1. ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების განხილვა, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 4 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) შენობების ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის ზოგადი ასპექტები;
ბ) საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“;
დ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების საანგარიშო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებისა და გამოყენების წესის შესახებ;
ე) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები შენობების ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების სერტიფიცირებისა და შენობის გათბობა – ვენტილაცია – ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების, ასევე რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესების შესახებ;
ვ) ენერგოაუდიტის საერთაშორისო ტექნიკური სტანდარტის ჯგუფი სსტ ენ 16247;
ზ) ენერგოაუდიტის ჩატარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
2. შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობებისა და მოთხოვნების დახასიათება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 6 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) სამუშაო გარემოზე წვდომის უსაფრთხოების პირობები;
ბ) მაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება;
გ) შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაო სივრცეში;
დ) ტრავმებისგან დამცავი ინდივიდუალური აღჭურვილობა (შრომის უსაფრთხოების ინდივიდუალური საშუალებები);
ე) გადაუდებელი (პირველადი) დახმარების მეთოდები.
3. შენობებში ენერგოაუდიტის ჩატარებისა და ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდების დახასიათება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 24 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ობიექტის განთავსების რაიონის კლიმატური პირობების შეფასება უახლოესი მეტროლოგიური სადგურების მონაცემების ან/და სტანდარტული კატალოგების საფუძველზე. შენობის გათბობის პერიოდის გრადუს-დღეების განსაზღვრა;
ბ) შენობის გეგმარებითი გადაწყვეტის შეფასება მისი საპროექტო დოკუმენტაციის და/ან აზომვითი მონაცემების გამოყენებით:
ბ.ა) გასათბობი სივრცის მოცულობა და ფართობი;
ბ.ბ) თბოდამცავი გარსის ელემენტების ფართობი;
ბ.გ) გამჭვირვალე ღიობების ფართობი მისი გეოგრაფიული ორიენტაციის გათვალისწინებით;
ბ.დ) ფასადის შემინვა და შენობის კომპაქტურობა;
გ) შენობების ენერგოუზრუნველყოფის არსებული და/ან საპროექტო საინჟინრო სისტემების შეფასება:
გ.ა) განათების, თბომომარაგების, ვენტილაცია-კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემები;
გ.ბ) ელექტრომომარაგების სისტემა;
გ.გ) სისტემების ჩართვის სქემები და მუშაობის რეჟიმები;
დ) ენერგოაუდიტისთვის საჭირო სატესტო-საკონტროლო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების მუშაობის პრინციპების დახასიათება;
ე) მონაცემების ჩაწერა – მონაცემთა რეგისტრატორები, ჭკვიანი მრიცხველები, ტემპერატურის, წნევის და სხვა პარამეტრების ჩამწერები;
ვ) შენობის საინჟინრო სისტემების ენერგოაუდიტი;
ზ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები;
თ) შენობების ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია;
ი) შენობის თბოდანაკარგების განსაზღვრა:
ი.ა) შენობის საერთო სითბური დანაკარგები;
ი.ბ) სითბოს მოდინების წყაროების სიმძლავრე;
ი.გ) საერთო თბოგადაცემის კოეფიციენტი;
ი.დ) ჰაერმიმოცვლის ჯერადობა;
ი.ე) ინფილტრაციის კოეფიციენტი;
კ) შენობის გარსის ელემენტების დაყვანილი სითბური წინაღობის გაანგარიშება;
ლ) შენობის გათბობა-ვენტილაციისთვის საჭირო სითბური ენერგიის კუთრი ხარჯის შეფასება – ნორმირებულ მნიშვნელობებთან შედარება;
მ) შენობის ენერგეტიკული ბალანსის შედგენა;
ნ) ემისიების განსაზღვრისა და ეკონომიკური ანალიზის მეთოდები:
ნ.ა) ამოგების ვადა (PB);
ნ.ბ) წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV);
ნ.გ) რენტაბელობის შიგა ნორმა (IRR).
4. შენობებში ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 20 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) მონაცემების შეგროვების მეთოდები;
ბ) წლიურ ციკლში ობიექტის მიერ გამოყენებული ენერგორესურსებისა და წყლის მოხმარების მონაცემების შესწავლა;
გ) ინფორმაციის შეგროვება შენობის ენერგოუზრუნველყოფის სისტემების, მოწყობილობებისა და დანადგარების სიმძლავრეების შესახებ მათი საპასპორტო და/ან მარკირების მონაცემების მიხედვით;
გ.ა) ცენტრალიზებული გათბობა-ცხელწყალმომარაგების ქვაბის/ქვაბების და/ან ინდივიდუალური გამათბობლებისა და წყალგამაცხელებლების სითბური და ელექტრული სიმძლავრეები (ელექტრომოხმარება);
გ.ბ) ვენტილაცია-კონდიცირების დანადგარების ელექტრომოხმარება, სითბოსა და სიცივის მწარმოებლურობა;
გ.გ) განათების სისტემის სიმძლავრე და ელექტრომოხმარება;
გ.დ) ლიფტების ძრავების სიმძლავრე;
დ) გაზომვების ჩატარება და სატესტო აღჭურვილობის გამოყენება – ლუქსომეტრები, გათბობის მრიცხველები, სიმძლავრის ანალიზატორები, ინფრაწითელი კამერები;
ე) ინფორმაციის შეგროვება შენობებში მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის (მათ შორის შეშის ღუმელების) და/ან სხვა განახლებადი რესურსების გამოყენების შესახებ;
ვ) ინფორმაციის სანდოობის შეფასება;
ზ) შენობის ფაქტობრივი ენერგომოხმარების შეფასება.
5. შენობების ენერგოეფექტურობის ინსტრუმენტული კვლევა, გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 15 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) შენობების შემომზღუდი კონსტრუქციების თბოსაიზოლაციო მაჩვენებლების გაზომვა და თერმოგრაფია;
ბ) გასათბობი სათავსების ტემპერატურა-ტენიანობის და დამტვერიანების პირობების შეფასება – სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან შედარება;
გ) ჰაერის ხარჯის განსაზღვრა შემწოვ-გამწოვი და/ან სხვა ტიპის ვენტილაციის სისტემაში;
დ) ცენტრალიზებული და ინდივიდუალირი თბური სისტემების ვიზუალური ინსპექტირება;
ე) წვის ეფექტიანობის შეფასება გაზომვით;
ვ) ქვაბების და გათბობის სისტემების ადგილზე შემოწმება;
ზ) ჰაერის კონდიცირების (AC) სისტემების ადგილზე შემოწმება;
თ) გაზომვის მონაცემების დამუშავება, გაანალიზება, დაზუსტება;
ი) დასკვნის მომზადება.
6. შენობების ენერგოაუდიტის შედეგების დამუშავების ინსტრუმენტები, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 15 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ენერგოაუდიტის შედეგების დამუშავების კომპიუტერული პროგრამები; ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების ვარიანტული გათვლები სხვადასხვა სცენარებისთვის;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიის სხვა ინსტრუმენტები ენერგოაუდიტის მონაცემების ანალიზისთვის (მონაცემთა ბაზები, დანადგარების მწარმოებლების კატალოგები, შეფასების კალკულატორები, თემატური ვებინარები, ხელოვნური ინტელექტი).
7. შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განხორციელება, ანგარიშის მომზადება და წარდგენა, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 16 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) იმიტირებულ/რეალურ გარემოში ენერგოაუდიტის ჩატარება;
ბ) ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადება დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;
გ) ენერგოაუდიტის ანგარიშის წარდგენ