საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის №110 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ
მიღების თარიღი 19.02.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №105
სარეგისტრაციო კოდი 170020000.00(0).000.000000 3
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის №110 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №105
1991 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის №110 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:
დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის თხოვნა და გადაეცეს მას ბალანსიდან ბალანსზე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კუთვნილი თბილისის №110 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსი.
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ორი კვირის ვადაში გადაწყვიტოს პედაგოგთა, აღმზრდელთა და ოსტატთა შრომითი მოწყობის საკითხები.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე