საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37/2024
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016751
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №37/2024

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

თემატური სარჩევი

01 როგორ უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისის განხორციელებას 5

02 როგორ უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩევლის სპეციალურ სიაში შეყვანის სერვისის განხორციელებას 7

03 როგორ უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანის სერვისის განხორციელებას 10

04 როგორ უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია დამკვირვებლების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაციის და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის სერვისის განხორციელებას 12

05 რა სახის საარჩევნო დოკუმენტაციას/ინვენტარს და საარჩევნო ელექტრონულ აპარატებს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღისთვის 17

06 რა ძირითად საკითხებზე ახდენს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაციას/კოორდინაციას კენჭისყრის დღეს 21

07 რა სახის საარჩევნო დოკუმენტაციას/ინვენტარს და საარჩევნო ელექტრონულ აპარატებს იბარებს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიისგან კენჭისყრის დღის დასრულების შემდეგ 23

08 როგორ წარიმართება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი 24

09 როგორ ახდენს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირებას 27

ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისის განსახორციელებლად საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიების მეშვეობით ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროებას

  • საუბნო საარჩევნო კომისიების მეშვეობით ამომრჩევლის ბარათების დარიგებას

  • ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით განცხადებების მიღებას და რეაგირებას

  • ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროებას

ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროება

საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისიებს, არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან (26 სექტემბერი) გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია - ამომრჩევლების ფოტოსურათების და პირადი ნომრების გარეშე).

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია აღნიშნული სია და მასთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესი დაუყოვნებლივ გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ამომრჩევლებისთვის, დამკვირვებელი ორგანიზაციების და საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიების (საარჩევნო სუბიექტები) წარმომადგენლებისთვის.

საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისია.

საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისიებს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (24 ოქტომბერი), გადასცემს საბოლოო, დაზუსტებული სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა ერთიანი სიის თავდაპირველი ვერსია ჩამოხსნას და იმავე ადგილას გამოაკრას სიის დაზუსტებული ვერსია.

ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისია, მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვირვებელ ორგანიზაციას, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი რეგულაციების დაცვით, გადასცემს ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსიის ასლს, როგორც ბეჭდური ისე ელექტრონული ფორმით.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია გაიცემა მხოლოდ ელექტრონული სახით. ამ მიზნით უფლებამოსილმა პირმა საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.

ამომრჩევლის ბარათების დარიგება

ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით, კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი) და არაუგვიანეს მე-20 დღისა (6 ოქტომბერი), საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩევლებს მისამართებზე ურიგებენ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაცემულ ამომრჩევლის ბარათებს, რომელშიც მითითებულია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახული ამომრჩევლის პირადი მონაცემები და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნის წესი.

ამომრჩევლის ბარათები რიგდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, დარიგებაზე პასუხისმგებელ ჯგუფში/ჯგუფებში საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეციალური ჯგუფის არანაკლებ 2 წევრის მონაწილეობით.

საოლქო საარჩევნო კომისია ზედამხედველობას უწევს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩევლის ბარათების დარიგების პროცესს.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების/სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ დაკისრებული ვალდებულების ბრალეულად შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს.

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით განცხადებების მიღება და რეაგირება

ამომრჩეველს, დამკვირვებელ ორგანიზაციას და საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას უფლება აქვთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (8 ოქტომბერი), შესაბამისი ცვლილების შეტანის მოთხოვნით განცხადებით მიმართონ საოლქო საარჩევნო კომისიას, უშუალოდ, ან ისარგებლონ საუბნო საარჩევნო კომისიის სერვისით.

საუბნო საარჩევნო კომისიაში შემოსული განცხადებები (თანდართული დოკუმენტებით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებს განიხილავს სხდომაზე, მათი მიღებიდან 2 დღის ვადაში და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას:

  • ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ;

  • ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის შესახებ, 2 დღის ვადაში გადასცემს ცესკოს და საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც საჯაროობის მიზნით განკარგულებას აკრავს კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ, მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე გადასცემს განმცხადებელს.

განმცხადებელს უფლება აქვს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ განკარგულება, გამოცემიდან 2 დღის ვადაში, გაასაჩივროს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, სათანადო ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:

  • საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 31.

  • ცესკოს 2024 წლის 10 ივლისის №62/2024 განკარგულება „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩევლის ბარათის ამომრჩევლისთვის გადაცემის ვადების, ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების და შესაბამისი ინფორმაციის ამომრჩევლისთვის მიწოდების წესის განსაზღვრის შესახებ“.

ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის სერვისის განსახორციელებლად საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს:

  • ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიაში შეყვანის მოთხოვნით ამომრჩეველთა განცხადებების მიღებას და რეაგირებას

  • სხვადასხვა დაწესებულებიდან ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის მიღებას და რეაგირებას

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს, ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის მიზნით, მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას, უშუალოდ, ან ისარგებლოს საუბნო საარჩევნო კომისიის სერვისით.

ამომრჩეველმა საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღის (15 ოქტომბერი) 18:00 საათამდე, წერილობითი განცხადების ან სატელეფონო ზეპირი განცხადების ფორმით.

წერილობითი განცხადების რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია განცხადებაში მითითებული იყოს ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და იმ ადაპტირებული უბნის ნომერი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას. კომისიის მდივანი საჭიროების შემთხვევაში განმცხადებელს აზუსტებინებს ინფორმაციას.

სატელეფონო ზეპირი განცხადების რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია კომისიის მდივანმა სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების მიღების ზუსტი დრო, ტელეფონის ნომერი და ადაპტირებული უბნის ნომერი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას.

კომისიის მდივანი ამომრჩევლის წერილობით განცხადებას / სატელეფონო ზეპირ განცხადებას ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და ხელმოწერით ადასტურებს მის მიღებას.

ამომრჩევლის მიერ, ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის მოთხოვნით, საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია შემოსულ განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღის (16 ოქტომბერი) 18:00 საათამდე საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (16 ოქტომბერი), 18:00 საათის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული განცხადებების/ ინფორმაციის, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას.

ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიის დამტკიცების შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისია:

  • შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს აღნიშნული სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიას (კედლის სია), გასაჯაროების მიზნით;

  • სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველიც იქნა შეყვანილი ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაბამისი ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ ჩანაწერის „ეტლით მოსარგებლეა“ დაფიქსირების მიზნით.

ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანა

საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს ამომრჩევლები, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ მოთხოვნებს და მათი სპეციალურ სიაში შეყვანა, ვადების დაცვით, ინიცირებულია უფლებამოსილი დაწესებულების მიერ.

ამომრჩევლის სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის საფუძვლები საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი დაწესებულება საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების ვადა
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეა, რომელიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობს არჩევნებში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საოლქო საარჩევნო კომისია. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (15 ოქტომბერი).
ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნება გაწერილი ამ დაწესებულებიდან. სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (15 ოქტომბერი).
ამომრჩეველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეა, ან სპეციალური წოდების მქონე პირია, რომლის სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მის ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები.

ა) კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა (1 ოქტომბერი)

ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (15 ოქტომბერი).

ამომრჩეველი კენჭისყრის დღეს იმყოფება პატიმრობაში. შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (15 ოქტომბერი).
ამომრჩეველი კენჭისყრის დღეს იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (15 ოქტომბერი).

საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (16 ოქტომბერი). ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

საოლქო საარჩევნო კომისია, სპეციალურ სიებში არსებულ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციას, სპეციალური სიების დამტკიცების შემდგომ დაუყოვნებლივ გადასცემს ცესკოს, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული სიების როგორც საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული, ასევე საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსიების ბეჭდვას.

საოლქო სარჩევნო კომისია:

  • შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ამავე უბნის სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას, გასაჯაროების მიზნით;

  • სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველიც იქნა შეყვანილი ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაბამისი ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ შესაბამისი ჩანაწერის „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“ ან „პატიმრობაშია“ დაფიქსირების მიზნით.

განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:

  • საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” , მუხლი 32, მუხლი 200 2.

  • ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილება „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ”.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის სერვისის განსახორციელებლად საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს:

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან განცხადებების მიღებას და რეაგირებას

  • სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების გადაყვანას გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში

განცხადებების საფუძველზე ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანა

ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, ან იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას, უფლება აქვს ისარგებლოს გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისით.

გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისით სარგებლობის მოთხოვნით ამომრჩეველი უშუალოდ მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღის (15 ოქტომბერი) 18:00 საათამდე, წერილობითი განცხადების ან სატელეფონო ზეპირი განცხადების ფორმით.

რეგისტრირებული განცხადებების საფუძველზე ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზნით, საარჩევნო უბნის ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის ფაქტის გადამოწმებას (საჭიროების შემთხვევაში), საუბნო სარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისია.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესაყვანი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შემოსულ განცხადებებს რეაგირებისთვის გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხს და გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით. განკარგულება ეცნობება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული შედეგების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

სპეციალურ სიაში შეყვანილი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა გადაყვანა

საოლქო საარჩევნო კომისიას, საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი პირობების არსებობის შემთხვევაში, ამომრჩეველთა სპეციალური სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები ავტომატურად გადაჰყავს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.

ამომრჩეველთა სპეციალური სიიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის გადაყვანის საფუძვლებია:

  • ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

  • ამომრჩეველი მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;

  • ამომრჩეველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეა, ან სპეციალური წოდების მქონე პირია და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;

  • მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;

  • იმყოფება პატიმრობაში ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

საოლქო საარჩევნო კომისია, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ბეჭდურ ვერსიას (კედლის სია), გასაჯაროების მიზნით გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიას. აღნიშნულ სიაში ასახულია ამომრჩევლების მონაცემები, რომლებიც:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში;

  • საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის შედეგად;

  • საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიიდან გადაყვანილი არიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების როგორც საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული, ასევე საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსიების ბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. აღნიშნული მიზნით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციას, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენის შემდგომ დაუყოვნებლივ გადასცემენ ცესკოს.

განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:

  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 33.

  • ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილება „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“.

დამკვირვებლების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაციისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის სერვისის განსახორციელებლად საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს:

  • ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, ორგანიზაციისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

  • საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტას

  • საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაციას ქვემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიებში

  • პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხის გადაწყვეტას

ადგილობრივი დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელსაც სურს დაკვირვება განახორციელოს ერთ საარჩევნო ოლქში, უფლება აქვს, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (16 ოქტომბერი), რეგისტრაციაში გატარების მიზნით მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

ორგანიზაციის მიერ წარდგენილ წერილობით განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაციას სურს დაკვირვების განხორციელება. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, გაცემული საარჩევნო კომისიისათვის მიმართვამდე ბოლო 10 დღის ვადაში.

ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და ორგანიზაციის რეგისტრაციისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიმართოს ცესკოს, რომელსაც აქვს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან წვდომა და მონაცემთა გადამოწმების შესაძლებლობა.

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, კომისიის სხდომაზე წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს და იღებს განკარგულებას:

  • ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების შესახებ, თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ მოთხოვნებს;

ა) არის კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი;

ბ) ორგანიზაციის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას;

გ) ორგანიზაციამ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა კანონმდებლობით დადგენილი ვადისა და წესის დაცვით.

  • ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებას, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, მისი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ორგანიზაციას. კომისიის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში.

რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას საოლქო საარჩევნო კომისია გაუუქმებს რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად და რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, საოლქო საარჩევნო კომისიას არ წარუდგენს დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაცია

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (21 ოქტომბერი), ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება.

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს მატერიალური ფორმით უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ან ისარგებლოს დისტანციური სერვისით და ონლაინ რეჟიმში განახორციელოს განცხადების წარდგენა/რეგისტრაცია.

მატერიალური ფორმით წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, რეგისტრაციის ადგილისა და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

  • მოსამართლისა;

  • საარჩევნო კომისიის წევრისა;

  • პროკურატურის თანამდებობის პირისა;

  • საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

  • სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;

  • პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა;

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

  • მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

  • მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილისა;

  • საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

  • პირის, რომელიც ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

  • პირის, რომელიც ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა იღებს გადაწყვეტილებას და გამოსცემს განკარგულებას:

  • დამკვირვებლის/დამკვირვებლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

  • დამკვირვებლის/დამკვირვებლების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

რეგისტრირებული დამკვირვებლების მოწმობებს, კომისიის მდივანი გადასცემს დამკვირვებელ ორგანიზაციას. დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს, რომელიც ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაცია საუბნო საარჩევნო კომისიებში

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას (საარჩევნო სუბიექტი) უფლება აქვს ყოველ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი. ამ მიზნით, საარჩევნო სუბიექტმა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს.

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განცხადება წარადგინოს მატერიალური ფორმით უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ან ისარგებლოს დისტანციური სერვისით და ონლაინ რეჟიმში განახორციელოს განცხადების წარდგენა/რეგისტრაცია.

მატერიალური ფორმით წარდგენილ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის:

  • გვარი, სახელი;

  • მისამართი;

  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).

განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, თან უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, ამასთან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:

  • ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი;

  • სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

  • ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები;

  • საარჩევნო კომისიის წევრი;

  • ადგილობრივი დამკვირვებელი, საერთაშორისო დამკვირვებელი;

  • პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას და გამოსცემს განკარგულებას:

  • საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

  • საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

რეგისტრირებულ წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სუბიექტის წარმომადგენლის სამკერდე ნიშანს, რომელიც ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღის წინა დღის (25 ოქტომბერი) და კენჭისყრის დღისა (26 ოქტომბერი), დანიშნოს/გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენლები საუბნო საარჩევნო კომისიებში, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებული პირის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი გამოსცემს განკარგულებას შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაცია

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, რომლებსაც სურთ საქმიანობა განახორციელონ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (21 ოქტომბერი) მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს წარმომადგენლების აკრედიტაციის მიზნით.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ან გამოყენებულ იქნეს დისტანციური სერვისი - ონლაინ რეჟიმში განცხადების წარდგენა/რეგისტრაცია.

მატერიალური ფორმით წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები.

იმ შემთხვევაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს წარმომადგენელთა აკრედიტაციის მიზნით მიმართა ორგანიზაციამ, განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, გაცემული საარჩევნო კომისიისათვის მიმართვამდე ბოლო 10 დღის ვადაში.

ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიმართოს ცესკოს, რომელსაც აქვს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან წვდომა და მონაცემთა გადამოწმების შესაძლებლობა.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, ამასთან წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;

  • მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი;

  • მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

  • მოსამართლე;

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

  • საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირი;

  • საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტი, მისი წარმომადგენელი;

  • საარჩევნო კომისიის წევრი;

  • დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი;

  • სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.

განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და იღებს განკარგულებას:

  • წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

  • წარმომადგენელთა აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმომადგენელს გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში.

კომისიის მდივანი აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობებს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს, რომელიც ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

აკრედიტებულ წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი გაუუქმებს აკრედიტაციას იმ შემთხვევაში, თუ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად და რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, საოლქო საარჩევნო კომისიას არ წარუდგენს დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილე­ბის მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება.

განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:

  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 39; მუხლი 40; მუხლი 42; მუხლი 44.

  • ცესკოს 2016 წლის 14 ივლისის №297/2016 განკარგულება „ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ“ და ცესკოს 2016 წლის 14 ივლისის №298/2016 განკარგულება „ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციისათვის წარსადგენი განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ“.

  • ცესკოს 2023 წლის 17 აგვისტოს №51/2023 დადგენილება „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“.

საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს ფუნქციონირების დაწყების დღიდან, უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მიღება-ჩაბარების აქტით ეტაპობრივად გადასცემს სხვადასხვა სახის ტექნიკურ საშუალებებს/ინვენტარს და მასალას.

საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის სერვისის განსახორციელებლად, საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ქვემოთ მოცემულ საარჩევნო დოკუმენტაციას/ინვენტარს და საარჩევნო ელექტრონული აპარატებს.

საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის გადასაცემი საარჩევნო დოკუმენტაცია/საარჩევნო ელექტრონული აპარატები და სხვა საარჩევნო ინვენტარი

გადაეცემა საარჩევნო უბანს სადაც კენჭისყრა

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება

გადაეცემა საარჩევნო უბანს სადაც კენჭისყრა

ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ჩატარდება

ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია
ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობისას) კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობისას) კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია
საარჩევნო ბიულეტენები, შეფუთული 50-50 ცალად
სპეციალური ჩარჩო-კონვერტები
საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები
სპეციალური კონვერტები
საკონტროლო ფურცელი
აუდიტის დადასტურების ფორმა
ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი აქტების ფორმა
ჩანაწერთა წიგნი
შემაჯამებელი ოქმის ფორმა
შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის ფორმა
სადემონსტრაციო ოქმი
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები
ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატები
ასლგადამღები მანქანა
პლანშეტი
ფარული ხმის მიცემის კაბინები
გადასატანი საარჩევნო ყუთი
ძირითადი გამჭვირვალე ყუთი
ძირითადი გაუმჭვირვალე ყუთები
ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილი გაუმჭვირვალე ყუთები
ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქები
ძირითადი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქი
გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქები
გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქი
ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილი გაუმჭვირვალე ყუთების ლუქები
ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილი გაუმჭვირვალე ყუთის ჭრილის ლუქები
აპარატებში მეხსიერების ბარათის მოსათავსებელი სპეციალური ადგილის ლუქები
საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალური მარკერები
მარკირების შესამოწმებელი ულტრაიისფერ ფარანი
მარკირების სითხეები
საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქული პაკეტი და სამელნე ბალიში
რეგისტრატორის ბეჭდების დალუქული პაკეტი
გამადიდებელი ლინზა მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის
სპეციალური ჩარჩო-ფორმა უსინათლო ამომრჩევლებისთვის
საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი
არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ წარდგენილი პარტიული სიები
ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი
ლითონის სამაგრები
ლითონის შემკვრელი
საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის შესაფუთი კონვერტები/პოლიეთილენის პარკი;

საოლქო საარჩევნო კო­მისიისგან ელექტრონული აპარატების, საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის მიღებისთვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მიღება-ჩაბარების პროცესი ფორმდება აქტით (ორ ეგზემპლარად).

საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა (25 ოქტომბერი) აწყობს კენჭისყრის შენობას. საოლქო საარჩევნო კომისია ზედამხედველობას უწევს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შენობის მოწყობასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებას.

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩასატარებლად კენჭისყრის შენობის მოწყობის ნიმუში

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის ჩასატარებლად კენჭისყრის შენობის მოწყობის ნიმუში

ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების ტექნიკურ აწყობას (აპარატების გააქტიურების გარეშე) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი - ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური სპეციალისტი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანდასწრებით.

საუბნო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოაკრას:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია;

  • ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ასეთის არსებობისას);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ასეთის არსებობისას);

  • არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ წარდგენილი პარტიული სიები;

  • განცხადება საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი საარჩევნო სუბიექტის შესახებ, რომელიც აღარ მონაწილეობს არჩევნებში (ასეთის არსებობისას განცხადება იკვრება, როგორც კენჭისყრის შენობაში, ისე ფარული ხმის მიცემის კაბინებში);

  • ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

  • ამონარიდი საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომელიც ადგენს საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის საფუძვლებს;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი.

განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:

  • საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 58.

  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილება, მუხლი 3, მუხლი 4.

საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღეს უზრუნველყოფს ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის სერვისის განხორციელებას, ქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ დამკვირვებლებს, წარმომადგენლებს შეეძლოთ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება კენჭისყრის შენობაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.

საოლქო საარჩევნო კომისია ზედამხედველობას უწევს ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და კენჭისყრის შენობის გახსნიდან პერიოდულად იღებს სხვადასხვა სახის სავალდებულო ინფორმაციას, მათ შორის:

  • საარჩევნო უბნის გახსნისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის შესახებ;

საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, დაიწყოს კენჭისყრისთვის მოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხადდა 9 წევრი მაინც. ნაკლებობის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ცესკოს გადაწყვეტილებით შეიძლება შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც დაეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების განხორციელება.

  • კენჭისყრის დაწყების შესახებ;

  • შესაბამისი გარემოებების არსებობისას, კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების შესახებ, ასევე კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ.

საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი გარემოებების არსებობისას მიიღოს გადაწყვეტილება კენჭისყრის შეწყვეტის შესახებ. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება.

  • კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ 10:00, 12:00, 15:00, 17:00 საათის მდგომარეობით;

  • კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ, მათ შორის, გენდერულ ჭრილში კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ.

კენჭისყრის პროცესი სრულდება 20:00 საათზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ დროისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რიგში დგანან ამომრჩევლები. როგორც კი რიგში მდგომი აღრიცხული ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, კენჭისყრა დასრულებულად ცხადდება.

საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის სერვისის განხორციელებას უზრუნველყოფს საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით, საოლქო საარჩევნო კომისიას ასევე აწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერების შესახებ, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატების ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევას.

თუ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის/ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების ტექნიკური ხარვეზის გამო შეუძლებელია კენჭისყრის დაწყება ან შეფერხდა კენჭისყრის პროცესი, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი (ელექტრონული ტექნოლოგიების ტექნიკური სპეციალისტი) ადგილზე ასწორებს ტექნიკურ ხარვეზს. ტექნიკური ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში კენჭისყრის პროცესი გრძელდება იმავე აპარატებით.

თუ ხარვეზის აღმოფხვრა შეუძლებელია კენჭისყრის პროცესი გაგრძელდება აპარატების გამოყენების გარეშე. ინფორმაცია ეცნობება ცესკოს.

განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:

  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 21.ა; მუხლი 21.გ მუხლი 14.1.ზ.

  • ცესკოს 2024 წლის 10 ივლისის №28/2024 დადგენილება „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ და ცესკოს 2024 წლის 10 ივლისის №29/2024 დადგენილება „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

კენჭისყრის დღის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან/და კომისიის მდივანი საოლქო საარჩევნო კომისიას აბარებს:

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, შესწორების ოქმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განსხვავებული აზრის ამსახველ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • სარეგისტრაციო ჟურნალს და მასთან ერთად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა/კომისიის მდივნის ახსნა-განმარტებით ბარათებს/აქტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • დალუქულ პაკეტს, რომელშიც მოთავსებულია: ჩანაწერთა წიგნი; განცხადებები/საჩივრები (ასეთის არსებობისას); ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებიდან ამობეჭდილი საწყისი ანგარიშები და აპარატიდან ამობეჭდილი საბოლოო ანგარიში; ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი „ნულოვანი ამონაწერები“ და აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ამონაწერი.

  • ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის აუდიტის დადასტურების შევსებულ ფორმას - იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანში კენჭისყრა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

თითოეული სახის საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემისას დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი/აქტები, რომელსაც ხელს აწერენ უფლებამოსილი პირები.

ზემოთ აღნიშნული საარჩევნო დოკუმენტაციის გარდა სხვა დალუქულ საარჩევნო დოკუმენტაციას (მათ შორის, ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს; თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის კუთვნილ საარჩევნო ბიულეტენები), საარჩევნო ინვენტარსა და ელექტრონულ აპარატებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიის საწყობში აბარებს საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილ პირს.

კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, იმ საარჩევნო უბნიდან მიღებული დალუქული საარჩევნო ბიულეტენები, სადაც კენჭისყრის დღეს არ იქნა განთავსებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი, გადაიყვანოს ციფრულ ფორმატში.

საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის მიზნით დალუქული პაკეტების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას, ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების ინტერნეტსივრცეში განთავსებას და საარჩევნო ბიულეტენების კვლავ შეფუთვას უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი/თანამშრომლები.

განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:

  • საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 71.7.

  • ცესკოს 2023 წლის 20 თებერვლის №15/2023 დადგენილება „საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ“.

  • ცესკოს 2024 წლის 10 ივლისის №28/2024 დადგენილება „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ და ცესკოს 2024 წლის 10 ივლისის №29/2024 დადგენილება „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის, ასევე ხელახლა გადათვლილი საარჩევნო უბნების შედეგების გათვალისწინებით, აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება და ხელახლა დათვლა

საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა (1 ნოემბერი), კომისიის სხდომაზე, საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით ავლენს 5 საარჩევნო უბანს, ხსნის ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტებს და ხელახლა ითვლის კენჭისყრის შედეგებს.

შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ის საარჩევნო უბნები, რომლის კენჭისყრის შედეგების გადათვლას იწვევს შემდეგ გარემოებები:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

  • ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

  • ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

საოლქო სარჩევნო კომისია უფლებამოსილია, განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/ საჩივარი შეტანილია საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით გადაამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სისწორე.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და, მათი სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე.

განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:

  • საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 8.4; მუხლი 21.დ1, დ2, დ3, დ4, ე.

  • ცესკოს 2023 წლის 24 თებერვლის №22/2023 დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ“.

არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა (10 ნოემბერი) აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს შემაჯამებელ ოქმში შესატანი მონაცემები, მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.

საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს საქართველოს პარლამენტის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში სპეციალურად განკუთვნილ გრაფაში აღინიშნება მონაცემი, რომელსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი, რასაც ადასტურებს ხელმოწერით). განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ. საქართველოს პარლამენტის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში უნდა აღინიშნოს მათი შედგენის თარიღი და დრო (საათი და წუთი). კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი მოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა

საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) გადაეცემა ცესკოს.

საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი მოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 75, მუხლი 124.

საოლქო სარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

  • განცხადება/საჩივარი;

  • საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით შეისწავლოს საკითხი.

სქემა - საოლქო სარჩევნო კომისიაში კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპების ილუსტრაცია.

დაინტერესებული მხარის მიერ კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა საოლქო საარჩევნო კომისიაში

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი/გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადებით/ საჩივრით მიმართონ საოლქო საარჩევნო კომისიას იმ შემთხვევაში, თუ:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება საარჩევნო უბნის გახსნიდან (06:45 საათიდან) ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე გამოვლენილი დარღვევებს. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის განცხადების/საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ;

საოლქო საარჩევნო კომისია იღებს შესაბამის ზომებს დარღვევის აღმოსაფხვრელად.

  • საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს (საარჩევნო ყუთის გახსნიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე) ჩადენილ დარღვევებს. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის განცხადების/საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს 3 დღის ვადაში.

კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია საოლქო საარჩევნო კომისიაში

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანა დასაშვებია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი განსაზღვრულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №94/2021 განკარგულებით.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს მისი ხელმოწერით დამოწმებულ წერილობით ცნობას/სამახსოვრო ბარათს, განცხადების/საჩივრის მიღების თარიღის, ზუსტი დროისა და სარეგისტრაციო ჟურნალში დოკუმენტისთვის მინიჭებული ნომრის მითითებით.

ცნობის/სამახსოვრო ბარათის ნიმუში

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი გან­ცხა­დების/საჩივრის წარმდგენს დაუდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის შესავსებად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:

  • განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;

  • განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;

  • საარჩევნო უბნის ნომერს;

  • მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.

განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადე­ბის/საჩივრის წარდგენის გზით ან წარადგინოს ახალი განცხადება (რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც მას დაუდგინდა ხარვეზი). კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს ჩანაწერს „ხარვეზი“. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი ხელმძღვანელი პირი.

ხარვეზის შევსების ვადა დგინდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ვადას ერთ­პიროვ­ნულად ადგენს განცხადების/საჩივრის მიმღები პირი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში განცხადების/საჩივრის მიმღები პირი სარეგისტრაციო ჟურნალში წერს „შევსებულია“ და უთითებს ხარვეზის შევსების ზუსტ დროსა და თარიღს. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და განცხადების/საჩივრის მიმღები პირი.

განცხადება/საჩივარი არ განი­­­ხი­ლება, თუ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსო.

ხარვეზის დადგენა არ ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე/საჩივარზე. კომისიის მიერ ხარვეზის დაუდგენლად განუხილველი რჩება ასევე განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით:

  • განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;

  • არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

  • განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა ან კომისიის მდივნისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი;

  • განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში;

  • დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;

  • განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება

კენჭისყრის პროცედურებთან, ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადებებს/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადების/საჩივრის რეგისტრაცი­იდან 4 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

  • განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

  • განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

  • განცხადების/საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

  • განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიღებული განკარგულება, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით და ვადებში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.

მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში. ამასთან, მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა. თუ საჩივრის ავტორია:

  • საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას;

  • საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;

  • საარჩევნო კომისიის წევრი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ პირადად მას ეცნობება.

საჩივრის განხილვისათვის მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარება დასტურდება:

  • მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

  • ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში − შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.

მხარე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუ­ტე­რის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიაში აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

მხარეს უფლება აქვს:

  • საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით;

  • ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით.

წარმომადგენელი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარადგინოს კანონით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი:

  • მოქალაქეების წარმომადგენლობა დასტურდება მათ მიერ გაცემული წარმომადგენ­ლობის დამადასტურებელი დოკუმენტით;

  • პარტიის, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლობა დასტურდება მისი ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული მინდობილობით;

  • ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება მარწმუნებლის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული დოკუმენტით (მინდობილობა/ორდერი).

თუ წარმომადგენელი არ წარადგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ წარმომადგენ­ლობის დამადასტურებელ საბუთს, მას არ მიეცემა განცხადების/საჩივრის განხილვაში მონაწი­ლეობის უფლება და გადაწყვეტილება მიიღება მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად.

გასაჩივრების უფლების მქონე პარტიის/სადამკვირვებლო ორგანიზაციის მინდობილ პირს, რომელიც რეგისტრირებულია მინდობილ პირთა ელექტრონულ რეესტრში, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ მოეთხოვება.

განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე წერილობითი ფორმით განაცხადოს უარი განცხადება/საჩივარზე (უკან გაითხოვოს განცხადება/საჩივარი). აღნიშნული დოკუმენტს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი დაურთავს განცხადებას/საჩივარს. ზეპირი მოსმენის დროს მხარის მიერ გაცხადებული უარი, განცხადების/საჩივრის განხილვაზე, აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში.

განცხადების/საჩივრის უკან გამოთხოვის (უარი განცხადება/საჩივარზე) შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია არ გამოსცემს განკარგულებას.

საოლქო საარჩევნო კომისიის რეაგირება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილ განცხადებებზე/საჩივრებზე

საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე, გარდა კენჭისყრის პროცედურებთან, ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ დავებზე, განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე პირებს (აგრეთვე ამ პირთა სახელით ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს), სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/ საჩივარი რჩება განუხილველი.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია, განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება და განცხადების/საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ერთიანი წესით, რომელიც მოქმედებს კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე წარდგენილ განცხადებებთან და საჩივრებთან მიმართებით. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისია არ ადგენს ხარვეზს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გამო წარდგენილ განცხადებებზე და საჩივრებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას განცხადება/საჩივარი ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი.

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები, გარდა ქვემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებებისა, მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, როგორიცაა ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის გამო) შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 2 კალენდარული დღის ვადაში.

განხილულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები:

  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 72, მუხლი 73, მუხლი 77, მუხლი 78.

  • ცესკოს 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.

  • ცესკოს 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.