„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №112 |
|
2025 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) პიკეტი – საავტომობილო გზის ან მაგისტრალური გაზსადენის 100-მეტრიანი მონაკვეთი;“.
2. XIX² თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XIX²
საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობების, მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების წესი“.
3. 672 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 672. საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობების, მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების წესი
1. დამკვეთი უფლებამოსილია, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმართოს სააგენტოს განცხადებით, საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობების, მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებისათვის, რაც გულისხმობს განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სააგენტოს მიერ შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტთან შესაბამისობის დადასტურებას.“.
4. 672 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შემთხვევაში:
ბ.ა) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით შედგენილი მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტი. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის სააგენტოსთან შეთანხმება სავალდებულო არ არის;
ბ.ბ) წარდგენილ ნაწილ(ებ)ში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში წარდგენილ უნდა იქნეს მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ;
ბ.გ) საექსპერტო დასკვნა მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის, მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და განხორციელებული ღონისძიებების მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობისა და შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციის (ფუნქციონირების) მზადყოფნის შესახებ;
ბ.დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.04.2025.
- როდის იქნა მიღებული „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.04.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №112. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.10.003.025003.
- რამდენი მუხლისგან შედგება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.04.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №112, 15.04.2025, სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.025003 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6474868/