მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განახლებისა და დახმარების ფონდისათვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოო მეურნეობების მოსაწყობად თეთრი წყაროსა და მცხეთის რაიონებში მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 08.02.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000000 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 2, 28/02/1991
230 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განახლებისა და დახმარების ფონდისათვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოო მეურნეობების მოსაწყობად თეთრი წყაროსა და მცხეთის რაიონებში მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა  საბჭოს დადგენილება №80 1991 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განახლებისა და დახმარების ფონდისათვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოო მეურნეობების მოსაწყობად თეთრი წყაროსა და მცხეთის რაიონებში მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს: დამტკიცდეს სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომების გადაწყვეტილებანი: თეთრი წყაროს – 1990 წლის 19 აპრილის №103, მცხეთისა -1990 წლის 15 ივნისის №248 და ამის შესაბამისად გამოეყოს მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდს 175 ჰექტარი მიწა, აქედან: – თეთრი წყაროს რაიონის სამშვილდის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 155 ჰექტარი (მათ შორის: სახნავი – 104,9 ჰექტარი, საძოვარი – 15,64 ჰექტარი, ბუჩქნარი – 33,82 ჰექტარი, საზოგადოებრივი ეზო (ამორტიზებული ფერმის შენობისა) – 0,14 ჰექტარი, გზა – 0,5 ჰექტარი) – სასოფლო-სამეურნეო საწარმოო გაერთიანების მოსაწყობად; – მცხეთის რაიონის ორი მეურნეობის მიწებიდან 20 ჰექტარი, მათ შორის: მუხრანის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 10 ჰექტარი სახნავი და მცხეთის სანერგე საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 10 ჰექტარი (სახნავი – 5 ჰექტარი, საძოვარი – 5 ჰექტარი – სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოო მეურნეობის მოსაწყობად. მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდმა გამოყოფილ ფართობებზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე                                 თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                                         გ. ბერიძე