,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54-38
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.101.017325
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54-38

2025 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge,  გამოქვეყნების თარიღი: 21/02/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016490) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქონების მართვის სააგენტოს დებულების“:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ  გადაწყვეტილების მიღება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ქონებაზე აუქციონის მომზადება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;“;

ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამსახურის სახელით  ვიზას ადებს/ხელს აწერს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან  გასაგზავნ ან/და სააგენტოს უფროსის დავალებით უფლებამოსილების გათვალისწინებით სხვა  დოკუმენტებს;“;

 გ) მე-9 მუხლის :

გ.ა) მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის კომერციული/სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება ან/და აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, აუქციონის ჩატარება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა. აგრეთვე 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების  აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, აუქციონის ჩატარება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა“;

გ.ბ) მე-2 პუნქტს „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1)  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ( გარდა კერძო სამართლის კომერციული/სამეწარმეო იურიდიული პირებისა) საკუთრებაში არსებულ (ბალანსზე რიცხული) ქონებაზე აუქციონის ჩატარება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა“;

გ.გ) მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.დ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, დასადები ხელშეკრულების მომზადება;“;

გ.ე)  მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და აუქციონზე გამოცხადების ორგანიზებისთვის სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;“;

გ.ვ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების, გარდა კერძო სამართლის კომერციული/სამეწარმეო იურიდიული პირებისა, საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება ან/და აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და აუქციონზე გამოცხადების ორგანიზებისთვის სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;“;

გ.ზ) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ნივთის (ქონების) მიმართ გათვალისწინებული მოქმედებები, რომლებიც იწვევენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების ფართობის შემცირებას ან რეგისტრაციის გაუქმებას, ან/და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთზე/ქონებაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სრულ ან/და ნაწილობრივ დემონტაჟს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის შესათანხმებლად წარდგენა;“;

გ.თ) მე-6 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში სასყიდლით მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე