მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ
მიღების თარიღი 21.12.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №787
სარეგისტრაციო კოდი 280020000.00(0).000.000121 1
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 12, 31/12/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №787
1990 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ
„მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 2 აგვისტოს № 387 დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. გაგრძელდეს ლაკბეს წყალსაცავის მშენებლობა დამტკიცებული პროექტის მიხედვით, კაშხლის 62 მეტრი სიმაღლით.
2. კაშხლის მშენებლობის შემდგომი ეტაპის განხორციელება შეიზღუდოს 81 მეტრ სიმაღლემდე, ნაცვლად ადრე შემოთავაზებული 92 მეტრისა.
3. დაევალოთ:
- საქართველოს რესპიბლიკის სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტს – 1991 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შიდა კახეთის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო ათვისების კონცეფციის დაზუსტება საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გათვალისწინებით;
- საქართველოს რესპუბლიკის ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტმა - 1991 წლის 1 ივნისამდე საქსახაგრომრეწვის დაკვეთით, ილტოს წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით შეგროვილი ექსპერტიზის მასალებისა და აღნიშნული კონცეფციის საფუძცელზე უზრუნველყოს ილტოს წუალსაცავის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა;
- საპროექტო ინსტიტუტმა „საქსახწყალპროექტმა“ გაითვალისწინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის წინადადებანი მუშა პროექტის დონეზე.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
საქმეთა მმართველობის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე