ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.04.2025
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №08
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016409 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის, სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2025 წლის 25 აპრილი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-19 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 106-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №72 დადგენილების თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესი, დანართის შესაბამისად.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე
დანართი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესი (შემდგომში – წესი)რეგულირებს არქიტექტურული პროექტის ან/და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენის, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების და მომსახურების განხორციელების პირობებს.
2. ელექტრონული საქმისწარმოების სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ წესით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა/მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით;
ბ) რეგისტრაცია – ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილი მონაცემთა ერთობლიობა, რის შედეგადაც განმცხადებელი იღებს „მომხმარებლის სახელს“ და „პაროლს“, რომლითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით;
გ) ელექტრონული ხელმოწერა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, ავტორიზაცია – რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც განმცხადებელი ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას, შესაბამისი სტატუსის მინიჭებას;
დ) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია;
ე) განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი ფორმით შექმნილი წერილობითი მოთხოვნა;
ვ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი;
ზ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;
თ) პირადი გვერდი – განმცხადებლის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა სამსახურთან.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და განცხადების შეტანა
1. ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული დაინტერესებული პირის განცხადებით (შემდგომში – განმცხადებელი).
2. განცხადება მოწმდება ელექტრონული ხელმოწერით ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
დოკუმენტაციის წარდგენა
1. განმცხადებელი არქიტექტურულ პროექტს ან/და სანებართვო დოკუმენტაციას ან, მის ნაწილს ან ყველა სხვა დოკუმენტს და ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია განცხადებაში აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, წარადგენს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ვებგვერდზე: ms.gov.ge/my.gov.ge;
2. თანდართული დოკუმენტების ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის
ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურს (შემდგომში – სამსახური) განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენას.
4. თუ განმცხადებელი არ წარადგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი/შესაბამილი უფლებამოსილების მქონე პირი განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული. განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოიცემა.
მუხლი 5🔗.
დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
1. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნება, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
2. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოწვევის ან/და დაინტერესებული მხარის წერილობითი პოზიციის გამოთხოვის საშუალებით.
3. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ან/და ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება სატელეფონო შეტყობინების ან/და წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. წერილობითი შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ელექტრონული, ისემატერიალური საშუალებით.
4. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც, ხოლო ზეპირ მოსმენაზე სატელოფონო ან/და ელექტრონული შეტყობინების საშუალებით მოწვევის შემთხვევაში არანაკლებ 3 დღით ადრე.
მუხლი 6🔗.
განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. განცხადების განხილვა, დოკუმენტის ვიზირება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით apps.msda.ge დოკუმენტის ვიზირება შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მიმოწერის საშუალებით.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით შექმნილი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია: მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გადამოწმების ან/და დაშიფრული კოდის სპეციალური წამკითხველის საშუალებით. დაშიფრული კოდი მოიცავს დოკუმენტის მონაცემების ერთობლიობას.
3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი განისაზღვრება ავტომატურ რეჟიმში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებისა და სმს შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან.
მუხლი 7🔗.
ელექტრონული მომსახურების ვადები
1. ელექტრონული მომსახურების განხორციელებისას გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები.
2. განცხადების განხილვის ვადის დინება აითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განაცხადის გაკეთების შემდგომი სამუშაო დღიდან. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება. თუ სისტემაში განცხადების განთავსება განხორციელდება უქმე ან/და დასვენების დღეს, ვადის ათვლა დაიწყება მომდევნო პირველივე სამუშაო დღიდან.
მუხლი 8🔗.
ელექტრონული მომსახურების ინსტრუქცია
ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები განისაზღვრება ელექტრონული საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ფუნქციონალების განვითარებასთან ერთად შესაძლოა ინსტრუქციის ცვლილება.