დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.04.2025
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016546 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.06.2023
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდების, მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და მუსიკალური გუნდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2025 წლის 25 აპრილი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისი №17 დადგენილება (matsne.gov.ge, 03/07/2023, 010250050.35.152.016492).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური
დანართი
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესი
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე წესი არეგულირებს წარმატებული სპორტმენების და მათი მწვრთნელების წახალისების და სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნების გაცემის პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და სხვა.
2. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამის დასრულების ვადაა 2025 წლის 31 დეკემბერი.
მუხლი 2🔗
1. წახალისების მიზნით ფულადი ჯილდო გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს შემდეგი ოდენობით:
ა) სპორტსმენი, რომელიც 2025 წელს გამართულ საქართველოს ჩემპიონატში დაიკავებს:
ა.ა) პირველ ადგილს – 1000 (ათასი) ლარი;
ა.ბ) მეორე ადგილს – 800 (რვაასი) ლარი;
ა.გ) მესამე ადგილს – 600 (ექვსასი) ლარი;
ბ) სპორტსმენი, რომელიც 2025 წელს სპორტის შესაბამის სახეობაში საქართველოს ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირზე (გრანპრი, გრანდსლემი და ა.შ.) დაიკავებს
ბ.ა) პირველ ადგილს – 1300 (ათას სამასი) ლარი;
ბ.ბ) მეორე ადგილს – 1100 (ათას ასი) ლარი;
ბ.გ) მესამე ადგილს – 900 (ცხრაასი) ლარი;
გ) სპორტსმენი, რომელიც 2025 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დაიკავებს:
გ.ა) პირველ ადგილს – 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
გ.ბ) მეორე ადგილს – 1200 (ათას ორასი) ლარი;
გ.გ) მესამე ადგილს – 1000 (ათასი) ლარი;
დ) სპორტსმენი, რომელიც 2025 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიკავებს:
დ.ა) პირველ ადგილს – 2000 (ორი ათასი) ლარი;
დ.ბ) მეორე ადგილს – 1700 (ათას შვიდასი) ლარი;
დ.გ) მესამე ადგილს – 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
2. ფულადი ჯილდო გადაეცემა ასევე ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ სპორტსმენთა ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ დასაქმებულ პირად მწვრთნელებს, სპორტსმენთათვის განსაზღვრული ფულადი ჯილდოს 20% -ის ოდენობით. მწვრთნელის დასაქმების დამადასტურებელ ცნობას გასცემს ორგანიზაციის დირექტორი.
3. ფულადი ჯილდო გაიცემა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფედერაციის ცნობის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული კატეგორიის სპორტულ შეჯიბრებაზე არაუმეტეს ერთხელ, დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სპორტსმენებზე და ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ დასაქმებულ პირად მწვრთნელებზე. მათ შორის, ფულადი ჯილდო გაიცემა იმ სპორტსმენებზეც (და მათს მწვრთნელებზე), რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საპრიზო ადგილი დაიკავეს 2025 წელს, წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე.
მუხლი 3🔗
1. ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიღების მსურველმა სპორტსმენმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება, სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფედერაციის ცნობა, რომლითაც დასტურდება ნაჩვენები სპორტული შედეგი და დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო გამარჯვებული სპორტსმენის პირადმა მწვრთნელმა – განცხადება და ცნობა ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებიდან“ გამარჯვებული სპორტსმენის პირადი მწვრთნელობის თაობაზე.
2. გადაწყვეტილებას ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემის გზით.
3. წარმოდგენილი განცხადების/დოკუმენტაციის შესწავლას და მერის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.