„საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 21 ნოემბრის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №82 |
|
2025 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 21 ნოემბრის №230 ბრძანებით დამტკიცებულ „საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 24/11/2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016317) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე–2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ31“ ქვეპუნქტი: „ჰ31) OEI - ექსპლუატაცია ერთი გაუმართავი ძრავით; 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა 1 და შენიშვნა 2: „შენიშვნა 1: სხ-ს მეთაურმა უნდა გამოიყენოს მწარმოებლის მიერ მოწოდებული უახლესი საკონტროლო ბარათები. შენიშვნა 2: თუ აფრენამდე ვერ დასრულდა სხ-ის შემოწმება ან მოხდა შემოწმების შეჩერება, სხ-ს მეთაურმა უნდა გააგრძელოს სხ-ის შემოწმება მის შეწყვეტამდე არსებული უსაფრთხო წერტილიდან.“; ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: სხ-ის მეთაურმა ამ პუნქტით განსაზღვრულ ნებისმიერ დარღვევაზე სააგენტოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი ანგარიში „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №97 ბრძანების შესაბამისად. თუ შესაბამის ინციდენტს ადგილი ჰქონდა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, სხ-ის მეთაურმა აღნიშნულთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარუდგინოს შესაბამის ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოს, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული ანგარიშები უნდა იქნეს გადაცემული უსწრაფესი შესაძლებელი საშუალებით, მაგრამ საავიაციო მოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში.“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ბორტზე არსებული საავარიო და სიცოცხლის გადასარჩენი აღჭურვილობის ინფორმაცია 1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხ განახორციელებს აფრენა-დაფრენას ერთი და იმავე აეროდრომიდან/საფრენი მოედნიდან, სხ-ის ექსპლუატანტს, ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრებისთვის (RCC) დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, მუდმივად უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ბორტზე არსებული საავარიო და სიცოცხლის გადასარჩენ აღჭურვილობასთან დაკავშირებით. 2. ჩამონათვალის შინაარსი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სამაშველო ნავებისა და პიროტექნიკის რაოდენობა, ფერი და ტიპი; ბ) დეტალები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მარაგთან და წყლის მარაგთან დაკავშირებით; და გ) საავარიო პორტატიული რადიოაღჭურვილობის ტიპი და მუშაობის სიხშირეები.“. 4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ბორტჟურნალი 1. თითოეული ფრენისთვის ან მიმდევრობით განხორციელებული ფრენებისთვის, ბორტჟურნალში ან მის ეკვივალენტურ დოკუმენტში უნდა იქნეს შეტანილი სხ-ის, მისი ეკიპაჟის და თითოეული ფრენის დეტალები. 2. სხ-ს ბორტჟურნალი ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სხ-ს ეროვნულობა და რეგისტრაცია; ბ) ფრენის თარიღი; გ) ეკიპაჟის წევრ(ებ)ის ვინაობა; დ) ეკიპაჟის წევრებისათვის დაკისრებული მოვალეობები; ე) გაფრენის პუნქტი; ვ) დანიშნულების პუნქტი; ზ) გაფრენის დრო; თ) მიფრენის დრო; ი) ფრენის ხანგრძლივობა საათებში; კ) ფრენის დანიშნულება; ლ) ინციდენტები და საექსპლუატაციო შენიშვნები (დაკვირვებები) ფრენასთან დაკავშირებით, არსებობის შემთხვევაში; და მ) სხ–ის მეთაურის ხელმოწერა. 3. ინფორმაცია ან მისი ნაწილი შესაძლებელია ჩაიწეროს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. ჩანაწერები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გამოსაყენებლად ვარგისი და უტყუარი.“. 5. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: საწვავის/ ენერგიის ფინალური რეზერვის დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის №5 დანართის შესაბამისად.“. 6. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. მგზავრის ინსტრუქტაჟი 1. სხ-ის მეთაურმა უნდა უზრუნველყოს, რომ ფრენის დაწყებამდე ან, როდესაც შესაძლებელია ფრენის განმავლობაში მგზავრებს ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი საავარიო აღჭურვილობასთან და პროცედურებთან დაკავშირებით. 2. ინსტრუქტაჟი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას უსაფრთხოების ღვედების მდებარეობასა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით და, საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ საკითხებს: ა) საავარიო გასასვლელები; ბ) ავარიული მდგომარეობისთვის მგზავრის საინსტრუქტაჟო ბარათები; გ) სამაშველო ჟილეტები; დ) ჟანგბადის გამანაწილებელი მოწყობილობა; ე) სამაშველო ნავები; და ვ) ავარიულ მდგომარეობაში მგზავრის მიერ ინდივიდუალურად გამოსაყენებელი სხვა საავარიო აღჭურვილობა. 3. ინსტრუქტაჟი ასევე უნდა მოიცავდეს ავარიულ მდგომარეობაში საერთო გამოყენებისათვის განკუთვნილი ძირითადი აღჭურვილობის ადგილმდებარეობასთან და გამოყენების ზოგად წესთან დაკავშირებულ ინფორმაციას.“. 7. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. თუ საწვავით გამართვისას მგზავრები იმყოფებიან სხ-ს ბორტზე და ხორციელდება სხ-ის საწვავით გამართვა (გარდა საავიაციო ბენზინით (AVGAS), ფართო ფრიქციული ტიპის საწვავით ან აღნიშნული ტიპის საწვავთა ნარევით გამართვისა), დაცული უნდა იყოს სიფრთხილის შემდეგი ზომები: ა) სხ-ს მეთაური, ბორტზე მგზავრების ყოფნის პირობებში საწვავით გამართვისას უნდა იმყოფებოდეს ისეთ ადგილას, რომელიც საშუალებას აძლევს მას განახორციელოს ავარიულ ვითარებაში გამოსაყენებელი პროცედურები, რომლებიც უკავშირდება ხანძრისგან დაცვას და ხანძრის ქრობას და დაიწყოს და წარმართოს სხ–ის ევაკუაცია; ბ) პერსონალი და მგზავრები გაფრთხილებულია საწვავით გამართვასთან დაკავშირებით; გ) მგზავრებს უნდა გაეწიოთ ინსტრუქტაჟი ღვედების შეხსნასთან და თამბაქოს ნაწარმის მოწევის დაუშვებლობასთან დაკავშირებით; და დ) თუ სხ-ში გამოვლინდა საწვავის ორთქლის არსებობა ან საწვავით გამართვისას წარმოიქმნა რაიმე სხვა საფრთხე, საწვავით გამართვა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.“. 8. 57-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი: „21. ფრენა, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 60 წუთს, რომელიც იწყება და სრულდება ერთსა და იმავე აეროდრომზე და ფრენისას აფრენის აეროდრომთან დაშორება არ აღემატება 50 NM-ს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობისათვის ეკვივალენტურ საშუალებას წარმოადგენს: ა) მობრუნების და სრიალის მაჩვენებელი; ბ) მობრუნების კოორდინატორი; ან გ) როგორც სივრცული მდგომარეობის, ასევე სრიალის მაჩვენებელი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება ისეთ პირობებში, სადაც იგი ვერ შეინარჩუნებს დასახულ ფრენის ტრაექტორიას ერთი ან მეტი დამატებითი ხელსაწყოს მონაცემ(ებ)ის გარეშე, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საშუალებების გარდა, დამატებით უნდა იქნეს აღჭურვილი კონდენსაციის ან შემოყინვის გამო ფრენის სიჩქარის მაჩვენებელი სისტემის უწესივრობის თავიდან აცილების საშუალებით. შენიშვნა: დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია საფრენოსნო და სანაოსნო ხელსაწყოებთან და აღჭურვილობასთან დაკავშირებით განისაზღვრება ამ წესის №12 დანართით.“. 9. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია საფრენოსნო და სანაოსნო ხელსაწყოებთან და აღჭურვილობასთან დაკავშირებით განისაზღვრება ამ წესის №12 დანართით.“ 10. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია საფრენოსნო ეკიპაჟის შიდა სატელეფონო სისტემასთან დაკავშირებით განისაზღვრება ამ წესის №13 დანართის შესაბამისად.“. 11. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია განისაზღვრება ამ წესის №6 დანართის შესაბამისად.“. 12. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 64. დამატებითი ჟანგბადი – არაჰერმეტული თვითმფრინავებისთვის 1. არაჰერმეტული თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაციისას ამ წესის 43-ე მუხლის შესაბამისად, საჭიროა ჟანგბადის მიწოდება, უნდა იქნეს აღჭურვილი ჟანგბადის შემნახველი და გამანაწილებელი მოწყობილობით, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, შეინახოს და გაანაწილოს ჟანგბადის საჭირო მარაგ(ებ)ი. ჟანგბადის მიწოდება შესაძლებელია მოხდეს დამონტაჟებული ან პორტატიული აღჭურვილობით. შენიშვნა: საფრენი მარშრუტებისათვის ჟანგბადის ოდენობის განსაზღვრისას ივარაუდება, რომ თვითმფრინავი გამოიყენებს ისეთ აბსოლუტურ სიმაღლეებს, რომელიც იძლევა ფრენის უსაფრთხოდ დასრულების საშუალებას (ე.ი. ფრენის აბსოლუტური სიმაღლე, რომელიც უზრუნველყოფს ხმელეთზე არსებული დაბრკოლებების აცილებას; ნავიგაციის სიზუსტეს, სახიფათო ამინდის პირობების აცილებას და სხვ.). 2. ჟანგბადის ოდენობა უნდა განისაზღვროს კაბინაში არსებული ბარომეტრული წნევისა და ფრენის ხანგრძლივობის საფუძველზე.“. 13. 67-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: PLB–ს მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის №8 დანართის შესაბამისად.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. იმ შემთხვევაში, თუ PLB–ს ატარებს მგზავრი, სხ-ის მეთაურმა მგზავრს ფრენამდე უნდა ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი PLB–ს მახასიათებლებთან და გამოყენებასთან დაკავშირებით.“. 14. 68-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია წყლის ზედაპირის თავზე ფრენასთან დაკავშირებით მოცემულია ამ წესის №7 დანართში.“ 15. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: სიცოცხლის გადასარჩენ აღჭურვილობასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია განისაზღვრება ამ წესის №9 დანართის შესაბამისად.“. 16. 71-ე მუხლს პირველი მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავს, აქვს ხმელეთის ზედაპირთან ვიზუალური კონტაქტი და შეუძლია გააგრძელოს ფრენა ATC ფრენის გეგმის შესაბამისად, ხმელეთზე არსებული ვიზუალური ორიენტირების გამოყენებით, არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი აღჭურვილობა.“. 17. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 73. სააერნაოსნო მონაცემთა ბაზების მართვა 1. სხ-ის სერტიფიცირებული სისტემის პროგრამებში (აპლიკაციები) გამოყენებული სააერნაოსნო მონაცემთა ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს მონაცემთა ხარისხის მოთხოვნებს, რომელიც შესაბამისია ინფორმაციის დაგეგმილ (მიზნობრივ) გამოყენებასთან. 2. სხ-ის მეთაურმა უნდა უზრუნველყოს სააერნაოსნო მონაცემთა ბაზების დროული გავრცელება, ასევე, მოქმედი და შეუცვლელი სააერნაოსნო მონაცემთა ბაზების იმ სხ-ებზე ჩატვირთვა, რომლებიც საჭიროებენ აღნიშნულს. შენიშვნა: ბაზების გავრცელება და სხ-ზე ჩატვირთვა ხორციელდება ბაზების მოქმედების ვადის პერიოდის ან დადგენილი პროცედურის შესაბამისად, თუ მოქმედების ვადა არ არის განსაზღვრული. 3. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად, ნებისმიერი სხვა საავიაციო მოვლენის შეტყობინების მოთხოვნების მიუხედავად, სხ-ის მეთაურმა მონაცემთა ბაზის მომწოდებელს უნდა შეატყობინოს ცდომილების ფაქტები, ინფორმაციის შეუსაბამობა ან გამოტოვება, რომელიც, სავარაუდოდ შესაძლოა, წარმოადგენდეს ფრენისათვის საფრთხეს. ასეთ შემთხვევებში, სხ-ის მეთაურმა არ უნდა გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები.“. 18. 77-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია საფრენოსნო და სანაოსნო ხელსაწყოებთან და აღჭურვილობასთან დაკავშირებით განისაზღვრება ამ წესის №14 დანართით.“. 19. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია საფრენოსნო და სანაოსნო ხელსაწყოებთან და აღჭურვილობასთან დაკავშირებით განისაზღვრება ამ წესის №14 დანართით.“. 20. 80-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია საფრენოსნო ეკიპაჟის შიდა სატელეფონო სისტემასთან დაკავშირებით განისაზღვრება ამ წესის №13 დანართის შესაბამისად.“. 21. 82-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია განისაზღვრება ამ წესის №10 დანართის შესაბამისად.“ 22. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 83. დამატებითი ჟანგბადი – არაჰერმეტული შვეულმფრენებისთვის 1. არაჰერმეტული შვეულმფრენი, რომლის ექსპლუატაციისას ამ წესის 43-ე მუხლის შესაბამისად, საჭიროა ჟანგბადის მიწოდება, უნდა იქნეს აღჭურვილი ჟანგბადის შემნახველი და გამანაწილებელი მოწყობილობით, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეინახოს და გაანაწილოს ჟანგბადის საჭირო მარაგ(ებ)ი. ჟანგბადის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს დამონტაჟებული ან პორტატიული აღჭურვილობით. 2. ჟანგბადის ოდენობა უნდა განისაზღვროს კაბინაში არსებული ბარომეტრული წნევისა და ფრენის ხანგრძლივობის საფუძველზე, საექსპლუატაციო პროცედურების, მათ შორის, საავარიო მდგომარეობაში მოქმედების პროცედურების გათვალისწინებით. ჟანგბადის ოდენობა უნდა დადგინდეს ყოველი ექსპლუატაციისთვის და საფრენი მარშრუტებისათვის, როგორც ეს განისაზღვრება AFM-ით.“ 23. 86-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: PLB-ს მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის №8 დანართის შესაბამისად.“. 24. 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. იმ შემთხვევაში, თუ PLB-ს ატარებს მგზავრი, სხ-ის მეთაურმა მგზავრს ფრენამდე უნდა ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი PLB-ს მახასიათებლებთან და გამოყენებასთან დაკავშირებით.“. 25. 87-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია წყლის ზედაპირის თავზე ფრენასთან დაკავშირებით მოცემულია ამ წესის №7 დანართში.“. 26. 88-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: დამატებითი მოთხოვნები და სახელმძღვანელო ინფორმაცია სიცოცხლის გადასარჩენ აღჭურვილობასთან დაკავშირებით მოცემულია ამ წესის №11 დანართში.“. 27. 91-ე მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. იმ შემთხვევაში, თუ შვეულმფრენს, აქვს ხმელეთის ზედაპირთან ვიზუალური კონტაქტი და შეუძლია გააგრძელოს ფრენა ATC ფრენის გეგმის შესაბამისად, ხმელეთზე არსებული ვიზუალური ორიენტირების გამოყენებით, არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი აღჭურვილობა.“. 28. 93-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: ბაზების გავრცელება და სხ-ზე ჩატვირთვა ხორციელდება ბაზების მოქმედების ვადის პერიოდის ან დადგენილი პროცედურის შესაბამისად, თუ მოქმედების ვადა არ არის განსაზღვრული.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად, ნებისმიერი სხვა საავიაციო მოვლენის შეტყობინების მოთხოვნების მიუხედავად, სხ-ის მეთაურმა მონაცემთა ბაზის მომწოდებელს უნდა შეატყობინოს ცდომილების ფაქტები, ინფორმაციის შეუსაბამობა ან გამოტოვება, რომელიც, შესაძლოა, გონივრულად სავარაუდოა წარმოადგენდეს ფრენისათვის საფრთხეს. ასეთ შემთხვევებში სხ-ის მეთაურმა არ უნდა გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები.“. 29. №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 30. წესს დაემატოს №5-№14 დანართები თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|