ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშების აღების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№106
სარეგისტრაციო კოდი
360090000.10.003.024997
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2025 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშების აღების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშების აღების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშების აღების წესი
თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მიზნები და ამოცანები

1. „ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშების აღების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ წესის მიზანია, ნიმუშების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებების იმგვარი დაგეგმვა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან.

3. ამ წესის ამოცანაა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშის აღების ძირითადი მეთოდებისა და მოთხოვნების დადგენა.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემდეგ სახეებზე:

ა) ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების გამოყენებისას განვითარებული საგანგებო სიტუაცია;

ბ) საგანგებო სიტუაცია ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალებისა და მობილური რადიოაქტიური წყაროების ტრანსპორტირებისას;

გ) მეთვალყურეობის გარეშე დატოვებული, დაკარგული ან/და მოპარული რადიოაქტიური წყაროები;

დ) მოსახლეობისა და გარემოს რადიოაქტიური დაბინძურება;

ე) დასხივების სიმპტომების იდენტიფიცირება;

ვ) ტერორისტული საფრთხე;

ზ) ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევა ან/და მათთან მოპყრობის წესის დარღვევა;

თ) დაზიანებული რადიოაქტიური წყარო;

ი) რადიოაქტიური წყარო ხანძრის კერაში;

კ) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს პოვნა;

ლ) წყლის, საკვები ან სამომხმარებლო პროდუქტების რადიონუკლიდებით დაბინძურება;

მ) ბუნებრივი რადიაციული ფონის მომატება;

ნ) ტრანსეროვნული ავარია ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ ბირთვულ და რადიოაქტიურ დანადგარზე ან ობიექტზე მომხდარი ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად;

ო) ქვეყნის ტერიტორიაზე ან/და ტერიტორიულ წყლებში ბირთვული დანადგარით აღჭურვილი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის ატმოსფეროში დაბრუნება.

2. წესით განისაზღვრება:

ა) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის ნიმუშის აღების მეთოდები;

ბ) ნიმუშების აღების პროცესში ჩართული პერსონალის რადიაციული დაცვის მოთხოვნები.

3. წესით დადგენილი მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშის აღების შესაძლებლობის მქონე ორგანიზაციებისთვის.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამა სპექტრომეტრია - კვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება რადიონუკლიდების იდენტიფიცირებისთვის და რადიოლოგიური მახასიათებლების დასადგენად;

ბ) გარეგანი დასხივება - მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედება ადამიანის სხეულის გარეთ არსებული ღია ან დახურული რადიოაქტიური წყაროებიდან;

გ) დეკონტამინაცია - კონტამინაციის სრული ან ნაწილობრივი მოცილება ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური მეთოდებით;

დ) ინდივიდუალური დოზიმეტრი - არაპირდაპირმაჩვენებლიანი ან პირდაპირმაჩვენებლიანი ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია ინდივიდუალური ეკვივალენტური დოზის გასაზომად;

ე) კონტამინაცია - ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აირად მასალებში რადიოაქტიური ნივთიერების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მითითებულ ადგილებში რადიოაქტიური ნივთიერების არსებობას;

ვ) მობილური ლაბორატორია - სპეციალიზებული ავტომობილი, სადაც განთავსებულია მობილური ლაბორატორიული აღჭურვილობა და ხელსაწყოები, რომლებიც აუცილებელია ნიმუშის ასაღებად, რადიონუკლიდების იდენტიფიცირებისთვის და რადიოლოგიური მახასიათებლების დასადგენად;

ზ) მოცულობითი აქტივობა - ნიმუშში რადიონუკლიდების აქტივობა მოცულობის ერთეულში: აირში - ბკ/მ3, სითხეში - ბკ/ლ;

თ) ნიმუში - გამოსაკვლევი მასალა, რომელიც მომზადებულია ლაბორატორიული კვლევისთვის;

ი) შინაგანი დასხივება - მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედება, რომელიც მიიღება ორგანიზმში რადიონუკლიდის მოხვედრის შედეგად.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში.

მუხლი 4. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშის აღების ზოგადი მოთხოვნები

1. გარემოს რადიაციული ფონის გამა გამოსხივების გაზომვა და ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს წინასწარ მომზადებული გეგმის შესაბამისად, სადაც მითითებული იქნება ნიმუშის ტიპი, აღების თარიღი, დრო, ადგილი, გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) მონაცემები, კოდი და სხვა დამატებითი ინფორმაცია.

2. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს აღებულ ნიმუშს უნდა გააჩნდეს ის მახასიათებლები, რაც წყაროს ან გარემოს, საიდანაც მოხდა მისი აღება.

3. ნიმუშის ამღებ პერსონალს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი აღჭურვილობა და ხელსაწყოები:

ა) გამა გამოსხივების დოზიმეტრი (მინიმუმ 0.1-100 მკზვ/სთ დიაპაზონით) სათადარიგო ელემენტებით;

ბ) სანავიგაციო მოწყობილობა ან ტოპოგრაფიული რუკა (თუ პროგრამული უზრუნველყოფა არ გამოიყენება);

გ) ფანარი სათადარიგო ელემენტებით;

დ) ოქმები (მატერიალური (ქაღალდის) ან ელექტრონული ვერსია):

დ.ა) გარემოს რადიაციული ფონის გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვის ოქმი (დანართი 1);

დ.ბ) ნიმუშის აღების ოქმი (დანართი 2);

დ.გ) ჰაერის ნიმუშის აღების ოქმი (დანართი 3);

ე) საწერი საშუალებები ჩანიშვნების გასაკეთებლად;

ვ) 3-5 ლიტრი მოცულობის კონტეინერი დეკონტამინაციის ხსნარით ან სუფთა წყლით, ან დეკონტამინაციის ერთჯერადი მასალები ნიმუშების აღების დროს გამოყენებული აღჭურვილობის, ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების დეკონტამინაციისთვის, ასევე, ქაღალდის ხელსახოცები ან ერთჯერადი ქსოვილის ნაჭრები მათ გასაშრობად;

ზ) კონტეინერი ან ყუთი აღჭურვილობის, ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების ტრანსპორტირებისთვის;

თ) დამატებითი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა რადიოლოგიური კვლევის ამოცანების შესასრულებლად.

4. ნიმუშის აღებამდე უნდა შემოწმდეს აღჭურვილობა, ინსტრუმენტები და ხელსაწყოები, ასევე, უკაბელო კავშირი მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.

მუხლი 5. რადიაციული დაცვის უზრუნველყოფა და კონტამინირებულ ტერიტორიებზე დასხივების დროის კონტროლი

რადიაციული დაცვის უზრუნველსაყოფად და კონტამინირებულ ტერიტორიებზე დასხივების დროის შესამცირებლად:

ა) ნიმუშის ამღებმა პერსონალმა უნდა ატაროს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მათ შორის:

ა.ა) დამცავი ტანსაცმელი;

ა.ბ) სასუნთქი გზების დამცავი საშუალებები;

ა.გ) ხელთათმანები, სათვალე და სხვა დამცავი აღჭურვილობა;

ბ) ნიმუშის ამღებმა პერსონალმა უნდა ატაროს პირდაპირმაჩვენებლიანი ან არაპირდაპირმაჩვენებლიანი დოზიმეტრი შემდეგი წესის დაცვით:

ბ.ა) პირდაპირმაჩვენებლიანი დოზიმეტრი უნდა მოთავსდეს რადიაციული მტვრისა და აეროზოლების მიმართ მედეგ პოლიეთილენის პარკში და დამაგრდეს დამცავი ტანსაცმლის გარედან, ჩართული ხმოვანი სიგნალით (გარეგანი დასხივების აკუმულირებული დოზის ან გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრის დასაფიქსირებლად);

ბ.ბ) არაპირდაპირმაჩვენებლიანი დოზიმეტრი უნდა დამაგრდეს დამცავი ტანსაცმლის ქვეშ;

გ) აღჭურვილობა, ინსტრუმენტები და ხელსაწყოები (მაგალითად, გამა გამოსხივების დოზიმეტრი, სანავიგაციო მოწყობილობა და ფანარი) უნდა შეიფუთოს პოლიეთილენის პარკით, რათა დაცული იყოს რადიაციული მტვრისა და აეროზოლებისგან;

დ) კონტამინირებულ ზონაში მუშაობის ხანგრძლივობა უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ:

დ.ა) ავარიული მუშაკის დასხივების დოზამ არ გადააჭარბოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ოდენობებს;

დ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, იქნეს გამოყენებული ავარიული დასხივების სიტუაციის დროს პროფესიული დასხივების რეფერენტული დონეები;

ე) კონტამინირებულ ზონაში, პერსონალმა არ უნდა:

ე.ა) მიიღოს საკვები, დალიოს, მოწიოს ან შეეხოს სახეს, პირს ან თვალებს;

ე.ბ) მოიხსნას ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;

ვ) კონტამინირებულ ზონაში მუშაობის დასრულების შემდეგ პერსონალმა:

ვ.ა) უნდა გაიხადოს დამცავი ტანსაცმელი და მოიხსნას სასუნთქი გზების დამცავი საშუალებები სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას;

ვ.ბ) უნდა უზრუნველყოს, რომ გამოყენებული ერთჯერადი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (ტანსაცმელი, ნიღბები, ხელთათმანები და სხვა) მოთავსდეს ჰერმეტულ პოლიეთილენის პარკში და გადაეცეს რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირს;

ვ.გ) ხელახლა გამოყენებისთვის ვარგისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა დატოვოს შესაბამისად გამოყოფილ ტერიტორიაზე დეკონტამინაციის განსახორციელებლად. 

მუხლი 6. ნიმუშის აღების ადგილის იდენტიფიცირება

ნიმუშის აღებამდე პერსონალმა უნდა:

ა) დაადგინოს გეგმაში მითითებული ნიმუშის აღების ადგილი, კოორდინატების ან მისამართის მიხედვით;

ბ) ჩაწეროს ნიმუშის აღების ადგილის GPS კოორდინატები ნიმუშის აღების ოქმში ან/და ჰაერის ნიმუშის აღების ოქმში. თუ შესაძლებელია, პერსონალმა უნდა გადაიღოს ნიმუშის აღების ადგილის ფოტოსურათი და დაურთოს ოქმებს.

მუხლი 7. მოთხოვნები ნიმუშის შეფუთვის მიმართ

ნიმუშთან სწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია:

ა) ნიმუში მოთავსდეს შესაბამის ჭურჭელში, დაილუქოს ჰერმეტულ პოლიეთილენის პარკში და მიეკრას იარლიყი ნიმუშის უნიკალური კოდით;

ბ) ჰერმეტულ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნიმუში უნდა ჩაიდოს კონტეინერში, რომელიც ასევე უნდა დაილუქოს იარლიყის დასაცავად;

გ) ნიმუშის კოდი უნდა ჩაიწეროს ნიმუშის აღების ოქმში ან/და ჰაერის ნიმუშის აღების ოქმში.

მუხლი 8. გამოყენებული აღჭურვილობის, ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების დეკონტამინაცია

1. ყოველი ნიმუშის აღების შემდეგ უნდა განხორციელდეს გამოყენებული იმ აღჭურვილობის, ინსტრუმენტების ან ხელსაწყოების დეკონტამინაცია, რომლებიც რადიაციული მტვრისა და აეროზოლებისგან არ იყო დაცული, შემდეგი მეთოდებით:

ა) დეკონტამინაციის ხსნარით ან სუფთა წყლით;

ბ) დეკონტამინაციისათვის განკუთვნილი ქსოვილის ნაჭრებით;

გ) ქაღალდის ხელსახოცებით ან ერთჯერადი ქსოვილის ნაჭრებით გაშრობით.

2. გამოყენებული ქსოვილის ნაჭრები და ხელსახოცები უნდა მოთავსდეს ჰერმეტულ პოლიეთილენის პარკში, რომელზეც უნდა დამაგრდეს მაიონებელი გამოსხივების გამაფრთხილებელი ნიშანი და უნდა გადაეცეს რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირს.

3. დეკონტამინაციის შედეგად წარმოქმნილი სითხის შეგროვება არ არის საჭირო კონტამინირებულ ტერიტორიებზე მუშაობისას.

მუხლი 9. აღჭურვილობის, ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების შემოწმება კონტამინაციაზე

1. ნიმუშის აღების და აღჭურვილობის, ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების დეკონტამინაციის შემდეგპერსონალმა უნდა განახორციელოს დოზიმეტრული გაზომვები ნარჩენი კონტამინაციის შესამოწმებლად.

2. თუ დეკონტამინაციის ორი მცდელობის შემდეგ გაზომილი გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრე აღემატება 0.3 მკზვ/სთ-ს, ან თუ ბეტა ან ალფა გამოსხივების ინტენსივობა სამჯერ აღემატება ბუნებრივ რადიაციულ ფონს, აღჭურვილობის, ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების შემდგომი გამოყენება იკრძალება.

მუხლი 10. ნიმუშის ტრანსპორტირება

1. აღებული ნიმუშის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამის ლაბორატორიაში შემდგომი კვლევის მიზნებისთვის. 

2. ნიმუშები უნდა განთავსდეს სატრანსპორტო კონტეინერში ან ყუთში იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი შერევა ან დაზიანება.

თავი II

ნიმუშის აღების სპეციფიკური მოთხოვნები

მუხლი 11. ბოსტნეულის, ხილის, კენკრისა და ცხოველური საკვების ნიმუშის აღება

ბოსტნეულის, ხილის, კენკრისა და ცხოველური საკვების ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგი წესის დაცვით:

ა) უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები (ნიჩაბი, დანა, მაკრატელი, ჰერმეტული პოლიეთილენის პარკები, იარლიყები ნიმუშის იდენტიფიცირებისთვის) და უნდა შეივსოს ნიმუშის აღების ოქმი;

ბ) უნდა იქნეს აღებული მცენარეების მწვანე ნაწილები (არა ღეროები ან ფესვები, თუ ისინი არ არის განკუთვნილი ადამიანის ან ცხოველურ საკვებად), ასევე, მწიფე ბოსტნეული, ხილი ან კენკრა. თუ მცენარეებზე, ბოსტნეულზე, ხილზე ან კენკრაზე ნამი ან თრთვილია, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ნამთან და თრთვილთან ერთად.

მუხლი 12. ნიადაგის ნიმუშის აღება

1. ნიადაგის ნიმუშის აღებისას უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები (ნიადაგის ნიმუშის ცილინდრული ამღები ან სხვა ინსტრუმენტი, პატარა ნიჩაბი, ჰერმეტული პოლიეთილენის პარკები, იარლიყები ნიმუშის იდენტიფიცირებისთვის) და უნდა შეივსოს ნიმუშის აღების ოქმი. 

2. ნიმუშის აღება არ უნდა მოხდეს:

ა) ხეების ან ბუჩქების ქვეშ;

ბ) გადახურულ ადგილებში;

გ) გზების, თხრილებისა ან დაღმართების სიახლოვეს.

3. ნიმუშის აღებამდე ნიმუშის ასაღებ ზონაში უნდა მოცილდეს ნებისმიერი ბალახი.

4. ნიმუშის აღება უნდა მოხდეს მინიმუმ 5 სმ სიღრმიდან. ნიმუშის აღების ზონა ან ინსტრუმენტის დიამეტრი უნდა ჩაიწეროს ნიმუშის აღების ოქმში.

5. თუ რადიოაქტიური ნალექის გადავლის შემდეგ თოვლი წამოვიდა, თოვლის საფარი უნდა იქნეს მოშორებული ნიადაგიდან ნიმუშის აღებამდე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თოვლი წამოვიდა რადიოაქტიური ნალექის ნიადაგამდე მიღწევამდე, პირველ რიგში, უნდა მოხდეს თოვლის ნიმუშის აღება, ხოლო შემდეგ იმავე ადგილიდან ნიადაგის ნიმუშის აღება.

მუხლი 13. ნალექის ნიმუშის აღება

1. ნალექის ნიმუშის აღებისას უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები (ნავი, სიღრმის საზომი ხელსაწყო, ფსკერიდან ნიმუშის ასაღებად საჭირო ინსტრუმენტები, სათლი და ნიჩაბი სანაპიროს ნალექის ნიმუშის ასაღებად, ჰერმეტული პოლიეთილენის პარკები, იარლიყები ნიმუშის იდენტიფიცირებისთვის) და უნდა შეივსოს ნიმუშის აღების ოქმი.

2. მდინარიდან ნალექის ნიმუშის აღება უნდა მოხდეს მდინარის წყნარი დინების ნაწილიდან.

3. უნდა მოხდეს სიღრმის გაზომვა იმ ადგილას, საიდანაც ნიმუში იქნა აღებული.

4. ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ნალექის ნიმუშის აღებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტებით.

5. თუ ამგვარი ინსტრუმენტი არაა ხელმისაწვდომი, უნდა იქნეს გამოყენებული სათლი ან ნიჩაბი სანაპიროზე ფსკერის ნალექის ნიმუშის ასაღებად. ნიმუშის აღების სიღრმე უნდა ჩაიწეროს ნიმუშის აღების ოქმში.

მუხლი 14. ჰაერის ნიმუშის აღება

1. ჰაერის ნიმუშის აღებისას უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები (ჰაერის ტუმბო, ფილტრის დამჭერი, ფილტრები, ჰერმეტულ პოლიეთილენის პარკები, იარლიყები ნიმუშის იდენტიფიცირებისთვის) და უნდა შეივსოს ნიმუშის აღების ოქმი.

2. უნდა მოინიშნოს ფილტრის ზედაპირი, რომლის საშუალებითაც მოხდება ჰაერის შემოდინება.

3. ფილტრის დამჭერი უნდა დამაგრდეს მიწის ზედაპირიდან 1 მეტრ სიმაღლეზე სადგამის, მანქანის ან სხვა კონსტრუქციის გამოყენებით.

4. ჰაერის ტუმბოს ჩართვისას ჰაერის ნიმუშის ოქმში უნდა ჩაიწეროს:

ა) ჰაერის ნაკადის შესრუტვის დაწყების დრო;

ბ) ჰაერის ნაკადის სიჩქარე (მოცულობა) შესრუტვის დაწყების დროს.

5. ჰაერის ტუმბო უნდა იყოს ჩართული მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში.

6. ჰაერის ტუმბოს გამორთვამდე ჰაერის ნიმუშის ოქმში უნდა ჩაიწეროს:

ა) ჰაერის ნაკადის შესრუტვის დასრულების დრო;

ბ) ჰაერის ნაკადის სიჩქარე (მოცულობა) შესრუტვის დასრულებისას.

7. ფილტრი ფრთხილად უნდა მოიხსნას და მოთავსდეს ჰერმეტულ პოლიეთილენის  პარკში.

მუხლი 15. რძის ნიმუშის აღება

1. რძის ნიმუშის აღებისას უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები  (სახელურიანი ჭურჭელი, პოლიეთილენის კონტეინერი ხრახნიანი თავსახურით (რეკომენდებული მოცულობა: 1 ლიტრი), დოლბანდი რძის გასაფილტრად, ძაბრი, ჰერმეტული პოლიეთილენის პარკები, იარლიყები ნიმუშის იდენტიფიცირებისთვის) და უნდა შეივსოს ნიმუშის აღების ოქმი.

2. ჩამჩით აღებული რძის ნიმუშის კონტეინერში ჩასასხმელად უნდა იქნეს გამოყენებული ძაბრი, რომელშიც უნდა მოთავსდეს დაკეცილი რძის გასაფილტრი დოლბანდი.

3. ნიმუშის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 1 ლიტრი.

მუხლი 16. წყლის ნიმუშის აღება

1. წყლის ნიმუშის აღებისას უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები (სახელურიანი ჭურჭელი, პოლიეთილენის კონტეინერი ხრახნიანი თავსახურით (რეკომენდებული მოცულობა: 1 ლიტრი), დოლბანდი წყლის გასაფილტრად, ძაბრი, ჰერმეტული პოლიეთილენის პარკები, იარლიყები ნიმუშის იდენტიფიცირებისთვის) და უნდა შეივსოს ნიმუშის აღების ოქმი.

2. ნიმუშის აღებამდე კონტეინერი და ძაბრი უნდა გაირეცხოს ასაღები წყლით. ამ მიზნით გამოყენებული წყალი უნდა გადაიღვაროს.

3. ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ჩამჩით და ძაბრის გამოყენებით გადაისხას პოლიეთილენის კონტეინერში.

4. ნიმუშის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 1 ლიტრი. 

5. საჭიროების შემთხვევაში წყალი უნდა გაიფილტროს ძაბრში მოთავსებული დაკეცილი ნაჭრის რამდენიმე ფენით.

6. წყლის ღია ობიექტებიდან ნიმუშის აღებისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული ზედმეტად მღელვარე ადგილებიდან ან მღვრიე წყლიდან ნიმუშის აღება. ნიმუშში არ უნდა იყოს ნალექი. ნიმუშის აღება არ უნდა მოხდეს გუბეებიდან.

მუხლი 17. ბალახის ნიმუშის აღება

1. ბალახის ნიმუშის აღებისას უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები (ნიადაგის ნიმუშის ცილინდრული ამღები ან სხვა ინსტრუმენტი, მაკრატელი ან დანა, ჰერმეტული პოლიეთილენის პარკები, იარლიყები ნიმუშის იდენტიფიცირებისთვის) და უნდა შეივსოს ნიმუშის აღების ოქმი.

2. ბალახი უნდა მოიჭრას მაკრატლის ან ბასრი დანის გამოყენებით, ნიადაგის ზედაპირიდან 2 სმ სიმაღლეზე, ნიმუშის ნიადაგით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

3. ლაბორატორიული კვლევისთვის უნდა იქნეს აღებული მცენარეების მხოლოდ მწვანე ნაწილები.


დანართი №1

 

გარემოს რადიაციული ფონის გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვის ოქმი

N

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

გაზომვის შემსრულებელი იურიდიული პირის დასახელება და მისამართი

 

______________________________

ოქმის მიმღები

_______________

თარიღი

 

 

 

გაზომვის თარიღი  _______________

 

გაზომვისას გამოყენებული ხელსაწყო(ები)  _______________

 

ადგილი

განედის კოორდინატები

გრძედის კოორდინატები

დრო, საათი, წუთი

დოზის სიმძლავრე (მზვ/სთ ან მკზვ/სთ)

1 მ სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზომვის შემსრულებელი

 

_____________________________

თანამდებობა

 

 

___________________

ხელმოწერა

 

 

___________________

სახელი და გვარი

 

შენიშვნები:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________.

 

შენიშვნების ავტორი:

 

________________________________

თანამდებობა

 

 

____________________

ხელმოწერა

 

 

____________________

სახელი და გვარი

 

 

დანართი №2

 

ნიმუშის აღების ოქმი

N

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

ნიმუშის აღების შემსრულებელი იურიდიული პირის დასახელება და მისამართი

 

______________________________

ოქმის მიმღები

__________________

თარიღი

 

 

 

ნიმუშის

ტიპი

ნიმუშის აღების თარიღი

ნიმუშის აღების დრო

ნიმუშის აღების ადგილი (მისამართი, ადგილის აღწერა)

GPS მონაცემები: ნიმუშის აღების ადგილის გრძედი, განედი

ნიმუშის კოდი

ნიმუშის სახელი, ტიპი

დამატებითი ინფორმაცია

ბოსტნეული, ხილი, კენკრა და საკვები

 

 

 

 

 

(ბოსტნეულის, ხილის, კენკრის, საკვების სახელწოდება)

 

 

ნიადაგი

 

 

 

 

 

მდელო;

ტყე;

სახნავი მიწა;

სხვა ნიადაგი

1. ნიადაგის ნიმუშის ცილინდრული ამღები ან სხვა ინსტრუმენტის ფართობი, სმ² ან დიამეტრი, სმ _________________.

 

2. აღების სიღრმე, სმ _________________.

ნალექი

 

 

 

 

 

მდინარე;

ტბა;

სხვა  

3. ნიმუშის აღების სიღრმე ______________________.

 

4. წყლის საცავის სახელი ___________________

რძე

 

 

 

 

 

ძროხის რძე;

თხის რძე;

სხვა ____________

 

1. რძის თარიღი _______________, დრო ______.

2. საკვების ტიპი:

ბალახი

თივა

სხვა ______________________.

 

3. საძოვრის ადგილი ___________________________.

(ადგილის აღწერა)

 

4. GPS მონაცემები:

გრძედი________________, განედი________________

წყალი

 

 

 

 

 

ჭის წყალი;

ღია წყალსაცავი;

მდინარე;

ტბა;

სხვა_________

 

წყლის საცავის სახელი __________________________

 

წყალმომარაგების წყალი

 

ბალახი

 

 

 

 

 

საძოვრის ბალახი;

მდელოს ბალახი.

ნიმუშის ცილინდრული ამღები ან სხვა ინსტრუმენტის ფართობი, სმ² ან დიამეტრი, სმ _________________.

 

 

შენიშვნები:

__________________________________________________________

 

ნიმუშის ამღები

 

___________________________________

თანამდებობა

 

 

____________________

ხელმოწერა

 

 

____________________

სახელი და გვარი

 

დანართი №3

 

ჰაერის ნიმუშის აღების ოქმი

N

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

ჰაერის ნიმუშის აღების შემსრულებელი იურიდიული პირის დასახელება და მისამართი

 

______________________________

ოქმის მიმღები

__________________

თარიღი

 

 

 

 

ნიმუშის აღების თარიღი _____________________

ნიმუშის აღების დრო______________________

 

ნიმუშის აღების ადგილი

______________________________________________________________

ადგილის აღწერა

 

GPS მონაცემები:

ნიმუშის აღების ადგილის გრძედი _____________, განედი______________

ფილტრის ტიპი _____________________________________________________________________

 

 

ჰაერის ნაკადის შესრუტვის დაწყების დრო ____________________________________________

ჰაერის შესრუტვის სიჩქარე (ხარისხი)შესრუტვის დაწყებისას________________________ ლ/წთ.

ჰაერის ნაკადის შესრუტვის დასრულების დრო _________________________________________

ჰაერის შესრუტვის სიჩქარე (ხარისხი)შესრუტვის დასრულებისას___________________ ლ/წთ.

 

ნიმუშის კოდი  ______________________.

 

შენიშვნები:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________.

 

ნიმუშის ამღები

 

_______________________________

თანამდებობა

 

 

____________________

ხელმოწერა

 

 

____________________

სახელი და გვარი