ოზურგეთის რაიონის კოლმეურნეობათა მიწებიდან ლეკიანის მასივში თევზის სატბორე მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი ფართობების ყოფილ მოსარგებლეთათვის დაბრუნების შესახებ
მიღების თარიღი 10.12.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №737
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000116 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 12, 31/12/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.12.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის რაიონის კოლმეურნეობათა მიწებიდან ლეკიანის მასივში თევზის სატბორე მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი ფართობების ყოფილ მოსარგებლეთათვის დაბრუნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №737
1990 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
ოზურგეთის რაიონის კოლმეურნეობათა მიწებიდან ლეკიანის მასივში თევზის სატბორე მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი ფართობების ყოფილ მოსარგებლეთათვის დაბრუნების შესახებ
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1969 წლის 22 აპრილის №213 დადგენილებით „საქთევზმრეწვისათვის“ თევზის სატბორე მეურნეობის მოსაწყობად ოზურგეთის რაიონის 10 კოლმეურნეობის მიწებიდან ლეკიანის მასივში გამოყოფილი 103 ჰექტარი ფართობი ფაქტიურად მოცდენილია, აღნიშნული მეურნეობა არ ფუნქციონირებს, ხოლო კოლმეურნეობებში განიცდიან სახნავი მიწის სიმცირეს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ადგენს:
1. დამტკიცდეს ოზურგეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და ამის შესაბამისად ლეკიანის მასივში „საქთევზმრეწვის“ თევზის სატბორე მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი 103 ჰექტარი ფართობი დაუბრუნდეს მის ყოფილ მოსარგებლე კოლმეურნეობებს, მათ შორის:
– სოფელ ნაღობილევის კოლმეურნეობას – 3 ჰექტარი სათიბი;
– სოფელ თხინვალის კოლმეურნეობას – 4 ჰექტარი სათიბი;
– სოფელ შემოქმედის კოლემურნეობას – 21 ჰექტარი (სახნავი – 10 ჰექტარი, სათიბი – 11 ჰექტარი);
– სოფელ მაკვანეთის კოლმეურნეობას – 10 ჰექტარი (სახნავი – 5 ჰექტარი, სათიბი – 5 ჰექტარი);
– სოფელ ბაღდათის კოლმეურნეობას – 20 ჰექტარი (სახნავი – 12 ჰექტარი, სათიბი – 8 ჰექტარი);
– სოფელ ცხემლისხიდის კოლმეურნეობას – 11 ჰექტარი (სახნავი – 5 ჰექტარი, სათიბი – 6 ჰექტარი);
– ქალაქ ოზურგეთის (ყოფილი სოფელ ექადიის) კოლეურნეობას – 4 ჰექტარი სათიბი;
– სოფელ ძიმითის კოლმეურნეობას – 8 ჰექტარი სათიბი;
– სოფელ მერიის კომეურნეობას – 4 ჰექტარი სახნავი;
– სოფელ მთისპირის კოლმეურნეობას – 18 ჰექტარი (სახნავი – 9 ჰექტარი, სათიბი – 9 ჰექტარი).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1969 წლის 22 აპრილის № 213 დადგენილება.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე