რესპუბლიკის რიგი რაიონების კოლმეურნეობებსა და სახელმწიფო მეურნეობებში საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 14.12.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №747
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000118 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.12.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
რესპუბლიკის რიგი რაიონების კოლმეურნეობებსა და სახელმწიფო მეურნეობებში საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №747
1990 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
რესპუბლიკის რიგი რაიონების კოლმეურნეობებსა და სახელმწიფო მეურნეობებში საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 სექტემბრის № 197, 25 სექტემბრის № 208, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 28 აგვისტოს № 272 დადგენილებები და სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოების აღმასკომების გადაწყვეტილებანი: საჩხერისა – 1990 წლის 31 აგვისტოს № 219, ხარაგაულისა – 1990 წლის 11 აპრილის № 30/126, ბორჯომისა – 1990 წლის 21 მარტის № 171, ქარელისა – 1990 წლის 20 ივლისის № 207, გორისა – 1988 წლის 16 აგვისტოს № 244, 1990 წლის 20 თებერვლის № 59, მცხეთისა – 1990 წლის 15 ივნისის № 257, თეთრი წყაროსი – 1990 წლის 25 მაისის № 160, 29 მაისის № 162, 21 სექტემბრის № 295, ბოლნისისა – 1990 წლის 27 ივნისის № 199, საგარეჯოსი – 1990 წლის 26 თებერვლის № 108, წითელწყაროსი – 1989 წლის 6 ოქტომბრის № 456, ლაგოდეხისა – 1990 წლის 28 აგვისტოს № 294, ახმეტისა – 1990 წლის 30 მაისის № 258, დუშეთისა – 1989 წლის 30 მარტის № 112 და ამის შესაბამისად გამოეყოთ:
1. სოხუმის რაიონის სოფელ აბჟაყვის კოლმეურნეობის მიწებიდან – 0,10 ჰექტარი საძოვარი ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ერთი ოჯახის სამოსახლოდ და საკარმიდამოდ.
2. სოხუმის რაიონის ორი კოლმეურნეობის მიწებიდან – 0,7 ჰექტარი ამავე კოლმეურნეობების საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნე წევრებისა და მუშა-მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად, აქედან:
– სოფელ აბჟაყვის კოლმეურნეობის მიწებიდან – 0,15 ჰექტარი სახნავი ერთი დამეწყრილი ოჯახისათვის;
– სოფელ ბესლეთის წერეთლის სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 0,45 ჰექტარი საძოვარი სამი ოჯახისათვის.
სოფელ აბჟაყვის დამეწყრილი კომლის მიერ გამოთავისუფლებული ტოლფარდი საკარმიდამო ჩაირიცხოს კოლმეურნეობის საზოგადოებრივი მიწის ფონდში.
3. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლის კოლმერუნეობის მიწებიდან – 5,0 ჰექტარი ბუჩქნარი ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში უმიწო და მცირემიწიანი 34 ოჯახის სამოსახლოდ და საკარმიდამოდ.
გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს ბათუმის ნ. ა. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.
4. საჩხერის რაიონის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 0,20 ჰექტარი სახნავი და სოფელ არგვეთის კოლმეურნეობის მიწებიდან – 1,0 ჰექტარი (0,80 ჰექტარი უპერსპექტივო ვენახი და 0,20 ჰექტარი სახნავი) ამავე საბჭოთა მეურნეობის და კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში 14 ოჯახის დასაკმაყოფილებლად, აქედან 10 დამეწყრილ ოჯახს – ტოლფარდ საკარმიდამოზე მოცვლით.
5. ხარაგაულის რაიონის ფარცხნალის სასოფლო საბჭოს მიწებიდან სოფელ ისლარის სერზე არსებული 3 ჰექტარი საკარმიდამო მიწის თავისუფალი ფონდი (ბუჩქნარიანი საძოვარი) – ხარაგაულის რაიაღმასკომს დაბის ტერიტორიაზე მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა ოჯახების ინდივიდუალური ბინათმშენებლობებისათვის.
6. ბორჯომის რაიონის აგროფირმა-კოლმეურნეობა „ზანავ-რველის“ მიწებიდან – 2,5 ჰექტარი ამავე კოლმერუნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში მუშა-მოსამსახურეთა ოჯახების დასაკმაყოფილებლად.
7. ქარელის რაიონის ბრეძის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 0,09 ურწყავი სახნავი ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ერთი დამეწყრილი ოჯახის სამოსახლოდ.
8. გორის რაიონის სკრის მეხილეობის საცდელი სადგურის მიწებიდან – 2,6 ჰექტარი საძოვარი ამავე საცდელი სადგურის საკარმიდამო მიწის ფონდში იმ 35 ოჯახის დასაკმაყოფილებლად, რომელთაც არ გააჩნიათ საკარმიდამო მიწები.
9. გორის რაიონის სოფელ ახალუბნის კოლმეურნეობის მიწებიდან (ორნაკვეთად) – 2,52 ჰექტარი ნაკლებ ინტენსიური სახნავი ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში იმ კოლმეურნეების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კოლმეურნეობაში.
დაევალოს სოფელ ახალუბნის კოლმეურნეობის გამგეობას:
– გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს;
– უზრუნველყოს ამ ფართობზე გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა.
10. მცხეთის რაიონის დიღმის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 0,25 ჰექტარი სახნავი (სოფელ წოდორეთში) ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში, სოფელ წოდორეთში მცხოვრები და მომუშავე ერთი პედაგოგის ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
11. თეთრი წყაროს რაიონის თონეთის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 8,5 ჰექტარი სახნავი ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში მეურნეობის მუშა-მოსამსახურეთა ოჯახების სამოსახლოდ და საკარმიდამოდ.
დაევალოს თონეთის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის დირექციას:
– გამოყოფილი ფართობის სამაგიეროდ აითვისოს ტოლფარდი მიწა სახნავად;
– გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
12. თეთრი წყაროს რაიონის ორბეთის მერძევეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 7,4 ჰექტარი, აქედან: სოფელ ორბეთში – 6,0 ჰექტარი (სახნავი – 4,5 ჰექტარი, საძოვარი – 1,5 ჰექტარი), სოფელ პანტიანში – 1,4 ჰექტარი (სახნავი – 0,5 ჰექტარი, საძოვარი – 0,9 ჰექტარი) ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში მეურნეობის მუშა-მოსამსახურეთა 32 ოჯახის საკარმიდამოდ.
მიწის სამუშაოების დროს ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
13. თეთრი წყაროს რაიონის ასურეთის მეთესლეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 4,5 ჰექტარი სახნავი ამავე საბჭოს მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში იმ 27 მუშა-მოსამსახურის დასაკმაყოფილებლად, რომელთაც არა აქვთ საკარმიდამო მიწები.
14. ბოლნისის რაიონის რატევნის დეკეულების გამოსაზრდელი კომპლექსის მიწებიდან – 22,33 ჰექტარი სახნავი (სოფელ აკაურთაში) ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ქ. თბილისის იმ მცხოვრებლებისათვის მისაცემად, რომლებიც მუდმივ საცხოვრებლად და სამუშაოდ გადავლენ ბოლნისის რაიონში.
დაევალოს ბოლნისის რაიაღმასკომს გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
15. საგარეჯოს რაიონის პატარძეულის სამეურნეობათაშორისო მეცხვარეობის მეურნეობის მიწებიდან – 25,0 ჰექტარი, აქედან: სახნავი – 12 ჰექტარი, ქვიან-ბუჩქნარიანი საძოვარი – 13,0 ჰექტარი ამავე მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში 105 ოჯახის სამოსახლოდ და საკარმიდამოდ.
16. ქ. წითელწყაროს კოლმეურნეობის მიწებიდან – 1,59 ჰექტარი (სახნავი – 0,92 ჰექტარი და სამეურნეო ეზო – 0,67 ჰექტარი) ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში იმ 14 ოჯახის სამოსახლოდ, რომელთაც სრულიად არ გააჩნიათ საკარმიდამოები.
17. ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომის კოლმეურნეობის მიწებიდან (სამ ნაკვეთად) – 3,65 ჰექტარი (საძოვარი – 2,65 ჰექტარი, საზოგადოებრივი ეზო – 1,0 ჰექტარი) ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში 20 ახალგაზრდა ოჯახის სამოსახლოდ და საკარმიდამოდ.
18. ახმეტის რაიონის 12 საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 215,60 ჰექტარი ფართობი, ნაცვლად მოთხოვნილი 223 ჰექტარისა, ამავე საბჭოთა მეურნეობების საკარმიდამო მიწის ფონდში, აქედან:
– ოჟიოს მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან (სამ ნაკვეთად) – 12,0 ჰექტარი სახნავი 48 ოჯახისათვის;
– ზემო ხოდაშნის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან (ხუთ ნაკვეთად – 25,0 ჰექტარი: სახნავი – 15,0 ჰექტარი, საძოვარი – 10,0 ჰექტარი) – 110 ოჯახისათვის;
– ხორხელის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 8,0 ჰექტარი სახნავი 32 ოჯახისათვის;
– ქისტაურის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან (შვიდ ნაკვეთად) – 23,9 ჰექტარი (სახნავი – 14,0 ჰექტარი, საძოვარი – 9,9 ჰექტარი) 84 ოჯახისათვის;
– ახმეტის მევენახეობის სანერგე საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 22 ჰექტარი სახნავი 292 ოჯახისათვის;
– ახმეტის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან (ექვს ნაკვეთად) – 7,0 ჰექტარი სანხავი 114 ოჯახისათვის;
– მატნის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან (ხუთ ნაკვეთად) – 30,0 ჰექტარი სახნავი 133 ოჯახისათვის;
– ზემო ალავნის მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან (სამ ნაკვეთად) – 23,6 ჰექტარი სახნავი 86 ოჯახისათვის;
– ქვემო ალავნის მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან (ოთხ ნაკვეთად) – 29,5 ჰექტარი სახნავი 134 ოჯახისათვის;
– მაღრაანის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – (ნაცვლად მოთხოვნილი 10,0 ჰექტარისა) – 7,10 ჰექტარი სახნავი 33 ოჯახისათვის;
– დუისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან (ორ ნაკვეთად) – 10,0 ჰექტარი საძოვარი 55 ოჯახისათვის;
– პანკისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან (შვიდ ნაკვეთად) ნაცვლად მოთხოვნილი 22,0 ჰექტარისა – 17,5 ჰექტარი (სახნავი – 16,0 ჰექტარი, საძოვარი – 1,5 ჰექტარი) 60 ოჯახისათვის.
გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
19. დუშეთის რაიონის მჭადიჯვრის სოფლისპირა ქვიანი სახნავი ამავე მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში იმ ოჯახებისათვის მისაცემად, რომელთაც არა აქვთ სამოსახლო და საკარმიდამო მიწები.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე