მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №787
1990 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ
„მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 2 აგვისტოს № 387 დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. გაგრძელდეს ლაკბეს წყალსაცავის მშენებლობა დამტკიცებული პროექტის მიხედვით, კაშხლის 62 მეტრი სიმაღლით.
2. კაშხლის მშენებლობის შემდგომი ეტაპის განხორციელება შეიზღუდოს 81 მეტრ სიმაღლემდე, ნაცვლად ადრე შემოთავაზებული 92 მეტრისა.
3. დაევალოთ:
- საქართველოს რესპიბლიკის სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტს – 1991 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შიდა კახეთის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო ათვისების კონცეფციის დაზუსტება საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გათვალისწინებით;
- საქართველოს რესპუბლიკის ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტმა - 1991 წლის 1 ივნისამდე საქსახაგრომრეწვის დაკვეთით, ილტოს წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით შეგროვილი ექსპერტიზის მასალებისა და აღნიშნული კონცეფციის საფუძცელზე უზრუნველყოს ილტოს წუალსაცავის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა;
- საპროექტო ინსტიტუტმა „საქსახწყალპროექტმა“ გაითვალისწინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის წინადადებანი მუშა პროექტის დონეზე.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
საქმეთა მმართველობის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „მდინარეების ილტოსა და ლაკბეს წყალსაცავების მშენებლობის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6474535/