კურორტ ურეკის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №219
სარეგისტრაციო კოდი 000000220.02(0).0.000000 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 4, 30/04/1990
462 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

კურორტ ურეკის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №219 1990 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი კურორტ ურეკის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ კურორტ ურეკის შემდგომი გეგმაზომიერი, ეკონომიკურად დასაბუთებული განვითარების, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის უზრუნველყოფის, აგრეთვე არქიტექტურისა და განაშენიანების სოციალურ-საყოფაცხოვრებო და საკურორტო-სარეკრეაციო პარამეტრების დახვეწის პირველი რიგის სამუშაოთა შესრულების მიზნით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს ინსტიტუტ „საქქალქმშენსახოპროექტის“ მიერ დამუშავებული და საქართველოს სსრ სახმშენთან არსებული არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის მიერ მოწონებული კურორტ ურეკის გენერალური გეგმის კორექტირების პროექტი შემდეგი მაჩვენებლებით: საპროექტო ვადები: პირველი რიგის მშენებლობა – 1995 წელი; მეორე რიგის მშენებლობა – 2010 წელი; ურეკის ძირითადი მოსახლეობა: 1995 წელი – 1900 კაცი; 2010 წელი – 2400 კაცი; კურორტის ტევადობა: 1995 წელი – 3000 ადგილამდე; 2010 წელი –  5000 ადგილამდე; ტერიტორიის საერთო ფართობი – 670,0 ჰექტარი; საპროექტო საზღვრების ფარგლებში მათ შორის: საკურორტო ტერიტორიები – 304,2 ჰექტარი; საცხოვრებელი ტერიტორიები – 365,8 ჰექტარი; საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ნორმა ერთ სულ მოსახლეზე: 1995 წელი – 15,0 კვადრატული მეტრი საერთო ფართობი; 2010 წელი – 18,0 კვადრატული მეტრი საერთო ფართობი. 2. დაწესდეს, რომ: – კურორტ ურეკის, დაბა ურეკის და გამოღმა გრიგოლეთის დასახლების ფარგლებში მოქცეული ტერიტორია რჩება მიწათმოსარგებლეთა გამგებლობაში და ამ მიწებიდან ნაკვეთების გამოყოფა როგორც კურორტ ურეკის, ისევე დაბა ურეკის და გამოღმა გრიგოლეთის განვითარებისა და მშენებლობის საჭიროებისათვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; – მიწათმოსარგებლეებს ეკრძალებათ რაიმე მშენებლობის, მათ შორის, საირიგაციო სისტემების მშენებლობის განხორციელება, აგრეთვე მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, რესპუბლიკურ გაერთიანება „საქკურორტთან, საქსახარქიტექტურასთან და ოზურგეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომთან შეუთანხმებლად და მისი ნებართვის გაფორმების გარეშე. 3. მიუღებლად ჩაითვალოს ის გარემოება, რომ კურორტ ურეკის ტერიტორიას შუაზე ჰყოფს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სადინარები. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტმა, საქართველოს სსრ სახმშენმა, რესპუბლიკურმა გაერთიანებამ „საქკურორტმა“, ოზურგეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და უწყებებთან ერთად მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშაონ სათანადო ღონისძიებანი ამ კომუნიკაციების კურორტის ტერიტორიიდან გასატანად და წარმოუდგინონ კონკრეტული წინადადებანი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს. 4. ოზურგეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა: – რესპუბლიკურ გაერთიანება „საქკურორტთან“ ერთად განახორციელოს კურორტ ურეკის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ყველა სამუშაო ამ დადგენილებით დამტკიცებული გენერალური გეგმის მიხედვით. დააწესოს ქმედითი კონტროლი და დროულად აღკვეთის მშენებელ და მიწათმოსარგებლე უწყებათა მიერ დამტკიცებული გენერალური გეგმის დარღვევის ყველა შემთხვევა; – საქართველოს სსრ სახარქიტექტურასთან ერთად განახორციელოს ღონისძიებანი კურორტის ფარგლებში მოქცეული უნებართვო ნაგებობებისა და მიწის ფართობების დატაცების ფაქტების გამოსავლენად და მიმდინარე წლის ბოლომდე მოახსენოს ამის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს; – დაუდოს ინსტიტუტ „საქმიწსახპროეტს“ ხელშეკრულება კურორტ ურეკის საზღვრების პროექტის დასამუშავებლად დამტკიცებული გენერალური გეგმის მიხედვით. 5. რესპუბლიკურმა გაერთიანებამ „საქკურორტმა“, როგორც კურორტის ამშენებლის ფუნქციის შემსრულებელმა, საქართველოს სსრ სახარქიტექტურასთან ერთად უზრუნველყოს ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტის“ მეშვეობით კურორტ ურეკის დეტალური დაგეგმარების პროექტის დამუშავება 1990-1991 წლებში. 6. საქართველოს სსრ სახელწმიფო საგეგმო კომიტეტმა XIII ხუთწლედის გეგმის ფორმირებისას ყოველწლიურად გაითვალისწინოს სათანადო სახსრების გამოყოფა კურორტ ურეკის გენერალური  გეგმის თანამიმდრევრული რეალიზაციისათვის. 7. კონტროლი კურორტ ურეკის განვითარების გენერალური გეგმის რეალიზაციისადმი დაეკისროთ საქართველოს სსრ სახარქიტექტურას და რესპუბლიკურ გაერთიანება „საქკურორტს“. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე                     ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  საქმეთა მმართველი           ზ. მახარაძე