რესპუბლიკაში ელექტროენერგიის წყაროებისა და მოხმარების დაბალანსების ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 27.12.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №810
სარეგისტრაციო კოდი 000000170.02(0).000.000124 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 12, 31/12/1990
777 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

რესპუბლიკაში ელექტროენერგიის წყაროებისა და მოხმარების დაბალანსების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება №810 1990 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი რესპუბლიკაში ელექტროენერგიის წყაროებისა და მოხმარების დაბალანსების ღონისძიებათა შესახებ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების დასაბალანსებლად, სახალხო მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისა და მოსახლეობის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. ელექტროტევად საწარმოთა მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 1991 წლის იანვარ-მარტში შეიზღუდოს 50 პროცენტით, დანართის თანახმად. 2. დაუწესდეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალს 90 მეგავატი სამუშაო სიმძლავრე იმ პირობით, რომ იგი ენერგოსისტემის მაქსიმალურად გადატვირთვის საათებში ქსელში გასცემს 30 მეგავატს. 3. დაევალოს საწარმოო გაერთიანება „საქენერგოს“: – მიიღოს ოპერატიული და ქმედითი ზომები თბილსრესსა და სხვა ელექტროსადგურებში ენერგოსიმძლავრეთა მაქსიმალური მობილიზაციისათვის, ამასთან ერთად, დააწესოს მკაცრი კონტროლი მარეგულირებელი ჰესების რესურსების ყაირათიანი გამოყენებისადმი; – გამართოს მოლაპარაკება თურქეთის ელექტროკორპორაციასთან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის საქართველოსაკენ გადმოდინების საკითხებზე; – განახოერციელოს ორ-სამსაათიანი რეგიონალური მარაოსებრი გამორთვები, რისთვისაც შეადგინოს რაიონებისა და ქალაქების გამორთვის გრაფიკები საათების ჩვენებით და პრესისა და ტელევიზიის საშუალებით შეატყობინოს ამის თაობაზე რესპუბლიკის საწარმო-დაწესებულებებსა და მოსახლეობას; – დააწესოს მკაცრი კონტროლი ელექტროენერგიის რაციონალური და ეკონომიკური გამოყენებისადმი, განახორციელოს გამორთვები და გაატაროს ეკონომიკური სანქციები ელექტროენერგიის მოხმარების წესების დამრღვევთა მიმართ; – გამორთოს ელექტროქსელიდან ყველა ურჩი არაგადამხდელი და 1991 წლისათვის არ განაახლოს მათთან ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება დავალიანების სრულ დაფარვამდე; – სისტემურად წარადგინოს ინფორმაციები საქართველოს რესპუბლიკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებში, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მართვის ორგანოებში საწარმო-ორგანიზაციებში ამ დადგენილებით დაწესებული ელექტროენერგიის და სიმძლავრის ზღვრული სიდიდეების დაცვის, ენერგიის არარაციონალური ხარჯვის ფაქტების, გათბობის სისტემების შეფერხებით მუშაობის შესახებ. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბიკის მინისტრთა საბჭოებმა, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების, აგრეთვე რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების, აგრეთვე რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანად მიიჩნიონ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება რეალურად არსებული სარესურსო ვითარებიდან გამომდინარე. ამ მიზნით განახორციელონ შემდეგი ღონისძიებანი: – შეზღუდონ გარე და ქუჩის განათება 50 პროცენტით, აკრძალონ ყველა სახის შუქრეკლამა და ელექტროატრაქციონი; – ეფექტიანად აამოქმედონ გათბობის სისტემები; – არ დაუშვან ელექტროენერგიის გამოყენება გათბობის მიზნით; – შეზღუდონ სპორტულ და გასართობ ღონისძიებათა ჩატარება ხელოვნური განათების პირობებში, განსაკუთრებით ელექტროენერგიის მაქსიმალური მოხმარების საათებში (18-21 საათი); – დაუწესონ ერთცვლიან საწარმოებსა და სხვა ორგანიზაციებს შემცირებული ხანგრძლივობის სამუშაო დღე შესვენების გარეშე 10-დან 16 საათამდე; – უზრუნველყონ საწარმო-დაწესებულებებში ჯეროვან ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა დამუშავება, რათა ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი შემცირების პირობებში დროულად შეცვალონ საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესები. პერსონალს ჩაუტარდეს ახსნა-განმარტებანი დავალებათა შესრულების მინიმალური დანაკარგის მისაღწევად; – შეჩერდეს ყველა ახალი ობიექტის ელექტროქსელთან მიერთება 1991 წლის მარტის ბოლომდე. 5. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს საწარმოო გაერთიანება „საქენერგოს“ ერთობლივი რეიდებისა და შემოწმებების ჩატარებაში ელექტროენერგიის არარაციონალური ხარჯვის ფაქტების აღმოსაფხვრელად. 6. საქართველოს რესპუბლიკს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტმა: – შეზღუდოს საინტერესო და პრესტიჟულ ტელეგადაცემათა დემონსტრირება ელექტროენერგიის მაქსიმალური მოხმარების საათებში (8-11 საათი, 18-21 საათი) ქმედითი დახმარება გაუწიოს გაერთიანება „საქენერგოს“ სათანადო ინფორმაციის გავრცელებაში, რათა მოსახლეობა შეგნებით მოეკიდოს შექმნილ სირთულეებსა და მოთხოვნებს. 7. ეს დადგენილება ძალაშია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ სპეციალური გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე                 თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო საქმეთა მმართველობის მოვალეობის შემსრულებელი                              გ. ბერიძე დანართი ნუსხა სამრეწველო ენერგოტევადი საწარმოებისა, რომლებსაც უწესდებათ ელექტროსიმძლავრეები და ელექტროენერგიის სადღეღამისო მოხმარების ზღვრული სიდიდეები 1991 წლის 1 იანვრიდან სამრეწველო საწარმოს დასახელება მოხმარეის სიმძლავრე ზღვრული ელექტროენერგიის მაქსიმალური მოხმარეის საათებში (მეგავატი) ელექტროენერგიის  სადღეღამისო მოხმარების ზღვრული სიდიდე (მილიონი კვტ სთ) ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 100 3,2 საწარმოო გაერთიანება „ჭიათურმარგანეცი“ 15 0,3 საწარმოო გაერთიანება „ჭიმბოჭკო“ 7 0,15 საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხანა“ 17 0,4 რუსთავის საწარმოო გაერთიანება „აზოტი“ 60 1,5 რუსთავის „ავტოვაზაგრეგატი“ 4 0,08 თბილისის დიმიტროვის სახელობის საწარმოო საავიაციო გაერთიანება 7 0,15 თბილისის ქარხანა „ცენტროლიტი“ 4 0,08 თბილისის საწარმოო გაერთიანება „ელმავალმშენი“ 3 0,07 თბილისის გაზის აპარატურის ქარხანა 2,0 0,04 თბილისის ქარხანა „ელექტროგამშვები“ 2,5 0,06 გაერთიანება „მიონი“ 3,0 0,07 გაერთიანება „ჩარხმშენებელი“ 2,5 0,06 თბილისის საინსტრუმენტო ქარხანა 1,0 0,02 თბილისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანება 1,0 0,02 თბილისის ავეჯის დეტალების ქარხანა 0,6 0,015 თბილისის ავეჯის საწარმოო გაერთიანება „განთიადი“ 0,7 0,016 ქუთაისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანება 1,5 0,03 ქუთაისის რეზინტექნიკურ ნაკეთობათა ქარხანა 1,8 0,04 ქუთაისის მოტობლოკების საწარმოო გაერთიანება 1,7 0,04 ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხანა 3,5 0,08 ქუთაისის ლითოფონის ქარხანა 1,0 0,02 ქუთაისის ავეჯის ქარხანა 0,5 0,01 ქუთაისის ქარხანა „ავანგარდი“ 0,5 0,01 რუსთავის სამშენებლო ლითონკოსტრუქციების ქარხანა 0,8 0,017 რუსთავის ემალირებული რეზერვუარების ქარხანა 0,7 0,016 სოხუმის გაზის აპარატურის ქარხანა 1,3 0,03 სოხუმის გაერთიანება „ორგტექნიკა“ 0,3 0,007 ბათუმის ტრანსფორმატორების ქარხანა 1,0 0,02 ბათუმის ელმექანიკური ქარხანა 1,0 0,02 ბათუმის მანქანათმშენებლობის ქარხანა 1,0 0,02 ბათუმის საყოფაცხოვრებო მანქანათმშენებლობის ქარხანა 0,9 0,018 ბათუმის ხის დამმუშავებელი კომბინატი 0,7 0,016 გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხანა 2,5 0,06 საჩხერის ბამბის სართავი ფაბრიკა 1,5 0,03 სამტრედიის ხის დამმუშავებელი კომბინატი 0,8 0,017 სამტრედიის ბამბის სართავი ფაბრიკა 0,3 0,007 ხონის ქარხანა „პოლიმერკონტეინერი“ 0,7 0,016 ზესტაფონის ქარხანა „საქკაბელი“ 0,3 0,007 შორაპნის ქარხანა „ელექტროელემენტები“ 0,5 0,01 ფოთის გემთმშენებელი ქარხანა 0,7 0,016 ფოთის ჰიდრომექანიზების ქარხანა 0,6 0,015 ფოთის გაერთიანება „ელექტროაპარატი“ 0,25 0,006 გორის ბამბეულის საწარმოო გაერთიანება 3,0 0,07 ხაშურის მინის ტარის ქარხანა 1,0 0,02 ხაშურის მექანიკური ქარხანა 0,3 0,07 ქარხანა „კასპელექტროაპარატი“ 0,5 0,01 სენაკის ხალიჩების კომბინატი 0,35 0,07 სენაკის მექანიკური ქარხანა 0,3 0,07 ბორჯომის მინის ქარხანა 0,5 0,01 სულ 262,7 7,05 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოვალეობის შემსრულებელი             გ. ბერიძე