„უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№319
სარეგისტრაციო კოდი
440050000.10.003.020634
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №319

2018 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  23/02/2011, 440050000.10.003.016249) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახალგაზრდა მკვლევარი –  საქართველოს მოქალაქე ძირითადი პერსონალიდან, რომელსაც აქვს მინიჭებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე დოქტორანტი, მაგისტრი და მაგისტრანტი, ბაკალავრი;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„დ) დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში – ექსპერტი)/ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი (შემდგომში – ჯგუფ(ებ)ი) – პირი/პირთა ჯგუფ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც აფასებს/აფასებენ საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს;“;

გ)  „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;

ი) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი  საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;“;

დ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) პროექტის თანახელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე, კოორდინაციას უწევს მკვლევართა ჯგუფის მუშაობას პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის საქართველოში არყოფნის პერიოდში და მუდმივ კონტაქტში იმყოფება პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან;

ჟ) აანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის 12-თვიანი მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს;“;

ე) „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;

ფ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;“;

ვ) „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მაგისტრანტი, დოქტორანტი, ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ყ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით, აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.“.

2. მე-3  მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ექსპერტთა და/ან ჯგუფ(ებ)ის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წამყვან ან/და თანამონაწილე ორგანიზაციას;“;

 „გ) ძირითად პერსონალს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 24 ან 36 თვე. პროექტის ბოლო საანგარიშო პერიოდის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ 10 კალენდარული დღის განმავლობაში, არგუმენტირებული მიმართვის წარდგენის შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის ხანგრძლივობის მაქსიმუმ 12 თვის ვადით გაგრძელების შესახებ, დამატებითი დაფინანსების გარეშე.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის: 24-თვიანი  პროექტებისათვის – არაუმეტეს 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარისა; 36-თვიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარისა;  

ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის: 24-თვიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარისა;  36-თვიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარისა;“;

გ) მე-3 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარს;

ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის – 60 000 (სამოცი ათასი) ლარს;

გ) „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებისათვის, რომელიც მოიცავს საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, აგრარულ მეცნიერებებს, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებს –  80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარს, ხოლო პროექტებისათვის, რომლებიც მოიცავს  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს – 60 000 (სამოცი ათასი) ლარს.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროექტის ბიუჯეტში ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსებისა და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების წესი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) პროექტში ახალგაზრდა მკვლევრ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში  ძირითადი თანხიდან ახალგაზრდა მკვლევრ(ებ)ის საგრანტო დაფინანსებისათვის განკუთვნილი უნდა იყოს არაუმეტეს 15000 ლარისა წელიწადში, ხოლო გამოცდილ მკვლევართა საგრანტო დაფინანსებისათვის – არაუმეტეს 30000 ლარისა წელიწადში; 

ბ) იმ შემთხვევაში, თუ პროექტში არ არის/არ არიან ჩართული ახალგაზრდა მკვლევრ(ებ)ი, ძირითადი პერსონალისათვის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30000 ლარს;

გ) პროექტში ახალგაზრდა მკვლევრის ჩართვის შემთხვევაში პროექტის ბიუჯეტის განხორციელების თითოეული საანგარიშო პერიოდი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მკვლევრის საგრანტო დაფინანსებას;

დ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში ჯამში 5000 ლარს.“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ტრანშების სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო/სახაზინო ანგარიშებზე ავანსის სახით. პირველი ტრანში გადაირიცხება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების შუალედური ანგარიშების განხილვის აქტების დასკვნის საფუძველზე.“;

ვ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის წამყვან ან/და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციაში ან/და ძირითადი პერსონალის პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან მინიმუმ ერთ სამეცნიერო-კვლევით ვიზიტს.“.

5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტთან, დაჯამდება საქონლისა და მომსახურების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში.“.

6. მე-7 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროექტების შეფასება ექსპერტთა და/ან ჯგუფ(ებ)ის მეშვეობით;

დ) ექსპერტთა და/ან ჯგუფ(ებ)ის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;“.

7. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემა დამოუკიდებელ ადგილობრივ ან/და უცხოელ ექსპერტებს, ან/და ჯგუფ(ებ)ს. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს მინიმუმ ორმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება მის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 – მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპერტებისგან და/ან ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, პროექტის საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

4.  ექსპერტებისგან და/ან ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, ფონდი ადგენს და გენერალური დირექტორი ამტკიცებს პროექტების რანჟირებულ სიებს, ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს თითოეული სამეცნიერო მიმართულებისა და მიმართულებით გათვალისწინებული ქვემიმართულებებისათვის ცალ-ცალკე დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი ზღვრული შეფასება, აგრეთვე დაადგინოს კრიტერიუმ(ებ)ი თანაბარქულიან პროექტებს შორის უპირატესის გამოსავლენად. რანჟირებული სიების საფუძველზე, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება.

5. ექსპერტებისგან და/ან ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება.

6. ექსპერტთა და ჯგუფ(ებ)ის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია.

7. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ პროექტის ძირითადი პერსონალის, წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში ფონდი უზრუნველყოფს მათი პროექტის შესახებ ექსპერტთა და ჯგუფ(ებ)ის მიერ გაკეთებული დასკვნების გაცნობას.“.

8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1. პროექტების შეფასებას ექსპერტები და/ან ჯგუფ(ებ)ი ახორციელებენ შემდეგი კრიტერიუმებით:

კრიტერიუმები და განმარტებები

C-

C

C+

B-

B

 

B+

 

 

A-

 

A

A+

შეფასება (A/B/C)

კრიტერიუმის მიხედვით

1. სამეცნიერო-კვლევითი პროექტი

1

2

3

4

5

 

6

 

7

 

8

9

მინიმუმ 1

მაქსიმუმ 9 ქულა

1.1. კვლევითი თემის/საკითხის

აქტუალობა, კვლევის სიახლე და ინოვაციურობა, პრობლემის ფორმულირება

1.2. კვლევის მიზნები და ამოცანები

1.3. კვლევის მეთოდოლოგია

1.4. კვლევის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება და/ან კვლევის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა და გავრცელების (დისემინაციის) გეგმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 2. პროექტის შემსრულებელი სამეცნიერო ჯგუფ(ებ)

1

2

3

4

5

6

7

8

9

მინიმუმ 1

მაქსიმუმ 9 ქულა

2.1. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და თანახელმძღვანელის მიღწევების,  კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა კვლევით პროექტთან

2.2. ძირითადი პერსონალის კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და უნარების შესაბამისობა კვლევით თემასთან

2.3. პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა

1

2

3

4

5

 

6

 

7

 

8

9

მინიმუმ 1

მაქსიმუმ  9  ქულა

3.1. პროექტის შესრულების გეგმის (ამოცანებისა და აქტივობების  ეტაპების, ვადებისა და გზების) განხორციელებადობა და შესაბამისობა კვლევის მიზნებთან

3.2. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან

3.3. წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მატერიალური, ტექნიკური და ინტელექტუალური გარემოს/რესურსების  შესაბამი-სობა პროექტის მიზნებსა და ამოცანებთან

3.4. პროექტის მდგრადობა, პროექტის განხორციელების რისკების ანალიზი და რისკების აღმოფხვრის გზები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქულების ჯამი:

მინიმუმ - 3

მაქსიმუმ - 27  ქულა

შემაჯამებელი შეფასება პროექტის შესახებ (ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შემაჯამებელი შეფასება სამივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების შესაბამისად);

      □ A

      □ B

      □ C

შემაჯამებელი კომენტარი პროექტის შესახებ (ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შემაჯამებელი კომენტარი სამივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების შესაბამისად).

 

 

2. შეფასების სამი კრიტერიუმიდან (1 – სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, 2 – პროექტის შემსრულებელი სამეცნიერო ჯგუფი, 3 – პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა) თითოეული ფასდება 9-ქულიანი სისტემით (1 – 9), სადაც 1 – 3 ქულა შეესაბამება C კატეგორიის შეფასებას, 4 – 6 ქულა შეესაბამება B კატეგორიის  შეფასებას, ხოლო 7 – 9 ქულა შეესაბამება A კატეგორიის შეფასებას. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 27 ქულა. კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:

 

შეფასება ქულით

შეფასება ABC კატეგორიით

შეფასება

განმარტება

1

C-

სრულიად შეუსაბამო

პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო

2

C

ნაწილობრივ

შეუსაბამო

პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, გართულებულია პროექტის შეფასება არასაკმარისი ინფორმაციის გამო

3

C+

სუსტი

პროექტი მცირედ პასუხობს, შეუსაბამოა ამ კონკრეტულ კრიტერიუმთან, შეინიშნება სერიოზული, არსებითი სუსტი მხარეები

4

B-

დამაკმაყოფილებელი

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები

5

B

საშუალო

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ დასაბუთება არადამაკმაყოფილებელია

6

B+

საკმაოდ კარგი

პროექტი მთლიანობაში პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ დასაბუთება არასაკმარისია

7

A-

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება

8

A

ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. არის ორიგინალური და აქვს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა

9

A+

საუკეთესო

გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე პროექტი, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს კრიტერიუმს.

 

3. შემაჯამებელი შეფასება პროექტის შესახებ ეფუძნება და შესაბამისობაში უნდა იყოს შეფასების სამივე კრიტერიუმში 9-ქულიანი (1 –9) სისტემით შეფასებასთან და განიმარტება შემდეგნაირად:

 

ქულა

ABC კატეგორია

21-27

A

10-20

B

3-9

C

 

4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, პროექტმა მიიღოს 17 ან მეტი ქულა. თუ პროექტის შეფასება პირველ და მეორე კრიტერიუმში არის „C“, პროექტი არ განიხილება დასაფინანსებლად, მიუხედავად ჯამური ქულების ოდენობისა.

5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმებში.

აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.

6. 9 ან ნაკლები ქულის (C კატეგორიის შეფასების) მიღების შემთხვევაში პროექტის სამეცნიერო თანახელმძღვანელს ეზღუდება ფონდის ადმინისტრირებით მიმდინარე უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევების საგრანტო კონკურსში პროექტის სამეცნიერო თანახელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობის უფლება 1 წლის ვადით.“.

9. მე-11 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაუშვებელია ექსპერტი ან/და ჯგუფ(ებ)ის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.

2. არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს ექსპერტი ან/და ჯგუფ(ებ)ის წევრი:

ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;

ბ) რომელმაც შესაძლებელია, უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;

გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;

დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ექსპერტი ან/და ჯგუფ(ებ)ის წევრი ვალდებულია, გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ან/და ჯგუფ(ებ)ის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს ექსპერტის ან/და ჯგუფ(ებ)ის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.“.

10. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 85% – გრანტის მიმღებს (35% – იურიდიულ პირს, 50% – მეცნიერთა ჯგუფს – ფიზიკურ პირებს) და 15% – ფონდს, როგორც გრანტის გამცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.“.

11. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფონდი ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი შუალედური ანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და შუალედური და საბოლოო ანგარიშ(ებ)ის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.“;

გ) მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი პროექტის სამეცნიერო მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. ფონდი უფლებამოსილია, პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და ასევე სამეცნიერო ეფექტიანობის შეფასება შესაბამისი დარგის ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობით, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და/ან საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ფონდი უფლებამოსილია, განახორციელოს მიმდინარე პროექტების აუდიტორული შემოწმება აუდიტორული კომპანიის მიერ, რათა დადგინდეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.“;

ე) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ფონდი უფლებამოსილია, აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე. წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

12. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროექტი მიიჩნევა დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში, წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, აუდიტორული შემოწმების შემთხვევაში, მიღებულია დადებითი დასკვნა, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი