თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ

მიღების თარიღი 10.12.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №738
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000117 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1990
154 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება №738 1990 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს თელავის რაიაღმასკომის 1990 წლის 25 იანვრის №25 და 3 აგვისტოს № 764 გადაწყვეტილებანი და დაუბრუნდეს წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობათა 104 ჰექტარი ფართობი, აქედან: – ალაზნის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 48 ჰექტარი სახნავი; –  თელავის № 127 სოფლის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის (ყოფილი თელავის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ტექნიკუმი) მიწებიდან - 56 ჰექტარი, აქედან: სახნავი – 45 ჰექტარი, ბაღი – 1 ჰექტარი, ვენახი – 8 ჰექტარი, სოფლის მეურნეობისათვის გამოუყენებელი მიწები - 2 ჰექტარი. 2. წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დირექციამ აუნაზღაუროს თელავის № 127 სოფლის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელს იმ მრავალწლიანი ნარგავების გაშენებისა და შენობა-ნაგებობათა ღირებულება, რომლებიც არაცენტრალიზებული კაპიტალური დაბანდებითაა შესრულებული. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე   ა. პაიჭაძე