წინამდებარე პროგრამის სწავლის შედეგები, რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით, განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების განხილვა;
ბ) შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობებისა და მოთხოვნების დახასიათება;
გ) შენობების სექტორში ენერგოაუდიტის ჩატარებისა და ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდების დახასიათება;
დ) შენობებში ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება;
ე) შენობების ენერგოაუდიტის შედეგების დამუშავების ინსტრუმენტები;
ვ) შენობების ენერგოეფექტურობის ინსტრუმენტული კვლევა, შენობის გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება;
ზ) შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განხორციელება, ანგარიშის მომზადება და წარდგენა.