ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის დამხმარე სასოფლო მეურნეობის მოსაწყობად მიწის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 27.12.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №804
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000122 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის დამხმარე სასოფლო მეურნეობის მოსაწყობად მიწის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №804
1990 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის დამხმარე სასოფლო მეურნეობის მოსაწყობად მიწის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მისნიტრთა საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს ზესტაფონის რაიაღმასკომის 1988 წლის 22 მარტის №65 გადაწყვეტილება და გამოეყოს ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის დამხარე სასოფლო მეურნეობის (მეკამეჩეობის, მეღორეობის ფერმების მშენებლობისა და საკვები კულტურების საწარმოებლად) მოსაწყობად 102 ჰექტარი ფართობი, აქედან:
– როდინაულის მეცხოველოების საბჭოთა მეურნეობა-კომპლექსის მიწებიდან – 27 ჰექტარი სახნავი, მათ შორის 20 ჰექტარი ქუთაისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამხარე მეურნეობის მიწებიდან (მის მიერ დანიშნულებისამებრ გამოუყენებელი);
– სოფელ მეორე სვირის ლენინის სახელობის კოლმერუნეობიდან – 62 ჰექტარი (სახნავი - 16 ჰექტარი, საძოვარი – 11 ჰექტარი, ტყე-ბუჩქნარი - 34 ჰექტარი, გზები – 1 ჰექტარი);
– საქარის ვ. ა. სტაროსელსკის სახელობის საცდელი სადგურის მიწებიდან – 13 ჰექტარი (სახნავი – 7,91 ჰექტარი, შენობა-ნაგებობებითა და ეზოებით დაკავებული – 4,29 ჰექტარი, გზები – 0,8 ჰექტარი).
2. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 20 იანვრის №45 დადგენილება, რომელიც ეხება როდინაულის საბჭოთა მეურნოების მიწებიდან ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტისათვის 20 ჰექტარ მიწის გადაცემას.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე