📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

მიღების თარიღი 25.04.2025
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016759 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/04/2025
268 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 04.06.2025 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც ავტოსადგურის არარსებობის გამო სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 23.05.2025 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 30.05.2025 ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 29.05.2025 ახმეტის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური და საიდანაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 07.05.2025

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2025 წლის 25 აპრილი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა საქართველოს ორგანული კანონის, ,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის კ​1) და კ​​2) ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 6​​1 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე –  ქალაქ წყალტუბოში მიზანშეწონილია  განთავსდეს 1 (ერთი) ავტოსადგური. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა  დანართის №1 შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც ავტოსადგურის არარსებობის გამო სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის №9 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 31/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016755). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი დანართი №1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა 1. სოფელი პატრიკეთი; 2. სოფელი ნამოხვანი; 3. სოფელი საყულია; 4. სოფელი საყულია (ახალი საყულია); 5. სოფელი დღნორისა; 6. სოფელი მაღლაკი (მიწაწითელი); 7. სოფელი გეგუთი (ვარციხჰესის დასახლება); 8. სოფელი ხომული; 9. სოფელი წყალტუბო (მე-2 უბანი); 10. სოფელი ფარცხანაყანები; 11. სოფელი გვიშტიბი; 12. სოფელი ცხუნკური; 13. სოფელი ყუმისთავი; 14. სოფელი ჩუნეში; 15. სოფელი ქვილიშორი.