებს და ახორციელებს მასალის ტრანსპორტირებას; კ) უზრუნველყოფს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის შენახვას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დაცვით; ლ) უზრუნველყოფს ბირთვულ და სხვა რადიოაქტიურ მასალაზე მარეგულირებელი ორგანოს კონტროლის აღდგენას; მ) აწარმოებს ნაპოვნი ან ამოღებული ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის რეესტრს; ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს კონტამინირებული ადამიანების, ტერიტორიისა და ნივთების დეკონტამინაციას; ო) ატყობინებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ ინციდენტებისა და ტრეფიკინგის მონაცემთა ბაზაში (Incident and Trafficking Database – ITDB) ინფორმაციის ასახვის გზით. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ა.ა) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების ტრანსპორტირებას დროებით ან საბოლოოდ შესანახად, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დაცვით; ა.ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ადამიანების, საზომი ხელსაწყოებისა და ტერიტორიის დეკონტამინაციას; ა.გ) რეაგირების პროცედურებში ჩართულ უწყებებს უზრუნველყოფს სხვა სახის დახმარებით; ბ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფენ: ბ.ა) შემთხვევის ადგილის ფიზიკურ დაცვას; ბ.ბ) ადამიანების უსაფრთხოებას; ბ.გ) შეტყობინების მიღებას, დამუშავებასა და უფლებამოსილი პირებისთვის გადაცემას შემდგომი რეაგირებისთვის; გ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო (სამმართველო)  ამ წესის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან; დ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ახორციელებს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, მტკიცებულების ამოღებას, დალუქვას, გამოკვლევასა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას. 4. პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ამ წესის ეფექტიანი განხორციელების მიზნით. მუხლი 5🔗. ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის გამოვლენილ შემთხვევაზე რეაგირების პროცედურა 1. შესაბამისი უწყებებისა და სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, წინამდებარე წესის მე-4 მუხლში მითითებულმა უწყებებმა უნდა დაიცვან დანართ 1-ში მოცემული პროცედურა, რათა: ა) შეფასდეს რადიოლოგიური და სხვა საფრთხეები; ბ) განხორციელდეს ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები; გ) მოხდეს მსხვერპლისა და დაკავების შემთხვევების მართვა; დ) აღირიცხოს შემთხვევის ადგილზე მყოფი მორეაგირეების მონაცემები, აგრეთვე, განხორციელებული ღონისძიებები და მიღებული გადაწყვეტილებები; ე) მოხდეს შემოზღუდული ტერიტორიების მართვა; ვ) მოხდეს მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონტროლი. 2. აუცილებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომელი დანართ 2-ში მოცემული წესების დაცვით, აღჭურვილი უნდა იყოს: ა) ინდივიდუალური დოზიმეტრით; ბ) ზედაპირული კონტამინაციის მონიტორებითა და დაბალი დიაპაზონის კვლევის ინსტრუმენტებით; გ) სხვა დამცავი აღჭურვილობით, როგორიცაა: სპეცტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ნიღბები, ხელთათმანები, პლასტმასის კონტეინერები და ჩანთები. 3. შემთხვევის მასშტაბის მიუხედავად, მორეაგირეებმა უნდა იმოქმედონ რადიოაქტიური მასალების ინციდენტთან დაკავშირებული რადიოლოგიური და სხვა საფრთხის შესაძლებლობის გაცნობიერებით. 4. რადიაციული საფრთხის მასშტაბის დასადგენად, უნდა განხორციელდეს რადიოლოგიური შეფასება, თუ: ა) მაიონებელი გამოსხივების სიმძლავრე 0,1 მზვ/სთ-ზე მეტია ზედაპირიდან ან ობიექტიდან 1 მ მანძილზე; ბ) მოხდა ნეიტრონული გამოსხივების იდენტიფიცირება, რომელიც არ უკავშირდება ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების ავტორიზებულ გადაზიდვას; ან გ) არსებობს კონტამინაცია რადიოაქტიური მასალებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სიტუაციებში მორეაგირემ, პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოს: ა) პირადი და სხვა პირთა უსაფრთხოება; ბ) რადიოაქტიური წყაროს იზოლაცია. მუხლი 6🔗. რეაგირების აქტი 1. რეაგირების დასრულების შემდეგ, სააგენტოს წარმომადგენელმა უნდა შეადგინოს რეაგირების აქტი განხორციელებული ღონისძიებების დეტალური აღწერით, რომელსაც ხელს აწერენ წარმოდგენილი უწყებების თანამშრომლები. 2. სააგენტომ ხელმომწერ უწყებებს უნდა მიაწოდოს რეაგირების აქტის ასლი. მუხლი 7🔗. ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირების ღონისძიებები 1. ამოღებული ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. 2. ტრანსპორტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები: ა) მორეაგირის, ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირისა და მოსახლეობის პოტენციური დასხივებისგან დაცვა; ბ) კონტამინაციის გავრცელების ალბათობა; გ) უსაფრთხოების რისკები. 3. ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების შემთხვევის ადგილიდან ამოღების და ტრანსპორტირების შემდეგ ხელახლა უნდა შემოწმდეს ტერიტორია, კონტამინაციის კერების გამოსავლენად. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ამგვარი კერის დეკონტამინაცია. თუ შეუძლებელია ბუნებრივ ფონზე დაბრუნება, უნდა შენარჩუნდეს კორდონის პროცედურები, ასევე, უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ზონების იზოლირება და დაცვა, რომელთა დეკონტამინაცია საჭიროებს დამატებით ღონისძიებებს. მუხლი 8🔗. დაკავებისა და დაშავების შემთხვევების მართვა 1. თუ მოხდა კონტამინაცია ან არსებობს კონტამინაციის ეჭვი, შესაბამისმა უწყებებმა ნებისმიერი დაკავებული უნდა მიიჩნიონ კონტამინირებულად და იმოქმედონ შესაბამისად. 2. ამგვარ შემთხვევაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უნდა განხორციელდეს დაკავებული პირებისა და მათთან კონტაქტში მყოფი მორეაგირეთა მონიტორინგი კონტამინაციაზე. 3. თუ დადგინდა, რომ დაკავებული პირი ან დამკავებელი კონტამინირებულია, სააგენტო უზრუნველყოფს დეკონტამინაციის პროცედურების დაწყებას. 4. შემთხვევის ადგილზე დაღუპულების ან დაშავებული პირების შემთხვევაში, რომლებიც ასევე იყვნენ კონტამინირებულნი ან/და ექვემდებარებოდნენ დასხივებას, შესაბამისმა უწყებამ უნდა მიიღოს პირველადი დახმარების ზომები სიცოცხლისთვის საშიში პირობების და/ან შემდგომი დაზიანების შესაჩერებლად, როგორიცაა: ა) დაშავებულის დისტანცირება დასხივების წყაროსგან; ბ) მონიტორინგი და ნებისმიერი მნიშვნელოვნად კონტამინირებული ტანსაცმლის მოშორება, თუ ეს გავლენას არ მოახდენს დაზარალებულის მდგომარეობაზე; გ) თუ შეუძლებელია დაზარალებულისგან კონტამინირებული ტანსაცმლის მოშორება –  კონტამინაციის შეზღუდვა, რათა თავიდან აიცილოს ან შეამციროს კონტამინაციის გავრცელება სასწრაფო დახმარების მანქანაში; დ) დაზარალებულის საავადმყოფოში გადაყვანა და მიმღები სამედიცინო დაწესებულების გაფრთხილება, რომ დაშავებული არის ან შეიძლება იყოს კონტამინირებული. მუხლი 9🔗. მორეაგირეთა ჯანმრთელობის საფრთხეების შერბილება 1. გარეგანი დასხივებისას, შესაბამისი უწყების მორეაგირე ვალდებულია: ა) შეინარჩუნოს უსაფრთხო მანძილი რადიოაქტიური წყაროდან; ბ) შეზღუდოს დრო რადიოაქტიური წყაროს სიახლოვეს; და გ) გამოსხივების დონის შესამცირებლად გამოიყენოს მაიონებელი გამოსხივებისაგან დაცვის საშუალებები. 2. რადიოაქტიური წყაროს ინჰალაციის ან გადაყლაპვის გზით შინაგანი კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი უწყების მორეაგირემ არ უნდა: ა) დააზიანოს მტკიცებულება, რომელმაც გაჟონა ან დაიღვარა საეჭვო კონტეინერიდან; ბ) დააზიანოს ნებისმიერი საეჭვო პაკეტის შიგთავსი; ან გ) იკვებოს, დალიოს ან მოწიოს კორდონის კონტროლირებად ზონებში ან კონტამინაციაზე შემოწმებამდე. დანართი 1 დანართი 2 აღჭურვილობასთან დაკავშირებული წესები საველე პირობებში მომუშავე პერსონალი ვალდებულია, კარგად იცნობდეს გამოყენებულ მაიონებელი გამოსხივების საზომ აპარატურას. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო არეში არ არის დამონტაჟებული მაიონებელი გამოსხივების საზომი ფიქსირებული აპარატურა, მაიონებელი გამოსხივების პორტატული საზომი ხელსაწყოები, როგორც წესი, იძლევა პირველად ინფორმაციას სამუშაო არეში მაიონებელი გამოსხივების დოზის სიმძლავრის შესახებ. მაიონებელი გამოსხივების საზომი ხელსაწყო წინასწარ უნდა ჩაირთოს რადიოაქტიურად საეჭვო ობიექტთან მიახლოებამდე, რათა შესაძლებელი იყოს მომატებული გამოსხივების დოზის სიმძლავრის ადრეული დადგენა. მაიონებელი გამოსხივების საზომი პორტატული ხელსაწყოების ჩვენება მნიშვნელოვანი ინფორმაციაა უსაფრთხო სამუშაო დისტანციის და კორდონის შიდა საზღვრების დასადგენად. ნებისმიერი ჩატარებული გაზომვა უნდა დოკუმენტირდეს მაიონებელი გამოსხივების დოზის, გაზომვის დროის, თარიღის და ზუსტი ლოკაციის მითითებით.