საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2012 ბოლო ცვლილება 07.09.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№278
სარეგისტრაციო კოდი
280020000.10.003.016951
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №278

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განისაზღვროს საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შემდეგი პირობები:

1. 2012 წლის 1 სექტემბრიდან:

ა) 60-დან 67 წლამდე ქალებისა და 65-დან 67 წლამდე მამაკაცებისათვის საპენსიო პაკეტი განისაზღვროს 125 ლარის ოდენობით, რომელშიც ფულადი კომპონენტი შეადგენს – 110 ლარს;

ბ) 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის საპენსიო პაკეტი განისაზღვროს 140 ლარის ოდენობით, რომელშიც ფულადი კომპონენტი შეადგენს – 125 ლარს;

გ) საპენსიო პაკეტი მოიცავს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ ყოველთვიურ ფულად გასაცემლებს, გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ფარგლებში ფულადი გასაცემლის გარდა, საპენსიო პაკეტის დარჩენილი წილი წარმოადგენს არაფულადი კომპონენტის ნაწილს (ჯანმრთელობის დაზღვევა), რომლის პირობებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ი. მერაბიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2012.
როდის იქნა მიღებული „საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“?
„საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“ მიღებულია 20.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №278. სარეგისტრაციო კოდი — 280020000.10.003.016951.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 07.09.2012-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“, №278, 20.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 280020000.10.003.016951 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1706801/