მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 100%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №27/2025 |
|
2025 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
📎 დანართები (1)
danarTi 1cv-iT.docx ⬇









თემატური სარჩევი
01 როგორ უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისის განხორციელებას 5
02 როგორ უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩევლის სპეციალურ სიაში შეყვანის სერვისის განხორციელებას 7
03 როგორ უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანის სერვისის განხორციელებას 10
04 როგორ უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების და პარტიული სიების საარჩევნო რეგისტრაციის სერვისის განხორციელებას 12
05 როგორ უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის სერვისის განხორციელებას 19
06 როგორ უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია დამკვირვებლების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაციის და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის სერვისის განხორციელებას 25
07 რა სახის საარჩევნო დოკუმენტაციას/ინვენტარს და საარჩევნო ელექტრონულ აპარატებს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღისთვის 31
08 რა ძირითად საკითხებზე ახდენს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაციას/კოორდინაციას კენჭისყრის დღეს 36
09 რა სახის საარჩევნო დოკუმენტაციას/ინვენტარს და საარჩევნო ელექტრონულ აპარატებს იბარებს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიისგან კენჭისყრის დღის დასრულების შემდეგ 37
10 როგორ წარიმართება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი 38
11 როგორ ახდენს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირებას 40

ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისის განსახორციელებლად საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს:
საუბნო საარჩევნო კომისიების მეშვეობით ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროებას
საუბნო საარჩევნო კომისიების მეშვეობით ამომრჩევლის ბარათების დარიგებას
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით განცხადებების მიღებას და რეაგირებას
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროებას
|
|---|
საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისიებს, არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან (4 სექტემბერი) გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია - ამომრჩევლების ფოტოსურათების და პირადი ნომრების გარეშე).
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია აღნიშნული სია და მასთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესი დაუყოვნებლივ გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ამომრჩევლებისთვის, დამკვირვებელი ორგანიზაციების და საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიების/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საარჩევნო სუბიექტები) წარმომადგენლებისთვის.
საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისია.
საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისიებს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (2 ოქტომბერი), გადასცემს საბოლოო, დაზუსტებული სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა ერთიანი სიის თავდაპირველი ვერსია ჩამოხსნას და იმავე ადგილას გამოაკრას სიის დაზუსტებული ვერსია.
ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისია, მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვირვებელ ორგანიზაციას, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი რეგულაციების დაცვით, გადასცემს ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსიის ასლს, როგორც ბეჭდური ისე ელექტრონული ფორმით.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია გაიცემა მხოლოდ ელექტრონული სახით. ამ მიზნით უფლებამოსილმა პირმა საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.
| ამომრჩევლის ბარათების დარიგება |
|---|
ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით, კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი) და არაუგვიანეს მე-20 დღისა (14 სექტემბერი), საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩევლებს მისამართებზე ურიგებენ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაცემულ ამომრჩევლის ბარათებს, რომელშიც მითითებულია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახული ამომრჩევლის პირადი მონაცემები და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნის წესი.
ამომრჩევლის ბარათები რიგდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, დარიგებაზე პასუხისმგებელ ჯგუფში/ჯგუფებში საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეციალური ჯგუფის არანაკლებ 2 წევრის მონაწილეობით.
საოლქო საარჩევნო კომისია ზედამხედველობას უწევს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩევლის ბარათების დარიგების პროცესს.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების/სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ დაკისრებული ვალდებულების ბრალეულად შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს.
| ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით განცხადებების მიღება და რეაგირება |
|---|
ამომრჩეველს, დამკვირვებელ ორგანიზაციას, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას და საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (16 სექტემბერი), შესაბამისი ცვლილების შეტანის მოთხოვნით განცხადებით მიმართონ საოლქო საარჩევნო კომისიას, უშუალოდ, ან ისარგებლონ საუბნო საარჩევნო კომისიის სერვისით.
საუბნო საარჩევნო კომისიაში შემოსული განცხადებები (თანდართული დოკუმენტებით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებს განიხილავს სხდომაზე, მათი მიღებიდან 2 დღის ვადაში და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას:
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ;
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის შესახებ, 2 დღის ვადაში გადასცემს ცესკოს და საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც საჯაროობის მიზნით განკარგულებას აკრავს კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ, მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე გადასცემს განმცხადებელს.
განმცხადებელს უფლება აქვს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ განკარგულება, გამოცემიდან 2 დღის ვადაში, გაასაჩივროს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, სათანადო ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 26.2.ვ; მუხლი 31.

ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის სერვისის განსახორციელებლად საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს:
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიაში შეყვანის მოთხოვნით ამომრჩეველთა განცხადებების მიღებას და რეაგირებას
სხვადასხვა დაწესებულებიდან ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის მიღებას და რეაგირებას
| ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა |
|---|
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს, ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის მიზნით, მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას, უშუალოდ, ან ისარგებლოს საუბნო საარჩევნო კომისიის სერვისით.
ამომრჩეველმა საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღის (23 სექტემბერი) 18:00 საათამდე, წერილობითი განცხადების ან სატელეფონო ზეპირი განცხადების ფორმით.
წერილობითი განცხადების რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია განცხადებაში მითითებული იყოს ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და იმ ადაპტირებული უბნის ნომერი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას. კომისიის მდივანი საჭიროების შემთხვევაში განმცხადებელს აზუსტებინებს ინფორმაციას.
სატელეფონო შეტყობინებით მიღებული ზეპირი განცხადების რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია კომისიის მდივანმა სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების მიღების ზუსტი დრო, ტელეფონის ნომერი და ადაპტირებული უბნის ნომერი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას.
კომისიის მდივანი ამომრჩევლის წერილობით განცხადებას / სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და ხელმოწერით ადასტურებს მის მიღებას.
ამომრჩევლის მიერ, ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის მოთხოვნით, საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია შემოსულ განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღის (24 სექტემბერი) 18:00 საათამდე საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (24 სექტემბერი), 18:00 საათის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული განცხადებების/ ინფორმაციის, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას.
ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიის დამტკიცების შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისია:
შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს აღნიშნული სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიას (კედლის სია), გასაჯაროების მიზნით;
სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველიც იქნა შეყვანილი ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაბამისი ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ ჩანაწერის „ეტლით მოსარგებლეა“ დაფიქსირების მიზნით.
| ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანა |
|---|
საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს ამომრჩევლები, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ მოთხოვნებს და მათი სპეციალურ სიაში შეყვანა, ვადების დაცვით ინიციირებულია უფლებამოსილი დაწესებულების მიერ.
| ამომრჩევლის სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის საფუძვლები | საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი დაწესებულება | საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების ვადა |
|---|---|---|
| საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეა, რომელიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობს არჩევნებში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. | საოლქო საარჩევნო კომისია. | კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (23 სექტემბერი). |
| ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნება გაწერილი ამ დაწესებულებიდან. | სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი. | კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (23 სექტემბერი). |
| ამომრჩეველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური წოდების მქონე პირია, რომლის სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მის ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. | შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები. | ა) კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა (9 სექტემბერი) ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (23 სექტემბერი). |
| ამომრჩეველი კენჭისყრის დღეს იმყოფება პატიმრობაში. | შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი. | კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (23 სექტემბერი). |
| ამომრჩეველი კენჭისყრის დღეს იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში. | შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. | კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (23 სექტემბერი). |
საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (24 სექტემბერი). ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.
საოლქო საარჩევნო კომისია, სპეციალურ სიებში არსებულ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციას, სპეციალური სიების დამტკიცების შემდგომ დაუყოვნებლივ გადასცემს ცესკოს, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული სიების როგორც საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული, ასევე საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსიების ბეჭდვას.
საოლქო სარჩევნო კომისია:
შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ამავე უბნის სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას, გასაჯაროების მიზნით;
სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველიც იქნა შეყვანილი ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაბამისი ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ შესაბამისი ჩანაწერის „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“ ან „პატიმრობაშია“ დაფიქსირების მიზნით.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 32; მუხლი 134.4-6; მუხლი 200 2;
ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილება „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ”.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის სერვისის განსახორციელებლად საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს:
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან განცხადებების მიღებას და რეაგირებას
სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების გადაყვანას გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში
| განცხადებების საფუძველზე ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანა |
|---|
ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, ან იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას, უფლება აქვს ისარგებლოს გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისით.
გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისით სარგებლობის მოთხოვნით ამომრჩეველი უშუალოდ მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღის (23 სექტემბერი) 18:00 საათამდე, წერილობითი განცხადების ან სატელეფონო ზეპირი განცხადების ფორმით.
რეგისტრირებული განცხადებების საფუძველზე ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზნით, საარჩევნო უბნის ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის ფაქტის გადამოწმებას (საჭიროების შემთხვევაში), საუბნო სარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესაყვანი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შემოსულ განცხადებებს რეაგირებისთვის გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხს და გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით. განკარგულება ეცნობება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული შედეგების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.
| სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის გადაყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში |
|---|
საოლქო საარჩევნო კომისიას, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი პირობების არსებობის შემთხვევაში, ამომრჩეველთა სპეციალური სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები ავტომატურად გადაჰყავს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.
ამომრჩეველთა სპეციალური სიიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის გადაყვანის საფუძვლებია:
ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
ამომრჩეველი მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;
ამომრჩეველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური წოდების მქონე პირია და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;
მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;
იმყოფება პატიმრობაში ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
საოლქო საარჩევნო კომისია, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ბეჭდურ ვერსიას (კედლის სია), გასაჯაროების მიზნით გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიას. აღნიშნულ სიაში ასახულია ამომრჩევლების მონაცემები, რომლებიც:
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში;
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის შედეგად;
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიიდან გადაყვანილი არიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების როგორც საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული, ასევე საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსიების ბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. აღნიშნული მიზნით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციას, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენის შემდგომ დაუყოვნებლივ გადასცემენ ცესკოს.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 33;
ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილება „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობის კანდიდატების და პარტიული სიების საარჩევნო რეგისტრაციის სერვისის განსახორციელებლად საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს:
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით დოკუმენტაციის მიღებას და რეაგირებას (რეგისტრაციაში გატარება/უარი რეგისტრაციაში გატარებაზე)
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტას (მხარდამჭერთა სიების მიღება და რეაგირება)
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის მიერ პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენის მიზნით დოკუმენტაციის მიღებას და რეაგირებას (რეგისტრაციაში გატარება/უარი რეგისტრაციაში გატარებაზე)
არჩევნებში მონაწილეობაზე უარის, კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ინიციირებული განაცხადის მიღებას და რეაგირებას
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სუბიექტებისთვის (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის) რიგითი ნომრის განსაზღვრას
| ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია |
|---|
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს. ამ მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა (18 აგვისტო) განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის შესახებ შემდეგი მონაცემები:
სახელი, გვარი;
დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
თანამდებობა (საქმიანობა);
სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
რეგისტრაციის ადგილი;
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის დასახელება, სადაც იგი მაჟორიტარ კანდიდატადაა წარდგენილი.
განცხადება, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრების და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის შესახებ (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში)). განცხადებას, ხელს უნდა აწერდეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.
საყურადღებოა, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:
მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პირის სახელზე გაცემულ ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პირის ფოტოსურათი 2 ცალად და მის მიერ ხელმოწერილ სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად.
სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისთვის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, წყვეტს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტაცია შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ხარვეზის შესახებ და აძლევს ვადას (ერთი დღე) შესწორებული დოკუმენტაციის წარსადგენად. შესწორებული დოკუმენტაცია, არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატს, რომელიც ზედა კიდურების არქონის ან სხვაგვარად შეზღუდული (დროებით/მუდმივად) მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას („ფიზიკური მდგომარეობა“), მის ნაცვლად სააღრიცხვო ბარათს ავსებს და თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე მისი თანდასწრებით წერს კანდიდატის მიერ არჩეული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
| ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაცია |
|---|
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა (25 აგვისტო) საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია (ხელმოწერების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით).
მხარდამჭერთა ხელმოწერები შესრულებული უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულებით დამტკიცებული ნიმუშის ბლანკზე (აქვს განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ყოველი კანდიდატისთვის სხვადასხვაა და აღნიშნულია ბლანკის ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება საოლქო საარჩევნო კომისიაში).
მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები ხელმომწერთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.
მხარდამჭერთა სიები საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ისე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ლუქზე გაკეთებული ხელმოწერით.
მხარდამჭერთა სიის შემოწმებას უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია მისი წარდგენიდან 3 დღეში. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. საოლქო საარჩევნო კომისია თანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. მხარდამჭერთა სიების შემოწმების დასრულებიდან 2 დღის ვადაში, იმ შემთხვევაში, თუ:
წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების შესახებ;
წარდგენილი მხარდამჭერთა სია არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს - მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, მათ შორის, შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 3 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დადგენილი წესით ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში, თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაზე (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება ჯგუფის მიერ წარმომადგენელი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ:
არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები;
დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა;
მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;
კანდიდატმა არ წარმოადგინა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
არასრული ან არასწორია საარჩევნო კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები;
ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის თანხმობა იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია;
საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მხარდამჭერთა სიის შემოწმების შედეგებისა და კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა (5 სექტემბერი) იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა (18 სექტემბერი) გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ. ამასთან, კანდიდატს უფლება აქვს, იმავე ვადაში (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა (18 სექტემბერი)) მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 36 – მუხლი 38; მუხლი 134.1; მუხლი 136; მუხლი 141; მუხლი 144; მუხლი 146; მუხლი 1461;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №30/2017 დადგენილება;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს №39/2017 დადგენილება;
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილება.
| საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის და პარტიული სიების წარდგენა/რეგისტრაცია |
|---|
არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი) განცხადებით მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და პარტიული სიის წარდგენის მიზნით (თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სიის რეგისტრაციის მიზნებისთვის განცხადება წარედგინება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას).
საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით, პარტიის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:
გვარი, სახელი;
დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
თანამდებობა (საქმიანობა);
სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად.
არჩევნებში მონაწილე პარტიამ, საოლქო საარჩევნო კომისიაში, განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:
მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პირის სახელზე გაცემული ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პირის ფოტოსურათი 2 ცალად და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად.
სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე. სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა.
ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატის სააღრიცხვო ბარათს კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით ავსებს, ხელს აწერს, თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე წერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატთან ერთად წარადგენს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა).
პარტიული სიების საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში მონაწილე პარტია უფლებამოსილია საარჩევნო ოლქში წარადგინო ერთი პარტიული სია (პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტია). პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, მათ შორის, პარტიის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, ასევე, ის პირი, რომელიც არ არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრი.
პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერით და მასში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:
გვარი, სახელი;
დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
სქესი;
თანამდებობა (საქმიანობა);
სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით).
იმ შემთხვევაში, თუ პარტიულ სიაში შეყვანილია ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი.
პარტიულ სიას უნდა ერთოდეს პარტიულ სიაში შეყვანილი ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, კანდიდატის სახელზე გაცემული ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ, კანდიდატის ფოტოსურათი 2 ცალად და კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად.
სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა.
პარტიის მიერ წარდგენილი ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატის სააღრიცხვო ბარათს კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით ავსებს, ხელს აწერს, თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე წერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატთან ერთად წარადგენს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა).
პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და განცხადების/პარტიული სიის წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა (6 სექტემბერი) და იღებს გადაწყვეტილებას მაჟორიტარი კანდიდატის და პარტიული სიის რეგისტრაციის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ:
წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას, პარტიული სიის, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ;
პარტიული სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და პარტიის წარმომადგენელს პარტიული სიისა და წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფისთვის აძლევს 3 დღეს.
შესწორებული მონაცემები მოწმდება და პარტიული სიის, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრირებულ კანდიდატებს გადასცემს კანდიდატის მოწმობებს.
არჩევნებში მონაწილე პარტიას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება პარტიის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და პარტიული სიის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ:
არასრული ან არასწორია საარჩევნო კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები;
კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ პარტიულ სიაში შეყვანაზე;
პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე;
ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის კანდიდატად წარდგენაზე;
თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია;
თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა;
საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
პარტიას უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა (18 სექტემბერი) გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ. ამასთან, კანდიდატს უფლება აქვს, იმავე ვადაში (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა (18 სექტემბერი)) მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 134.1; მუხლი 136; მუხლი 141; მუხლი 143; მუხლი 144; მუხლი 145; მუხლი 146;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს №39/2017 დადგენილება.
| საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სუბიექტის (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის) რიგითი ნომრის განსაზღვრა |
|---|
პარტიის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას აქვს მინიჭებული. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი). წილისყრის პროცედურები ტარდება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე:
ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან;
ყოველ ფურცელს ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
წილისყრის ფურცლები იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული კანდიდატების იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 25 დღისა (9 სექტემბერი).
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 381

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - მერის არჩევნებისთვის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის სერვისის განსახორციელებლად საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს:
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით დოკუმენტაციის მიღებას და რეაგირებას (რეგისტრაციაში გატარება/უარი რეგისტრაციაში გატარებაზე)
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მერობის კანდიდატის რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტას (მხარდამჭერთა სიების მიღება და რეაგირება)
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის მიერ საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით დოკუმენტაციის მიღებას და რეაგირებას (რეგისტრაციაში გატარება/უარი რეგისტრაციაში გატარებაზე)
არჩევნებში მონაწილეობაზე უარის, კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ინიციირებული განაცხადის მიღებას და რეაგირებას
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სუბიექტებისთვის (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატებისთვის) რიგითი ნომრის განსაზღვრას
| ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია |
|---|
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს. ამ მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა (18 აგვისტო) განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას (გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთები ცესკოს წარედგინება). განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის შესახებ შემდეგი მონაცემები:
სახელი, გვარი;
დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
თანამდებობა (საქმიანობა);
სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
რეგისტრაციის ადგილი;
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
საარჩევნო ოლქის დასახელება, სადაც იგი წარდგენილია მერობის კანდიდატად.
განცხადება, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრების და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის შესახებ (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში)). განცხადებას, ხელს უნდა აწერდეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.
საყურადღებოა, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, შესაბამის საარჩევნო კომისიაში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:
მერობის კანდიდატად წარდგენილი პირის სახელზე გაცემულ ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
მერობის კანდიდატად წარდგენილი პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
მერობის კანდიდატად წარდგენილი პირის ფოტოსურათი 2 ცალად და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი.
სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე. სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატის ნაცვლად სააღრიცხვო ბარათს ავსებს და თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე მისი თანდასწრებით წერს კანდიდატის მიერ არჩეული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისთვის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, წყვეტს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტაცია შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ და აძლევს ვადას (ერთი დღე) შესწორებული დოკუმენტაციის წარსადგენად. შესწორებული დოკუმენტაცია, არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
| ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მერობის კანდიდატის რეგისტრაცია |
|---|
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა (25 აგვისტო) შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია (ხელმოწერების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით).
მხარდამჭერთა ხელმოწერები შესრულებული უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულებით დამტკიცებული ნიმუშის ბლანკზე (აქვს განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ყოველი კანდიდატისთვის სხვადასხვაა და აღნიშნულია ბლანკის ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება საოლქო საარჩევნო კომისიაში).
მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები ხელმომწერთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.
მხარდამჭერთა სიები საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ისე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ლუქზე გაკეთებული ხელმოწერით.
მხარდამჭერთა სიის შემოწმებას უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია მისი წარდგენიდან 3 დღეში. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. საოლქო საარჩევნო კომისია თანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. იმ შემთხვევაში, თუ:
წარდგენილი მხარდამჭერთა სია აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების შესახებ;
წარდგენილი მხარდამჭერთა სია არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს - მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, მათ შორის, შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 3 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დადგენილი წესით ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში, თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმომადგენელი მერობის კანდიდატის რეგისტრაციაზე (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ:
არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები;
დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა;
მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;
არასრული ან არასწორია საარჩევნო კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები;
ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
დარღვეულია მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები;
მერობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია.
საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მხარდამჭერთა სიის შემოწმების შედეგებისა და კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე (4 სექტემბერი) დღისა იღებს გადაწყვეტილებას გადაწყვეტილებას წარდგენილი მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მერობის კანდიდატს რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა (18 სექტემბერი) გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. ამასთან, მერობის კანდიდატს უფლება აქვს, იმავე ვადაში (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა (18 სექტემბერი)) მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 36 – მუხლი 38;
მუხლი 134.2; მუხლი 165; მუხლი 167; მუხლი 168;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №32/2017 დადგენილება;
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილება;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს №39/2017 დადგენილება.
| საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მერობის კანდიდატის რეგისტრაცია |
|---|
მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი) მერობის კანდიდატის წარსადგენად განცხადებით მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას (თბილისის მერობის კანდიდატების რეგისტრაციის მიზნებისთვის განცხადება წარედგინება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას). განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მერობის კანდიდატის:
გვარი, სახელი;
დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
თანამდებობა (საქმიანობა);
სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მერობის კანდიდატად.
არჩევნებში მონაწილე პარტიამ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით დამოწმებულ განცხადებასთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს:
მერობის კანდიდატად წარდგენილი პირის სახელზე გაცემულ ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
მერობის კანდიდატად წარდგენილი პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
მერობის კანდიდატად წარდგენილი პირის ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი.
სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე. სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა.
პარტიის მიერ წარდგენილი ფიზიკური მდგომარეობის მქონე მერობის კანდიდატის სააღრიცხვო ბარათს კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით ავსებს, ხელს აწერს, თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე წერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატთან ერთად წარადგენს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა).
პარტიის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა (6 სექტემბერი) იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ:
წარდგენილი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ;
კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და პარტიის წარმომადგენელს წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფისთვის აძლევს 3 დღეს.
შესწორებული მონაცემები მოწმდება და მერობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
მერობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრირებულ კანდიდატებს გადასცემს კანდიდატის მოწმობებს.
არჩევნებში მონაწილე პარტიას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება პარტიის მიერ წარმომადგენელი მერობის კანდიდატის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ:
არასრული ან არასწორია საარჩევნო კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები;
ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
თუ მერობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია;
საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
პარტიას ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა (18 სექტემბერი) გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. ამასთან, მერობის კანდიდატს უფლება აქვს, იმავე ვადაში (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა (18 სექტემბერი)) მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 134.2; მუხლი 165; მუხლი 167; მუხლი 168;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს №39/2017 დადგენილება.
| საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სუბიექტის (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის) რიგითი ნომრის განსაზღვრა |
|---|
პარტიის მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას აქვს მინიჭებული. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი). წილისყრის პროცედურები ტარდება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე:
ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან;
ყოველ ფურცელს ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
წილისყრის ფურცლები იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული კანდიდატების იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 25 დღისა (9 სექტემბერი).
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 381

დამკვირვებლების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაციისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის სერვისის განსახორციელებლად საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს:
ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, ორგანიზაციისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტას
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაციას ქვემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიებში
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხის გადაწყვეტას
| ადგილობრივი დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია |
|---|
ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელსაც სურს დაკვირვება განახორციელოს ერთ საარჩევნო ოლქში, უფლება აქვს, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (24 სექტემბერი), რეგისტრაციაში გატარების მიზნით მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
ორგანიზაციის მიერ წარდგენილ წერილობით განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაციას სურს დაკვირვების განხორციელება. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, გაცემული საარჩევნო კომისიისათვის მიმართვამდე ბოლო 10 დღის ვადაში.
ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და ორგანიზაციის რეგისტრაციისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიმართოს ცესკოს, რომელსაც აქვს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან წვდომა და მონაცემთა გადამოწმების შესაძლებლობა.
საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, კომისიის სხდომაზე წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს და იღებს განკარგულებას:
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების შესახებ, თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ მოთხოვნებს;
ა) არის კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (გარდა იმ ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, რომლის ხელმძღვანელი პირი ანდა წესდებით/სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი იმავდროულად არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან წესდებით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი ანდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის შემომწირველი ბოლო 4 წლის განმავლობაში);
ბ) ორგანიზაციის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას;
გ) ორგანიზაციამ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა კანონმდებლობით დადგენილი ვადისა და წესის დაცვით.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებას, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, მისი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ორგანიზაციას. კომისიის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში.
რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას საოლქო საარჩევნო კომისია გაუუქმებს რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად და რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, საოლქო საარჩევნო კომისიას არ წარუდგენს დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება.
| საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაცია |
|---|
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (29 სექტემბერი), ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება.
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს მატერიალური ფორმით უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ან ისარგებლოს დისტანციური სერვისით და ონლაინ რეჟიმში განახორციელოს განცხადების წარდგენა/რეგისტრაცია.
მატერიალური ფორმით წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, მისამართის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;
მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილისა;
მოსამართლისა;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა;
პროკურატურის თანამდებობის პირისა;
იმ პირისა, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი;
საარჩევნო კომისიის წევრისა;
სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა;
პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა;
იმ პირისა, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
იმ პირისა, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი ასევე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც:
ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა იღებს გადაწყვეტილებას და გამოსცემს განკარგულებას:
დამკვირვებლის/დამკვირვებლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
დამკვირვებლის/დამკვირვებლების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
რეგისტრირებული დამკვირვებლების მოწმობებს, კომისიის მდივანი გადასცემს დამკვირვებელ ორგანიზაციას. დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს, რომელიც ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.
| საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაცია საუბნო საარჩევნო კომისიებში |
|---|
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ასევე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საარჩევნო სუბიექტი) უფლება აქვს ყოველ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი. ამ მიზნით, საარჩევნო სუბიექტმა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს.
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განცხადება წარადგინოს მატერიალური ფორმით უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ან ისარგებლოს დისტანციური სერვისით და ონლაინ რეჟიმში განახორციელოს განცხადების წარდგენა/რეგისტრაცია.
მატერიალური ფორმით წარდგენილ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის:
გვარი, სახელი;
მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).
განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში, თან უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, ამასთან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:
პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი;
სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
საარჩევნო კომისიის წევრი;
ადგილობრივი დამკვირვებელი, საერთაშორისო დამკვირვებელი;
პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი;
დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი;
პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას და გამოსცემს განკარგულებას:
საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
რეგისტრირებულ წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სუბიექტის წარმომადგენლის სამკერდე ნიშანს, რომელიც ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.
საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღის წინა დღის (3 ოქტომბერი) და კენჭისყრის დღისა (4 ოქტომბერი), დანიშნოს/გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენლები საუბნო საარჩევნო კომისიებში, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებული პირის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი გამოსცემს განკარგულებას შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
| პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაცია |
|---|
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, რომლებსაც სურთ საქმიანობა განახორციელონ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (29 სექტემბერი) მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს წარმომადგენლების აკრედიტაციის მიზნით.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ან გამოყენებულ იქნეს დისტანციური სერვისი - ონლაინ რეჟიმში განცხადების წარდგენა/რეგისტრაცია.
მატერიალური ფორმით წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები.
იმ შემთხვევაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს წარმომადგენელთა აკრედიტაციის მიზნით მიმართა ორგანიზაციამ, განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, გაცემული საარჩევნო კომისიისათვის მიმართვამდე ბოლო 10 დღის ვადაში.
ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიმართოს ცესკოს, რომელსაც აქვს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან წვდომა და მონაცემთა გადამოწმების შესაძლებლობა.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი;
მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;
მოსამართლე;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;
საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირი;
პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი წარმომადგენელი;
საარჩევნო კომისიის წევრი;
დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი;
სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი;
პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირი;
პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და იღებს განკარგულებას:
წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
წარმომადგენელთა აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმომადგენელს გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში.
კომისიის მდივანი აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობებს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს (ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად).
აკრედიტებულ წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი გაუუქმებს აკრედიტაციას იმ შემთხვევაში, თუ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად და რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, საოლქო საარჩევნო კომისიას არ წარუდგენს დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 39; მუხლი 40; მუხლი 42; მუხლი 44.
ცესკოს 2016 წლის 14 ივლისის №297/2016 განკარგულება „ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ“ და ცესკოს 2016 წლის 14 ივლისის №298/2016 განკარგულება „ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციისათვის წარსადგენი განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ“.
ცესკოს 2024 წლის 31 აგვისტოს №41/2024 დადგენილება „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, პარტიული სიების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“.

საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს ფუნქციონირების დაწყების დღიდან, უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მიღება-ჩაბარების აქტით ეტაპობრივად გადასცემს სხვადასხვა სახის ტექნიკურ საშუალებებს/ინვენტარს და მასალას.
საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის სერვისის განსახორციელებლად, საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ქვემოთ მოცემულ საარჩევნო დოკუმენტაციას/ინვენტარს და საარჩევნო ელექტრონულ აპარატებს.
| საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის გადასაცემი საარჩევნო დოკუმენტაცია/საარჩევნო ელექტრონული აპარატები და სხვა საარჩევნო ინვენტარი | გადაეცემა საარჩევნო უბანს სადაც კენჭისყრა ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება |
გადაეცემა საარჩევნო უბანს სადაც კენჭისყრა ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ჩატარდება |
|---|---|---|
| ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია | ||
| ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობისას) კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია | ||
| გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობისას) კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია | ||
| საარჩევნო ბიულეტენები, შეფუთული 50-50 ცალად | ||
| სპეციალური ჩარჩო-კონვერტები | ||
| საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები | ||
| სპეციალური კონვერტები | ||
| საკონტროლო ფურცელი | ||
| აუდიტის დადასტურების ფორმა | ||
| ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი აქტების ფორმა | ||
| ჩანაწერთა წიგნი | ||
| შედეგების დათვლის აქტები | ||
| ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობის აღრიცხვის ფორმა | ||
| შემაჯამებელი ოქმების ფორმები | ||
| შემაჯამებელი ოქმების შესწორების ოქმების ფორმები | ||
| სადემონსტრაციო ოქმები | ||
| ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები | ||
| ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატები | ||
| ასლგადამღები მანქანა | ||
| პლანშეტი | ||
| ფარული ხმის მიცემის კაბინები | ||
| გადასატანი საარჩევნო ყუთი | ||
| ძირითადი გამჭვირვალე ყუთი | ||
| ძირითადი გაუმჭვირვალე ყუთები | ||
| ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილი გაუმჭვირვალე ყუთები | ||
| ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქები | ||
| ძირითადი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქი | ||
| გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქები | ||
| გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქი | ||
| ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილი გაუმჭვირვალე ყუთების ლუქები | ||
| ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილი გაუმჭვირვალე ყუთის ჭრილის ლუქები | ||
| აპარატებში მეხსიერების ბარათის მოსათავსებელი სპეციალური ადგილის ლუქები | ||
| საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალური მარკერები | ||
| მარკირების შესამოწმებელი ულტრაიისფერ ფარანი | ||
| მარკირების სითხეები | ||
| საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქული პაკეტი და სამელნე ბალიში | ||
| რეგისტრატორის ბეჭდების დალუქული პაკეტი | ||
| გამადიდებელი ლინზა მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის | ||
| სპეციალური ჩარჩო-ფორმა უსინათლო ამომრჩევლებისთვის | ||
| საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი | ||
| არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ წარდგენილი პარტიული სიები | ||
| ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატთა სია | ||
| საარჩევნო ოლქში წარდგენილი მერობის კანდიდატთა სია | ||
| ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი | ||
| ლითონის სამაგრები | ||
| ლითონის შემკვრელი | ||
| საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის შესაფუთი კონვერტები/პოლიეთილენის პარკი |
საოლქო საარჩევნო კომისიისგან ელექტრონული აპარატების, საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის მიღებისთვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მიღება-ჩაბარების პროცესი ფორმდება აქტით (ორ ეგზემპლარად).
საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა (3 ოქტომბერი) აწყობს კენჭისყრის შენობას. საოლქო საარჩევნო კომისია ზედამხედველობას უწევს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შენობის მოწყობასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებას.
საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩასატარებლად კენჭისყრის შენობის მოწყობის ნიმუში





საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის ჩასატარებლად კენჭისყრის შენობის მოწყობის ნიმუში

ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების ტექნიკურ აწყობას (აპარატების გააქტიურების გარეშე) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი - ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური სპეციალისტი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანდასწრებით.
საუბნო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოაკრას:
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია;
ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ასეთის არსებობისას);
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ასეთის არსებობისას);
არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ წარდგენილი პარტიული სიები/კანდიდატთა სიები;
განცხადება საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი საარჩევნო სუბიექტის შესახებ, რომელიც აღარ მონაწილეობს არჩევნებში (ასეთის არსებობისას განცხადება იკვრება, როგორც კენჭისყრის შენობაში, ისე ფარული ხმის მიცემის კაბინებში);
ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;
ამონარიდი საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომელიც ადგენს საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის საფუძვლებს;
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 58;
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილება, მუხლი 3, მუხლი 4.

საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღეს უზრუნველყოფს ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის სერვისის განხორციელებას, ქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ დამკვირვებლებს, წარმომადგენლებს შეეძლოთ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება კენჭისყრის შენობაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.
საოლქო საარჩევნო კომისია ზედამხედველობას უწევს ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და კენჭისყრის შენობის გახსნიდან პერიოდულად იღებს სხვადასხვა სახის სავალდებულო ინფორმაციას, მათ შორის:
საარჩევნო უბნის გახსნისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის შესახებ;
საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, დაიწყოს კენჭისყრისთვის მოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხადდა 9 წევრი მაინც. ნაკლებობის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ცესკოს გადაწყვეტილებით შეიძლება შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც დაეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების განხორციელება.
კენჭისყრის დაწყების შესახებ;
შესაბამისი გარემოებების არსებობისას, კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების შესახებ, ასევე კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ.
საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი გარემოებების არსებობისას მიიღოს გადაწყვეტილება კენჭისყრის შეწყვეტის შესახებ. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება.
კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ 10:00, 12:00, 15:00, 17:00 საათის მდგომარეობით;
კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ.
კენჭისყრის პროცესი სრულდება 20:00 საათზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ დროისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რიგში დგანან ამომრჩევლები. როგორც კი რიგში მდგომი აღრიცხული ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, კენჭისყრა დასრულებულად ცხადდება.
საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის სერვისის განხორციელებას უზრუნველყოფს საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით, საოლქო საარჩევნო კომისიას ასევე აწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერების შესახებ, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატების ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევას.
თუ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის/ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების ტექნიკური ხარვეზის გამო შეუძლებელია კენჭისყრის დაწყება ან შეფერხდა კენჭისყრის პროცესი, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი (ელექტრონული ტექნოლოგიების ტექნიკური სპეციალისტი) ადგილზე ასწორებს ტექნიკურ ხარვეზს. ტექნიკური ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში კენჭისყრის პროცესი გრძელდება იმავე აპარატებით.
თუ ხარვეზის აღმოფხვრა შეუძლებელია კენჭისყრის პროცესი გაგრძელდება აპარატების გამოყენების გარეშე. ინფორმაცია ეცნობება ცესკოს.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 14.1.ზ; მუხლი 21.ა; მუხლი 21.გ.

კენჭისყრის დღის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან/და კომისიის მდივანი საოლქო საარჩევნო კომისიას აბარებს:
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესწორების ოქმს/ოქმებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განსხვავებული აზრის ამსახველ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სარეგისტრაციო ჟურნალს და მასთან ერთად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა/კომისიის მდივნის ახსნა-განმარტებით ბარათებს/აქტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დალუქულ პაკეტს, რომელშიც მოთავსებულია: ჩანაწერთა წიგნი; განცხადებები/საჩივრები (ასეთის არსებობისას); ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებიდან ამობეჭდილი საწყისი ანგარიშები და აპარატიდან ამობეჭდილი საბოლოო ანგარიში; ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი „ნულოვანი ამონაწერები“ და აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ამონაწერი.
ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის აუდიტის დადასტურების შევსებულ ფორმას - იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანში კენჭისყრა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
თითოეული სახის საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემისას დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი/აქტები, რომელსაც ხელს აწერენ უფლებამოსილი პირები.
ზემოთ აღნიშნული საარჩევნო დოკუმენტაციის გარდა სხვა დალუქულ საარჩევნო დოკუმენტაციას (მათ შორის, ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს; თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის კუთვნილ საარჩევნო ბიულეტენები), საარჩევნო ინვენტარსა და ელექტრონულ აპარატებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიის საწყობში აბარებს საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილ პირს.
კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში (6 ოქტომბერი), საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, იმ საარჩევნო უბნიდან მიღებული დალუქული საარჩევნო ბიულეტენები, სადაც კენჭისყრის დღეს არ იქნა განთავსებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი, გადაიყვანოს ციფრულ ფორმატში.
საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის მიზნით დალუქული პაკეტების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას, ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების ინტერნეტსივრცეში განთავსებას და საარჩევნო ბიულეტენების კვლავ შეფუთვას უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი/თანამშრომლები.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 71.7.
ცესკოს 2023 წლის 20 თებერვლის №15/2023 დადგენილება „საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ“.

საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის, ასევე ხელახლა გადათვლილი საარჩევნო უბნების შედეგების გათვალისწინებით, აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმს.
| საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება და ხელახლა დათვლა |
|---|
საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა (10 ოქტომბერი), კომისიის სხდომაზე, საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით ავლენს 5 საარჩევნო უბანს, ხსნის ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტებს და ხელახლა ითვლის კენჭისყრის შედეგებს.
შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ის საარჩევნო უბნები, რომლის კენჭისყრის შედეგების გადათვლას იწვევს შემდეგ გარემოებები:
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;
ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.
საოლქო სარჩევნო კომისია უფლებამოსილია, განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/ საჩივარი შეტანილია საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით გადაამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სისწორე.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და, მათი სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 8.4; მუხლი 21.დ1, დ2, დ3, დ4, ე.
ცესკოს 2023 წლის 24 თებერვლის №22/2023 დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ“.
| არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში |
|---|
საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა (19 ოქტომბერი) აჯამებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების შედეგებს და ადგენს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს შემაჯამებელ ოქმებში შესატანი მონაცემები, მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმებში.
საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს. თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში სპეციალურად განკუთვნილ გრაფაში აღინიშნება მონაცემი, რომელსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი, რასაც ადასტურებს ხელმოწერით). განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში უნდა აღინიშნოს მათი შედგენის თარიღი და დრო (საათი და წუთი). კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
| არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა |
|---|
საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) გადაეცემა ცესკოს.
საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი მოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 75.

საოლქო სარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:
განცხადება/საჩივარი;
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით შეისწავლოს საკითხი.
სქემა - საოლქო სარჩევნო კომისიაში კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპების ილუსტრაცია.

| დაინტერესებული მხარის მიერ კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა საოლქო საარჩევნო კომისიაში |
|---|
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი/გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადებით/ საჩივრით მიმართონ საოლქო საარჩევნო კომისიას იმ შემთხვევაში, თუ:
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება საარჩევნო უბნის გახსნიდან (06:45 საათიდან) ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე გამოვლენილი დარღვევებს. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის განცხადების/საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ;
საოლქო საარჩევნო კომისია იღებს შესაბამის ზომებს დარღვევის აღმოსაფხვრელად.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს (საარჩევნო ყუთის გახსნიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე) ჩადენილ დარღვევებს. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის განცხადების/საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს 3 დღის ვადაში.
| კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია საოლქო საარჩევნო კომისიაში |
|---|
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.
საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანა დასაშვებია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი განსაზღვრულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №94/2021 განკარგულებით.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს მისი ხელმოწერით დამოწმებულ წერილობით ცნობას/სამახსოვრო ბარათს, განცხადების/საჩივრის მიღების თარიღის, ზუსტი დროისა და სარეგისტრაციო ჟურნალში დოკუმენტისთვის მინიჭებული ნომრის მითითებით.
ცნობის/სამახსოვრო ბარათის ნიმუში
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის შესავსებად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:
განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;
განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;
საარჩევნო უბნის ნომერს;
მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.
განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით ან წარადგინოს ახალი განცხადება (რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც მას დაუდგინდა ხარვეზი). კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს ჩანაწერს „ხარვეზი“. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი ხელმძღვანელი პირი.
ხარვეზის შევსების ვადა დგინდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ვადას ერთპიროვნულად ადგენს განცხადების/საჩივრის მიმღები პირი.
ხარვეზის შევსების შემთხვევაში განცხადების/საჩივრის მიმღები პირი სარეგისტრაციო ჟურნალში წერს „შევსებულია“ და უთითებს ხარვეზის შევსების ზუსტ დროსა და თარიღს. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და განცხადების/საჩივრის მიმღები პირი.
განცხადება/საჩივარი არ განიხილება, თუ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსო.
ხარვეზის დადგენა არ ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე/საჩივარზე. კომისიის მიერ ხარვეზის დაუდგენლად განუხილველი რჩება ასევე განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით:
განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 06:45 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;
არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა ან კომისიის მდივნისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი;
განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში;
დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;
განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
| კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება |
|---|
კენჭისყრის პროცედურებთან, ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადებებს/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
განცხადების/საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიღებული განკარგულება, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით და ვადებში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.
საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.
მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში. ამასთან, მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა. თუ საჩივრის ავტორია:
საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას;
საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;
საარჩევნო კომისიის წევრი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ პირადად მას ეცნობება.
საჩივრის განხილვისათვის მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარება დასტურდება:
მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში − შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.
მხარე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიაში აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
მხარეს უფლება აქვს:
ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით;
საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით.
საჩივრის განხილვისას საარჩევნო კომისიაში მხარის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი, გარდა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა.
წარმომადგენელი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარადგინოს კანონით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი:
მოქალაქეების წარმომადგენლობა დასტურდება მათ მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით;
პარტიის, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლობა დასტურდება მისი ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული მინდობილობით;
ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება მარწმუნებლის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული დოკუმენტით (მინდობილობა/ორდერი).
თუ წარმომადგენელი არ წარადგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, მას არ მიეცემა განცხადების/საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება და გადაწყვეტილება მიიღება მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად.
გასაჩივრების უფლების მქონე პარტიის/სადამკვირვებლო ორგანიზაციის მინდობილ პირს, რომელიც რეგისტრირებულია მინდობილ პირთა ელექტრონულ რეესტრში, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ მოეთხოვება.
განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე წერილობითი ფორმით განაცხადოს უარი განცხადება/საჩივარზე (უკან გაითხოვოს განცხადება/საჩივარი). აღნიშნული დოკუმენტს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი დაურთავს განცხადებას/საჩივარს. ზეპირი მოსმენის დროს მხარის მიერ გაცხადებული უარი, განცხადების/საჩივრის განხილვაზე, აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში.
განცხადების/საჩივრის უკან გამოთხოვის (უარი განცხადება/საჩივარზე) შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია არ გამოსცემს განკარგულებას.
|
|---|
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე, გარდა კენჭისყრის პროცედურებთან, ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ დავებზე, განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე პირებს (აგრეთვე ამ პირთა სახელით ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს), სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/ საჩივარი რჩება განუხილველი.
საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია, განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება და განცხადების/საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ერთიანი წესით, რომელიც მოქმედებს კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე წარდგენილ განცხადებებთან და საჩივრებთან მიმართებით. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისია არ ადგენს ხარვეზს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გამო წარდგენილ განცხადებებზე და საჩივრებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას განცხადება/საჩივარი ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი.
| საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი |
|---|
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები, გარდა ქვემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებებისა, მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, როგორიცაა ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის გამო) შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 2 კალენდარული დღის ვადაში.
განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 72, მუხლი 73, მუხლი 77, მუხლი 78.
ცესკოს 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
ცესკოს 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
08 რა
ძირითად საკითხებზე ახდენს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო
კომისიებთან კომუნიკაციას/კოორდინაციას კენჭისყრის დღეს 36