„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი

მიღების თარიღი 27.09.2024
ძალაში შესვლა 09.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №150/4
სარეგისტრაციო კოდი 480010000.03.030.016820 24
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/04/2025
509 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2024 მიღება
09.04.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 28.04.2017 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 05.03.2018 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 29.12.2021 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 16.10.2024 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 18.10.2022

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), უჭერენ რა მხარს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, აღიარებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ხალხის ცხოვრების, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად შეცნობისათვის, აცნობიერებენ რა, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების საჭიროებას ორივე სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და ხელმძღვანელობენ რა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები კოორდინაციას გაუწევენ თავიანთ ძალისხმევას ორივე ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, მათი ტრადიციებისა და სოციალური ღირებულებების გათვალისწინებით. მუხლი 2🔗 მხარეები გაცვლიან ინფორმაციას და გამოცდილებას შემდეგ სფეროებში: ტურიზმის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები, საგანმანათლებლო პროგრამები, კონფერენციები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში, საგანმანათლებლო პროგრამები ტურიზმის ექსპერტებისათვის, ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული წამახალისებელი აქტივობები და ტურიზმის სტატისტიკა, ტურიზმის სფეროს განვითარება, დაგეგმვა და ინვესტიციების განხორციელება, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობის შედეგად მიღებული საუკეთესო გამოცდილებები, ნებისმიერი სხვა სფერო მხარეთა შეთანხმებით. მუხლი 3🔗 მხარეები განიხილავენ ტურიზმის დარგის ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენელთათვის გაცნობითი ტურების ორგანიზების შესაძლებლობას. მუხლი 4🔗 მხარეები გაცვლიან ინფორმაციას თავიანთ ქვეყნებში ტურიზმის სფეროში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ. მუხლი 5🔗 მხარეები, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ხელს შეუწყობენ თავიანთი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობას ორივე ქვეყანაში გამართულ გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში. მუხლი 6🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის დარგის ექსპერტებისა და მეცნიერების გაცვლას, ასევე იმ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტურიზმის სფეროში კვლევების განხორციელებაზე. მუხლი 7🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ თანამშრომლობას, მხარეები ახორციელებენ მათ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების და ნორმებისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დაცვით, რომლის მონაწილე მხარეებსაც წარმოადგენენ საქართველო და საუდის არაბეთის სამეფო. მუხლი 8🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებასთან და განმარტებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების  გზით. მუხლი 9🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები, და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით რა წესითაც აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 10🔗 1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი პროცედურების დასრულების შემდეგ, დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ. 2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი დადებულია 5 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ერთწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება მეორე მხარისათვის ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. 3. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას უკვე ინიცირებული ან მიმდინარე ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაზე. ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერმა პირებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს. შესრულებულია თბილისში 1446 წლის 24/3 ჰიჯრით, რომელიც შეესაბამება 2024 წლის 27 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)