ბაღდათის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.04.2025
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.605861 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/04/2025
1,753 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  ორგანო
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მუხლი 2
განპიროვნებული ავტომობილი
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და განაწილებულია (გამოყოფილია) მუდმივი სამსახურებრივი საჭიროებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს თანამდებობის პირზე ან/და თანამშრომელზე ან/და სტრუქტურულ ერთეულზე/სტრუქტურულ ქვედანაყოფზე
მუხლი 2
სამორიგეო ავტომობილი
ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე
მუხლი 2
საშტატო რიცხოვნობა
ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.02.2020 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.04.2021 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.12.2023 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.12.2019 ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2025 წლის 25 აპრილი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი  და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“ დანართი №1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე დანართი №1 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1.ბაღდათის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და სამორიგეო) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა)  მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  ორგანო – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო; გ) განპიროვნებული ავტომობილიავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და განაწილებულია (გამოყოფილია) მუდმივი სამსახურებრივი საჭიროებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს თანამდებობის პირზე ან/და თანამშრომელზე ან/და სტრუქტურულ ერთეულზე/სტრუქტურულ ქვედანაყოფზე; დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე; ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა. მუხლი 3🔗. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე პირების განსაზღვრის წესი განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე პირების განსაზღვრა ხორციელდება დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი 1. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობა დგინდება შემდეგი პროპორციით: დაწესებულების შემთხვევაში 100 საშტატო ერთეულამდე – 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი. 2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე. 3.ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს. 4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანებიდან სამორიგეო ავტომობილების რაოდენობა განისაზღვრება, ამ მუხლით დადგენილი წესით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. სამორიგეო ავტომობილების გამოყოფა ხორციელდება ბაღდათის  მუნიციპალიტეტის  მერიის ან საკრებულოს კონკრეტული თანამდებობის პირის/საჯარო მოსამსახურის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სადაც უნდა მიეთითოს საჭიროების, დანიშნულების ადგილის, გამგზავრებისა და დაბრუნების სავარაუდო პერიოდების თაობაზე ინფორმაცია, მათ შორის, მივლინების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული წერილობითი გადაწყვეტილების რეკვიზიტების შესახებ. მუხლი 5🔗. ავტომობილების კლასიფიკაცია 1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების ავტომობილების სტანდარტი. 2. ავტომობილის კლასიფიკაცია ხორციელდება თითოეული კლასისათვის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი - ჰიბრიდი), მაგრამ  აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით. 3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა  და საწვავის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია: ა)   ავტომობილის შესყიდვის ფასი; ბ)   ძრავის ზეთის ხარჯი; გ)   ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი; დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი; ე)   ჰაერის ფილტრის ხარჯი; ვ)   კონდინციონერის ფილტრის ხარჯი; ზ)  ანთების სანთლების ხარჯი; თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ი)   მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები; კ)   საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით. 4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა – სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა – სულ მცირე, ოთხჯერ. ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. მიმწოდებელი ვალდებულია, უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული  ფლობის ღირებულებაში, თუმცა ამ კომპონენტში არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი). 5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება. 6. შემსყიდველი, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს   მთავრობის  დადგენილებით  განსაზღვრულ  წლოვანებას  ან/და   გარანტიის  პირობებს. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის  მიზნით,  გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. 7.  გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით,  აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს,  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით. 8.  ყოველი კონკრეტული შესყიდვისას ბაღდათის მუნიციპალიტეტი ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტი ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული მუნიციპალური პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით. 9.  ამ წესის მიზნებისათვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: III კლასისა და სპეციალიზებული კლასის ავტომობილები. ავტომობილის კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით. 10. დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე, წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე (მათ შორის, ფუნქციონალური საჭიროების ავტომობილების და შესაბამისი კლასის განსაზღვრის, ხელშეკრულებით არსებული საშტატო რიცხოვნობის და კლასის ცვლილების შესახებ). მუხლი 6🔗. კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება 1. ეს მუხლი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს. 2. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს. 3. III კლასის ავტომობილების სავალდებულო მოთხოვნები: 3.1. III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა)   ზოგადი დანიშნულების: ა.ა)   სამორიგეო; ა.ბ)   მომარაგების; ა.გ)   თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით. ბ)   განპიროვნებული. 3.2.III კლასის  მსუბუქი  ავტომობილების  მინიმალური  ტექნიკური  მოთხოვნები  განსაზღვრულია  ცხრილი №1-ის შესაბამისად. 3.3. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები კი განსაზღვრულია ცხრილი №2-ის შესაბამისად. 3.4.  III კლასის მსუბუქი ავტომობილებისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებააა – 21 000 აშშ  დოლარის ეკვივალენტი ლარში. 3.5. მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებაა – 29 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. 4. სპეციალიზებული კლასის ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები: 4.1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილები: ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად; ბ)  პიკაპი; გ) განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით. 4.2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №3-ის შესაბამისად. 4.3. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 5. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. 6. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი. ცხრილი №1  III კლასის მსუბუქი ავტომობილი  ცხენის ძალა არანაკლებ  75 გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი  სიგრძე არანაკლებ  3840 სიგანე არანაკლებ  1695 სიმაღლე არანაკლებ  1450 საგარანტიო პირობები  5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული  შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)  ელექტროშუშები  მინიმუმ წინა ორი  აუცილებელი მოთხოვნა  სათადარიგო საბურავი  აუცილებელი მოთხოვნა  წინა 2 უსაფრთხოების ბალიში  აუცილებელი მოთხოვნა  კონდიციონერი  აუცილებელი მოთხოვნა  აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა  აუცილებელი მოთხოვნა  საჭის გამაძლიერებელი  აუცილებელი მოთხოვნა  ABS  ცხრილი №2 III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი  ცხენის ძალა არანაკლებ  82 გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი  სიგრძე არანაკლებ  3665 სიგანე არანაკლებ  1600 სიმაღლე არანაკლებ  1575 საგარანტიო პირობები  5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი),  3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);  უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი  NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)  ელექტროშუშები  მინიმუმ წინა ორი  აუცილებელი მოთხოვნა  სათადარიგო საბურავი  აუცილებელი მოთხოვნა  წინა 2 უსაფრთხოების ბალიში  აუცილებელი მოთხოვნა  კონდიციონერი  აუცილებელი მოთხოვნა  აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა  აუცილებელი მოთხოვნა  საჭის გამაძლიერებელი  აუცილებელი მოთხოვნა  ABS  აუცილებელი მოთხოვნა  4X4  ცხრილი №3 სპეციალიზებული კლასის ავტომობილი  ცხენის ძალა არანაკლებ  102 გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი  სიგრძე არანაკლებ  5000 სიგანე არანაკლებ  1755 სიმაღლე არანაკლებ  1760 უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)  საგარანტიო პირობები  5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი),  3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ  ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა  (ანტიფრიზი, ფრეონი,  საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები,  შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა  კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);  ელექტროშუშები  მინიმუმ წინა ორი  აუცილებელი მოთხოვნა  სათადარიგო საბურავი  აუცილებელი მოთხოვნა  წინა 2 უსაფრთხოების ბალიში  აუცილებელი მოთხოვნა  კონდიციონერი  აუცილებელი მოთხოვნა  აუდიოსისტემა  აუცილებელი მოთხოვნა  საჭის გამაძლიერებელი  აუცილებელი მოთხოვნა  ABS  აუცილებელი მოთხოვნა  4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით  აუცილებელი მოთხოვნა  საჭის სიმაღლის მარეგულირებელი  აუცილებელი მოთხოვნა  სარკეების ელ. რეგულირება