ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.04.2025
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016407 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესის დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №06
2025 წლის 25 აპრილი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“-ს მე-9 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესი, თანახმად დანართისა.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე
დანართი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი
წ ე ს ი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (შემდგომ ტექსტში – გეოგრაფიული ობიექტი) სახელდების წინამდებარე დამატებითი წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებით პირობებსა და პროცედურებს.
2. წინამდებარე დამატებითი წესის მიღების მიზანია გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესებისა და პროცედურების დადგენა.
მუხლი 2🔗.
სახელდების პრინციპები
ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:
ა) ერთიანი სახელმწიფო და საქალაქო პოლიტიკის გატარება;
ბ) ქვეყნის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებების ასახვა, მემკვიდრეობითობა;
გ) ისტორიული ტოპონიმიის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს;
დ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
ე) მაქსიმალური ინფორმირებულობა და მუნიციპალიტეტში ორიენტირების ხელშეწყობა;
ვ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;
ზ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
თ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
მუხლი 3🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები
1. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს, ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის დასახელებას და სხვა.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიულ ობიექტის მისი სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ინგლისურ ენაზეც. ასეთ შემთხვევაში, ინგლისურ ენაზე მითითებული გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) ან/და შრიფტი ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ შრიფტს.
მუხლი 4🔗.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების ინიცირება
1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასაბუთებული წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს მუნიციპალიტეტის მერმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%, დასახლების საერთო კრებამ, დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირებმა. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ობიექტის აღწერა;
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ.
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის განმხილველი კომისია
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს და შესაბამის დასაბუთებულ დასკვნას ადგენს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია.
მუხლი 6🔗.
ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილებები ან/და დამატებები შედის საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.