📋

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 17.04.2025
მოქმედების პერიოდი 17.04.2025 — 25.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №27/2025
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
17.04.2025
25.08.2025
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №27/2025 2025 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი