ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №28/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018663 274
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/06/2025
4,951 სიტყვა · ~25 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (20)
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და კონსულტირება (შემდგომ
ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურება) - მანდატურის სამსახურის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურება, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიკაციის მიზნით ხორციელდება პირის/მოსწავლის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება, განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევა და საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
მუხლი 2
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი (შემდგომ
სპეციალისტი) – ცენტრში დასაქმებული პირი, რომელიც ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების ამოცანების მისაღწევად ასრულებს შესაბამის უფლებამოსილებებს; სპეციალისტი შეიძლება იყოს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი (სპეციალური განათლების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი ან სხვა მომიჯნავე სფეროს სპეციალისტი), რომელსაც გააჩნია პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრის/იდენტიფიცირების ან/და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის პროფესიული კომპეტენცია
მუხლი 2
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება
სპეციალისტის მიერ განხორციელებული შეფასება შესაბამისი მეთოდებისა და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით, პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიცირების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის დადასტურების ან/და პირისთვის/მოსწავლისთვის საჭირო მხარდაჭერის განსაზღვრის და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავების ან/და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით. მომართვის სპეციფიკის და შეფასების მიზნების გათვალისწინებით, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება შეიძლება მოიცავდეს პირის/მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების შეფასებას განვითარების ყველა ან მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სფეროს მიხედვით, ასევე, მოსწავლის საგანმანათლებლო გარემოს შეფასებას. პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით განხორციელებული ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება მოიცავს პირის/მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრას განვითარების სფეროების მიხედვით (აკადემიური, შემეცნებითი, კომუნიკაციური, ენა-მეტყველების, სოციალურ-ემოციური, ქცევითი, მოტორული, თვითმომსახურება); ასევე, პირის/მოსწავლის სამედიცინო, სოციალური, საგანმანათლებლო ისტორიისა თუ სხვა სახის პერსონალური მონაცემების  შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებას
მუხლი 2
ფსიქოსაგანმანათლებლო გადაფასება (შემდგომ
გადაფასება) – სპეციალისტის მიერ განმეორებით განხორციელებული ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიცირების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის დადასტურების ან აღნიშნული სტატუსის მოხსნის მიზნით
მუხლი 2
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა (შემდგომ
დასკვნა) – სპეციალისტის მიერ მომზადებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დგება სპეციალისტის მიერ ფსიქოსაგანმანათლებლო/სპეციალიზებული შეფასების/ფსიქოსაგანმანათლებლო გადაფასების საფუძველზე. დასკვნის ფორმა მტკიცდება მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
მუხლი 2
სპეციალიზებული შეფასება
შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტის ან/და რესურსსკოლის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლის მიერ განხორციელებული შეფასება, ისეთი სპეციალიზაციის სფეროებში, როგორიცაა: სმენის, მხედველობის, ქცევის სირთულეები, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევა და სხვა. სპეციალიზებული შეფასება შეიძლება იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიცირების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის დადასტურების მიზნით განხორციელებული შეფასების შემადგენელი ნაწილი ან მისგან დამოუკიდებლად მოსწავლის შემთხვევაში განხორციელებული შეფასება
მუხლი 2
საკონსულტაციო მომსახურება
სპეციალისტის მიერ განხორციელებული პროცედურა პირის/მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების ან/და სკოლაში ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობის მიზნით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს პირის/მოსწავლის საჭიროებების ან/და საგანმანათლებლო გარემოს შეფასებას. საკონსულტაციო მომსახურება შეიძლება იყოს ზოგადი ან სპეციალიზებული ტიპის და შესაძლოა უზრუნველყოფილ იქნეს ინდივიდუალურ ან/და სისტემურ დონეზე
მუხლი 2
სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურება
სპეციალისტის მიერ ან მომართვის სპეციფიკის გათვალისწინებით, სპეციალისტისა და რესურსსკოლის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლის მიერ ერთობლივად ან ცენტრის მიმართვის საფუძველზე, რესურსსკოლის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლის მიერ განხორციელებული მომსახურება მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც მოითხოვს შედარებით გახანგრძლივებულ ან/და ინტენსიურ მომსახურებას ან/და განსაკუთრებულ ექსპერტიზას შემდეგ სფეროებში: სმენის, მხედველობის, ქცევის სირთულეები, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევა და სხვა
მუხლი 2
საკონსულტაციო მომსახურების ანგარიში
სპეციალისტის ან/და სპეციალიზებულ საკონსულტაციო მომსახურებაში ჩართული რესურსსკოლის შესაბამისი სპეციალისტის მიერ მომზადებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დგება განხორციელებული საკონსულტაციო მომსახურების საფუძველზე. საკონსულტაციო მომსახურების ანგარიშის ფორმა მტკიცდება მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
მუხლი 2
პირი
პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, კერძოდ: სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 5​1 პუნქტით გათვალისწინებული პირი, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვი, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი აპლიკანტი, მსმენელი, პროფესიული სტუდენტი, აბიტურიენტი, მაგისტრანტობის კანდიდატი, საგრანტო კონკურსზე რეგისტრირებული პირი ან სტუდენტი
მუხლი 2
მომსახურებით მოსარგებლე
პირი/მოსწავლე, რომელსაც ეწევა ან უნდა გაეწიოს ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურება
მუხლი 2
რესურსსკოლა
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჩ​​7 ქვეპუნქტის ,,ჩ​7ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლა, სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სკოლა, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აგრეთვე სათანადო პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს და რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად უფლებამოსილია ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობის/მხარდაჭერის მიზნით განახორციელოს პროგრამები/სერვისები, კონსულტაცია გაუწიოს სხვა სკოლებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს, რესურსსკოლის ადმინისტრაციასა და სხვა თანამშრომლებს
მუხლი 2
შემთხვევა
ცენტრში შემოსული მომართვა ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის თაობაზე, რომელიც რეაგირების მიზნით ეგზავნება სპეციალისტს
მუხლი 2
შემთხვევის მმართველი
სპეციალისტი, რომელიც პირის/მოსწავლის საჭიროების სპეციფიკის გათვალისწინებით მართავს შემთხვევას. სპეციალისტი, რომელსაც მომართვაზე რეაგირების მიზნით ეგზავნება შემთხვევა, ავტომატურად ხდება შემთხვევის მმართველი შემთხვევის დასრულებამდე ან შემთხვევის მმართველის ცვლილებამდე
მუხლი 2
შემთხვევის მიდევნება/მიყოლა
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების და კონსულტირების მომსახურების ფარგლებში შემთხვევის მმართველი სპეციალისტის მიერ განხორციელებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს მოსწავლის მხარდაჭერის მიზნით მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე თვალის მიდევნებას და მოსწავლის მიმართ განხორციელებული მხარდამჭერი ზომების/ღონისძიებების შედეგების შეფასებას.   შემთხვევის მიდევნება/მიყოლის  საჭიროება და სავარაუდო ვადები სპეციალისტის მიერ წინასწარ შეთანხმებულია მოსწავლესთან ან/და მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და სკოლასთან. შემთხვევის მიდევნება/მიყოლის ბუნებიდან გამომდინარე, რაც დროში გახანგრძლივებულ პროცედურას გულისხმობს, სპეციალისტის  მიერ შემთხვევის მიდევნება/მიყოლა ხორციელდება მხოლოდ მოსწავლესთან/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებში
მუხლი 2
მომლოდინეთა სია
ცენტრის ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების მიღების მსურველთა სია, რომელთათვის მომსახურების გაწევა ვერ ხორციელდება ამ წესით გათვალისწინებულ ვადებში, მომართვიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო
მუხლი 2
მულტიდისციპლინური გუნდი
სპეციალისტებისგან ან სპეციალისტებისა და მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ან/და მანდატურის სამსახურის სხვა თანამშრომლებისგან პირისთვის/მოსწავლისთვის მანდატურის სამსახურში არსებული შესაბამისი მომსახურების გაწევის ფარგლებში შექმნილი გუნდი პირისთვის/მოსწავლისთვის საჭირო მხარდამჭერი ზომების განსაზღვრის/განხორციელების გადაწყვეტილების მიღების მიზნით
მუხლი 2
მომსახურებით მოსარგებლის გადამისამართება
მომსახურებით მოსარგებლისთვის სხვა საჭირო მომსახურების მიღების საჭიროების განსაზღვრა, აღნიშნულის შესახებ პირისთვის/მოსწავლისთვის ან/და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის რეკომენდაციის მიცემა და შესაძლებლობის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტთა ალტერნატივების შეთავაზება
მუხლი 2
ინფორმირებული წერილობითი თანხმობა
ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების, მათი მიზნის, ვადების, შესაძლო შედეგების, გასატარებელი ზომების და მათი უპირატესობების, ასევე, მომსახურებით მოსარგებლის უფლება-ვალდებულებების და კონფიდენციალობის დაცვის საკითხების შესახებ, მომსახურებით მოსარგებლის სრულფასოვანი ინფორმირება და მისგან წერილობითი თანხმობის მიღება
მუხლი 2
სააგენტო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტერმინოლოგიით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 29.01.2019 ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 12.01.2023 ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 21.02.2018 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 26.10.2020 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 27.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის  ბრძანება №28/ნ 2025 წლის 4 ივნისი ქ.თბილისი ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ​1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე დანართი ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესი და პირობები თავი I  ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესი და პირობები (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის (შემდგომ – მანდატურის სამსახური) ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) (შემდგომ – ცენტრი) მიერ ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს, ცენტრის მიერ პირების/მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისათვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გაწევის პროცედურას და აწესრიგებს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ცენტრის თანამშრომლები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობენ საქარ­თველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელ­შეკ­რულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკა­ნონმდებლო და კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ წესით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და კონსულტირება (შემდგომ – ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურება) - მანდატურის სამსახურის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურება, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიკაციის მიზნით ხორციელდება პირის/მოსწავლის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება, განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევა და საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი (შემდგომ – სპეციალისტი) – ცენტრში დასაქმებული პირი, რომელიც ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების ამოცანების მისაღწევად ასრულებს შესაბამის უფლებამოსილებებს; სპეციალისტი შეიძლება იყოს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი (სპეციალური განათლების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი ან სხვა მომიჯნავე სფეროს სპეციალისტი), რომელსაც გააჩნია პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრის/იდენტიფიცირების ან/და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის პროფესიული კომპეტენცია; გ) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება – სპეციალისტის მიერ განხორციელებული შეფასება შესაბამისი მეთოდებისა და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით, პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიცირების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის დადასტურების ან/და პირისთვის/მოსწავლისთვის საჭირო მხარდაჭერის განსაზღვრის და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავების ან/და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით. მომართვის სპეციფიკის და შეფასების მიზნების გათვალისწინებით, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება შეიძლება მოიცავდეს პირის/მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების შეფასებას განვითარების ყველა ან მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სფეროს მიხედვით, ასევე, მოსწავლის საგანმანათლებლო გარემოს შეფასებას. პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით განხორციელებული ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება მოიცავს პირის/მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრას განვითარების სფეროების მიხედვით (აკადემიური, შემეცნებითი, კომუნიკაციური, ენა-მეტყველების, სოციალურ-ემოციური, ქცევითი, მოტორული, თვითმომსახურება); ასევე, პირის/მოსწავლის სამედიცინო, სოციალური, საგანმანათლებლო ისტორიისა თუ სხვა სახის პერსონალური მონაცემების  შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებას; დ) ფსიქოსაგანმანათლებლო გადაფასება (შემდგომ – გადაფასება) – სპეციალისტის მიერ განმეორებით განხორციელებული ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიცირების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის დადასტურების ან აღნიშნული სტატუსის მოხსნის მიზნით; ე) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა (შემდგომ – დასკვნა) – სპეციალისტის მიერ მომზადებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დგება სპეციალისტის მიერ ფსიქოსაგანმანათლებლო/სპეციალიზებული შეფასების/ფსიქოსაგანმანათლებლო გადაფასების საფუძველზე. დასკვნის ფორმა მტკიცდება მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ვ) სპეციალიზებული შეფასება – შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტის ან/და რესურსსკოლის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლის მიერ განხორციელებული შეფასება, ისეთი სპეციალიზაციის სფეროებში, როგორიცაა: სმენის, მხედველობის, ქცევის სირთულეები, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევა და სხვა. სპეციალიზებული შეფასება შეიძლება იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიცირების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის დადასტურების მიზნით განხორციელებული შეფასების შემადგენელი ნაწილი ან მისგან დამოუკიდებლად მოსწავლის შემთხვევაში განხორციელებული შეფასება; ზ) საკონსულტაციო მომსახურება – სპეციალისტის მიერ განხორციელებული პროცედურა პირის/მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების ან/და სკოლაში ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობის მიზნით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს პირის/მოსწავლის საჭიროებების ან/და საგანმანათლებლო გარემოს შეფასებას. საკონსულტაციო მომსახურება შეიძლება იყოს ზოგადი ან სპეციალიზებული ტიპის და შესაძლოა უზრუნველყოფილ იქნეს ინდივიდუალურ ან/და სისტემურ დონეზე; თ) სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურება – სპეციალისტის მიერ ან მომართვის სპეციფიკის გათვალისწინებით, სპეციალისტისა და რესურსსკოლის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლის მიერ ერთობლივად ან ცენტრის მიმართვის საფუძველზე, რესურსსკოლის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლის მიერ განხორციელებული მომსახურება მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც მოითხოვს შედარებით გახანგრძლივებულ ან/და ინტენსიურ მომსახურებას ან/და განსაკუთრებულ ექსპერტიზას შემდეგ სფეროებში: სმენის, მხედველობის, ქცევის სირთულეები, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევა და სხვა; ი) საკონსულტაციო მომსახურების ანგარიში – სპეციალისტის ან/და სპეციალიზებულ საკონსულტაციო მომსახურებაში ჩართული რესურსსკოლის შესაბამისი სპეციალისტის მიერ მომზადებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დგება განხორციელებული საკონსულტაციო მომსახურების საფუძველზე. საკონსულტაციო მომსახურების ანგარიშის ფორმა მტკიცდება მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; კ) პირი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, კერძოდ: სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 5​1 პუნქტით გათვალისწინებული პირი, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვი, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი აპლიკანტი, მსმენელი, პროფესიული სტუდენტი, აბიტურიენტი, მაგისტრანტობის კანდიდატი, საგრანტო კონკურსზე რეგისტრირებული პირი ან სტუდენტი; ლ) მომსახურებით მოსარგებლეპირი/მოსწავლე, რომელსაც ეწევა ან უნდა გაეწიოს ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურება; მ) ტრანზიცია − პირის საჭიროებებზე მორგებული და ეფექტიანად კოორდინირებული პროცესი, რომელიც გულისხმობს სასკოლო ასაკის პირის სკოლაში შესვლას და მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობას, ან მოსწავლის ზოგადი განათლების შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რომელიც ხორციელდება ამ პროცესში მონაწილე მხარეების თანამშრომლობით და ემსახურება სასწავლო პროცესში პირის/მოსწავლის წარმატებულ ჩართვას; ნ) რესურსსკოლა„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჩ​​7 ქვეპუნქტის ,,ჩ​7ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლა, სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სკოლა, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აგრეთვე სათანადო პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს და რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად უფლებამოსილია ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობის/მხარდაჭერის მიზნით განახორციელოს პროგრამები/სერვისები, კონსულტაცია გაუწიოს სხვა სკოლებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს, რესურსსკოლის ადმინისტრაციასა და სხვა თანამშრომლებს; ო) შემთხვევა – ცენტრში შემოსული მომართვა ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის თაობაზე, რომელიც რეაგირების მიზნით ეგზავნება სპეციალისტს; პ) შემთხვევის მმართველი – სპეციალისტი, რომელიც პირის/მოსწავლის საჭიროების სპეციფიკის გათვალისწინებით მართავს შემთხვევას. სპეციალისტი, რომელსაც მომართვაზე რეაგირების მიზნით ეგზავნება შემთხვევა, ავტომატურად ხდება შემთხვევის მმართველი შემთხვევის დასრულებამდე ან შემთხვევის მმართველის ცვლილებამდე; ჟ) შემთხვევის მიდევნება/მიყოლა – ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების და კონსულტირების მომსახურების ფარგლებში შემთხვევის მმართველი სპეციალისტის მიერ განხორციელებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს მოსწავლის მხარდაჭერის მიზნით მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე თვალის მიდევნებას და მოსწავლის მიმართ განხორციელებული მხარდამჭერი ზომების/ღონისძიებების შედეგების შეფასებას.   შემთხვევის მიდევნება/მიყოლის  საჭიროება და სავარაუდო ვადები სპეციალისტის მიერ წინასწარ შეთანხმებულია მოსწავლესთან ან/და მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და სკოლასთან. შემთხვევის მიდევნება/მიყოლის ბუნებიდან გამომდინარე, რაც დროში გახანგრძლივებულ პროცედურას გულისხმობს, სპეციალისტის  მიერ შემთხვევის მიდევნება/მიყოლა ხორციელდება მხოლოდ მოსწავლესთან/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებში; რ) მომლოდინეთა სია – ცენტრის ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების მიღების მსურველთა სია, რომელთათვის მომსახურების გაწევა ვერ ხორციელდება ამ წესით გათვალისწინებულ ვადებში, მომართვიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო; ს) მულტიდისციპლინური გუნდი – სპეციალისტებისგან ან სპეციალისტებისა და მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ან/და მანდატურის სამსახურის სხვა თანამშრომლებისგან პირისთვის/მოსწავლისთვის მანდატურის სამსახურში არსებული შესაბამისი მომსახურების გაწევის ფარგლებში შექმნილი გუნდი პირისთვის/მოსწავლისთვის საჭირო მხარდამჭერი ზომების განსაზღვრის/განხორციელების გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ტ) მომსახურებით მოსარგებლის გადამისამართება – მომსახურებით მოსარგებლისთვის სხვა საჭირო მომსახურების მიღების საჭიროების განსაზღვრა, აღნიშნულის შესახებ პირისთვის/მოსწავლისთვის ან/და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის რეკომენდაციის მიცემა და შესაძლებლობის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტთა ალტერნატივების შეთავაზება; უ) ინფორმირებული წერილობითი თანხმობა – ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების, მათი მიზნის, ვადების, შესაძლო შედეგების, გასატარებელი ზომების და მათი უპირატესობების, ასევე, მომსახურებით მოსარგებლის უფლება-ვალდებულებების და კონფიდენციალობის დაცვის საკითხების შესახებ, მომსახურებით მოსარგებლის სრულფასოვანი ინფორმირება და მისგან წერილობითი თანხმობის მიღება; ფ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტერმინოლოგიით გათვალისწინებული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების სფერო 1. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების სფეროს წარმოადგენს შემდეგი: ა) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის/მოსწავლის სტატუსის მინიჭებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის/მოსწავლისთვის აღნიშნული სტატუსის მოხსნის თაობაზე; ბ) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების საფუძველზე პირისთვის/მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო ფორმის/გარემოს და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 5​1 პუნქტის შესაბამისად, კლასის განსაზღვრა; გ) რეკომენდაციების შემუშავება სკოლისთვის/მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის წარსადგენად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის/მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციასთან, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის/ინტერვენციის გეგმის/ინდივიდუალური დასწრების განრიგის შედგენასთან, სწავლა-სწავლების სტრატეგიებთან, საჭირო სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურების მიღებასთან/სხვა მომსახურებაში გადამისამართებასთან, დამხმარე სპეციალისტთან, დამხმარე საშუალებებთან, გარემოს ადაპტაციასთან, ტრანზიციის ხელშეწყობასთან, და/ან სხვა მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით; დ) სპეციალისტის მიერ სკოლებში ინკლუზიური განათლების განხორციელებაზე პროფესიული ზედამხედველობის გაწევა, რომლის ფარგლებშიც ფასდება სკოლის მიერ ამ სფეროში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა და შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება სკოლისთვის და ცენტრისთვის წარსადგენად; ე) პირის/მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების ან/და სკოლაში ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობის მიზნით საკონსულტაციო, მათ შორის, სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის (დირექცია, მასწავლებელი, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი) და/ან პირისთვის/მოსწავლისთვის, მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის და/ან მოსწავლის/პირის განათლებასთან დაკავშირებული სხვა პირებისთვის; ვ) მოსწავლის საჭიროებების პირველადი მართვის მიზნით სკოლისთვის რეკომენდაციების შემუშავება, როდესაც პირს/მოსწავლეს შეფასების შედეგად არ უდასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, თუმცა, ესაჭიროება გარკვეული მხარდაჭერა სწავლის პროცესში; ზ) მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისთვის (სამმართველო) საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევისას შესაბამისი მიდგომების გამოყენების/პირობების შექმნის თაობაზე; თ) საკონსულტაციო მომსახურების გაწევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის საკითხებზე; ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მომართვის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და საგრანტო კონკურსის დროს სპეციალური პირობების უზრუნველყოფის თაობაზე; კ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი აპლიკანტებისთვის კანონმდებლობით დამტკიცებული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესითა და პირობებით გათვალისწინებული ტესტირების დროს საჭირო სპეციალური პირობების უზრუნველყოფის თაობაზე რეკომენდაციის შემუშავება; ლ) შესაბამისი მომართვის საფუძველზე, საჯარო სკოლებისთვის პროფესიული დახმარების გაწევა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული სპეციალისტების შერჩევის პროცესში; მ) ინკლუზიური და სპეციალური განათლების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრის/ტრენინგის ჩატარება საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის. 2. ცენტრის უფლებამოსილებას სცდება საკონსულტაციო მომსახურების გაწევა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთან, პროფესიულ სტუდენტთან და მსმენელთან მიმართებით, რაც ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს წარმოადგენს. თავი II ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფის პირობები და პროცესი მუხლი 4🔗. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის შემთხვევები და მომართვაზე უფლებამოსილი პირები 1. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევა შეიძლება განხორციელდეს,  როდესაც: ა) ხორციელდება მომართვა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების ან გადაფასების თაობაზე; ბ) ხორციელდება მომართვა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე ან სპეციალისტი თავად ხედავს საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საჭიროებას; გ) ხორციელდება მომართვა ინკლუზიური და სპეციალური განათლების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრის/ტრენინგის ჩატარების თაობაზე ან ცენტრის თანამშრომელი თავად ხედავს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღნიშნული მიმართულებით სამუშაოს განხორციელების საჭიროებას; დ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრი საკუთარი ინიციატივით განსაზღვრავს საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საჭიროებას და ინკლუზიური/სპეციალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების/ინიციატივის/პროექტის განხორციელების საჭიროებას. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევა ხდება, როდესაც: ა) სკოლამ განახორციელა მოსწავლის განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებსაც არ ჰქონდა სასურველი შედეგი; ბ) მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების საპასუხოდ სკოლის მიერ ჯერ არ განხორციელებულა მოსწავლის განათლების ხელშემწყობი რაიმე ღონისძიება და არ არის მოსალოდნელი, რომ სკოლა დამოუკიდებლად შეძლებს პრობლემის გადაჭრას - არ აქვს კომპეტენცია კონკრეტულ საკითხში ან/და თავად ვერ შეძლებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტის ჩართვას; გ) შესაბამისი შეფასების ან/და სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრი/სპეციალისტი თავად ხედავს მომსახურების გაწევის საჭიროებას. 3. ცენტრი თავის მომსახურებას ახორციელებს ინდივიდუალურ და სისტემურ დონეზე: ა) ინდივიდუალურ დონეზე მომსახურების გაწევა მოიცავს პირის/მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას/ გადაფასებას, პირთან/მოსწავლესთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების გაწევას და საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის ჩატარებას სკოლის წარმომადგენლებთან, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არმქონე მოსწავლეებთან; ბ) სისტემურ დონეზე მომსახურების გაწევა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში ინკლუზიური და სპეციალური განათლების პრინციპების დანერგვასა და პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც შეიძლება მოიცავდეს: საჯარო ლექციებს, კომპეტენციების ამაღლების სემინარებს/ტრენინგებს, უმაღლესი განათლების სტუდენტებთან მუშაობას პრაქტიკის სწავლების ნაწილში, დამხმარე მასალების/რესურსების და მეთოდოლოგიური გზამკვლევების/პროტოკოლების განვითარებას და ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვა ინიციატივების/პროექტების განხორციელებას. 4. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების მიღებაზე მომართვა შეიძლება განხორციელდეს: ა) პირის/მოსწავლის, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მიერ; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ; დ) მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) მიერ; ე) სააგენტოს მიერ; ვ) სხვა საჯარო ან კერძო დაწესებულების მიერ. მუხლი 5🔗. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის მომართვაზე რეაგირების პირობები 1. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების მიღებაზე მომართვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული და მატერიალური სახით მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის/ფორმების მიხედვით. 2. იმ შემთხვევაში, თუ მომართვა არ ხორციელდება თავად პირის/მოსწავლის ან მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ, მას უნდა დაერთოს პირის/მოსწავლის ან/და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული წერილობითი თანხმობა შემთხვევის მანდატურის სამსახურში გადამისამართებაზე. აღნიშნული ინფორმირებული წერილობითი თანხმობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სკოლას ეძლევა 10 დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 10 დღის ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ცენტრის მიერ მომართვას არ მიეცემა მსვლელობა. 3. ცენტრში ნებისმიერი ფორმით შემოსულ მომართვას ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის თაობაზე და თანდართულ დოკუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ცენტრის თანამშრომელი (კოორდინატორი) 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის შესაბამის სპეციალისტს მომსახურების გაწევის მიზნით. 4. სპეციალისტი ვალდებულია მომართვის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში დაუკავშირდეს მომსახურებით მოსარგებლეს/მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და შეუთანხმოს მომსახურების გაწევის თარიღი, დრო და ადგილი, ასევე, მიაწოდოს ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია (მაგ., მომსახურების გაწევის სავარაუდო ხანგრძლივობა, მომსახურების გაწევაში ჩართული სპეციალისტების რაოდენობა, ვინაობა და სხვ.). 5. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მომსახურებით მოსარგებლესთან/მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან დაკავშირება ამ მუხლით დადგენილ ვადებში და თუ მომართვის სუბიექტი თავად არ არის მომსახურებით მოსარგებლე/მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, სპეციალისტი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის eflow-ს საშუალებით ატყობინებს მომართვის სუბიექტს აღნიშნულის თაობაზე, სთხოვს მომსახურებით მოსარგებლესთან/მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან დაკავშირებაში ხელშეწყობას და ელოდება უკუკავშირს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტს არ აქვს უკუკავშირი, აღნიშნულის თაობაზე სპეციალისტის მიერ ხდება ცენტრის კოორდინატორის ინფორმირება, აღნიშნული მომართვის შემთხვევად ასახვა არ ხდება და ივსება მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი ოქმი. 6. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევაზე მომართვის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში სპეციალისტი ახორციელებს მომსახურებას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მომართვების მაღალი მაჩვენებლის გამო, სპეციალისტი იძულებულია ჩასვას პირი/მოსწავლე მომლოდინეთა სიაში, სპეციალისტი მომართვის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს მომსახურებით მოსარგებლეს და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომართვის სუბიექტს (თუ ის თავად არ არის მომსახურებით მოსარგებლე), რომ პირი/მოსწავლე ჩასმულია მომლოდინეთა სიაში და აწვდის ინფორმაციას, მიახლოებითი მოლოდინის დროის შესახებ. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე და გადაუდებელ შემთხვევებზე, რომლებზე რეაგირების ვადებიც განისაზღვრება ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე. 7. საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე პირველ კლასში დარეგისტრირებული პირის, აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის, საგრანტო კონკურსზე რეგისტრირებული პირის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროფესიული მომზადების პროგრამაზე/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლის მსურველი აპლიკანტის შემთხვევაში, სპეციალისტის მიერ შეფასება ხორციელდება საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩარიცხვის, ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე, საგრანტო კონკურსზე ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ან პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაციისთვის განსაზღვრული პერიოდის გათვალისწინებით გონივრულ ვადებში. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების ვადის/ვადების ობიექტური მიზეზით დაუცველობა როგორც სპეციალისტის, ისე მომსახურებით მოსარგებლის მხრიდან (მაგ., სპეციალისტის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა, მომსახურებით მოსარგებლესთან შეხვედრის შეუძლებლობა და ა.შ.) არ ჩაითვლება სპეციალისტის მიერ აღნიშნული ვადის/ვადების დარღვევად. 9. 18 წლამდე ასაკის პირისთვის/მოსწავლისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევამდე საჭიროა მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, ხოლო 18 წელს მიღწეული პირისთვის/მოსწავლისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევამდე სპეციალისტს არ აქვს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისგან თანხმობის მიღების ვალდებულება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირს/მოსწავლეს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ჰყავს მზრუნველი ან მხარდამჭერი. 10. იმ შემთხვევაში, როდესაც მომართვის სუბიექტი არის 18 წლამდე პირი/მოსწავლე ან 18 წელს მიღწეული ის პირი/მოსწავლე, რომელსაც სახელმწიფოს მიერ დანიშნული ჰყავს მზრუნველი/მხარდამჭერი და მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უარს აცხადებს მისი შვილისთვის/ზრუნვის ქვეშ მყოფი პირისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევაზე, ხოლო სპეციალისტი ხედავს აღნიშნული მომსახურების გაწევის ან პირის/მოსწავლის სხვა მომსახურებაში გადამისამართების აუცილებლობას, პირის/მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალისტი ვალდებულია ცენტრის პროფესიულ ზედამხედველთან შეთანხმების შემდეგ, შეავსოს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების  დანართი 2-ით გათვალისწინებული მიმართვის ფორმა და აღნიშნული გაუგზავნოს სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ,,eflow-ს მეშვეობით. 11. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების მიღებაზე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან უარი ფიქსირდება წერილობით და სპეციალისტის მიერ აისახება შესაბამის ოქმში. იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი სახით ვერ ხერხდება უარის მიღება, აღნიშნულის თაობაზე სპეციალისტის მიერ მხოლოდ შესაბამისი ოქმი ივსება. 12. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ცენტრს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის აღნიშნული სტატუსის/მოსწავლისთვის განსაზღვრული მხარდაჭერის მოხსნის თაობაზე, ხოლო ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების შედეგად  პირს/მოსწავლეს კვლავ უდასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება  და სწავლის პროცესში დამატებითი მხარდაჭერის გაწევის აუცილებლობა, მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით, მოსწავლეს უნარჩუნდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი მიმდინარე/მომდევნო სასწავლო სემესტრის მანძილზე (არაუმეტეს 6 თვის ვადით), ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოსწავლისთვის საჭირო მხარდაჭერის გაწევის თაობაზე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი,  განცხადების საფუძველზე, თავად იღებს პასუხისმგებლობას რათა მოსწავლემ დაძლიოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები მინიმალურ დონეზე. ამ პუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მოსწავლის სწავლაში გამოხატული სირთულეების კვლავ არსებობის შემთხვევაში, გადაისინჯება მოსწავლისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტატუსის/მოსწავლისთვის განსაზღვრული მხარდაჭერის შენარჩუნება/მოხსნის საკითხი. მოსწავლის საჭიროებების უგულებელყოფის გამოკვეთის შემთხვევაში, მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალისტი ცენტრის პროფესიულ ზედამხედველთან შეთანხმებით, ავსებს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების  დანართი 2-ით გათვალისწინებული მიმართვის ფორმას და აღნიშნულს უგზავნის სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ,,eflow-ს მეშვეობით. 13. იმ შემთხვევაში, თუ პირის/მოსწავლის ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურება ვერ შედგა თავად პირის/მოსწავლის ან/და პირის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით, სპეციალისტი აწვდის აღნიშნულ ინფორმაციას ცენტრის კოორდინატორს და ავსებს შესაბამის ოქმს. იმ შემთხვევაში, თუ მომართვის სუბიექტი თავად არ არის პირი/მოსწავლე/მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ან თუ შემთხვევა გადმომისამართებულია სხვა სუბიექტის მიერ, სპეციალისტი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის eflow-ს საშუალებით ატყობინებს მომართვის სუბიექტს/სხვა სუბიექტს პირის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის თაობაზე. მუხლი 6🔗. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის პირობები 1. სპეციალისტების მიერ ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევა ხორციელდება მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების პროტოკოლის თანახმად, რომელიც ამ წესთან ერთად განსაზღვრავს ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ პროცედურულ და ეთიკურ საკითხებს. 2. სპეციალისტი ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის პროცესში, ცალკეული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროების შესაბამისად იყენებს შეფასების იმ მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრის/იდენტიფიკაციის და პირისთვის/მოსწავლისთვის საჭირო მხარდამჭერი ზომების განსაზღვრის/მათ თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებისთვის. აღნიშნული მეთოდები მოიცავს: ა) ინტერვიუს (პირთან/მოსწავლესთან, მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, მასწავლებლებთან, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პირთან/მოსწავლესთან დაკავშირებულ სხვა სუბიექტებთან, რომლებთან ინტერვიუს ჩატარების აუცილებლობაც განისაზღვრება სპეციალისტის მიერ მომართვის/შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით); ბ) მოსწავლეზე დაკვირვებას საგანმანათლებლო გარემოში (კლასის/სკოლის გარემოში); გ) სტანდარტიზებული ტესტებით შეფასებას; დ) მასწავლებლების, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების, პირთან/მოსწავლესთან დაკავშირებული სხვა სფეროს სპეციალისტების მიერ შედგენილ დოკუმენტაციის გაცნობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) მოსწავლის საგანმანათლებლო გარემოს შეფასებას. 3. სპეციალისტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები პირისთვის/მოსწავლისთვის საგანმანათლებლო პროცესში საჭირო სპეციალური საგანმანათლებლო მხარდაჭერის/მომსახურებების თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, პირის/მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლოა გადაიხედოს და შეიცვალოს, თუ აღნიშნულის საჭიროება დადასტურებულად ვლინდება პირის/მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში. 4. პირის/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია სპეციალისტის მიერ შედგენილი დასკვნის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განცხადებით მიმართოს ცენტრს და მოითხოვოს გადაფასება, თუკი არ ეთანხმება დასკვნის შინაარსს ან/და სპეციალისტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პირისთვის/მოსწავლისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მინიჭებასთან/მინიჭებაზე უართან დაკავშირებით. 5. როდესაც შემთხვევა მოითხოვს სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების სპეციალისტის ჩართვას და ქცევის, სმენის, მხედველობის ან/და კომუნიკაციის სირთულეების მიმართულებით, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებული ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურება შეიძლება განხორციელდეს ცენტრის ერთზე მეტი სპეციალისტის მიერ. 6. მომსახურებით მოსარგებლესთან პირველადი შეხვედრის ან/და მუშაობის პროცესში გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, მომსახურებით მოსარგებლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალისტი გასცემს რეკომენდაციას ცენტრის კომპეტენციის მიღმა არსებული მომსახურების მიღების თაობაზე. სპეციალისტის მიერ შესაძლოა განისაზღვროს მომსახურებით მოსარგებლის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველო) ან/და მანდატურის სამსახურის მიღმა სხვა მომსახურებაში გადამისამართების საჭიროება ან/და მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ან/და სხვა უწყების თანამშრომლის ჩართულობის საჭიროება მომსახურების გაწევის პროცესში. აღნიშნულის თაობაზე მომსახურებით მოსარგებლისთვის რეკომენდაციის გაწევა ან მომსახურებით მოსარგებლის შესაბამის მომსახურებაში გადამისამართება სპეციალისტის მიერ ხორციელდება აღნიშნული საჭიროების გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, რაც სპეციალისტის მიერ შეთანხმებულია ცენტრის შესაბამის პროფესიულ ზედამხედველთან. მომსახურებით მოსარგებლის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველო) გადამისამართებისას, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს (სამმართველო) გადაეცემა მომსახურებით მოსარგებლესთან დაკავშირებული ინფორმაცია. 7. იმ შემთხვევაში, თუ პირი/მოსწავლე ან/და მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არის ჟესტური ენით მოსარგებლე სმენის დარღვევის მქონე პირი ან არ ფლობს სახელმწიფო ენას, ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევა შესაბამისი ენის თარჯიმნის დახმარებით ხორციელდება, თუ სპეციალისტი თავად არ ფლობს პირის/მოსწავლის ან/და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საკომუნიკაციო ენას. 8. შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით, როდესაც პირს/მოსწავლეს აქვს სმენის, მხედველობის, კომუნიკაციის ან/და მრავლობითი სირთულეები, ხოლო აღნიშნულ სირთულეებზე/საჭიროებებზე რეაგირება სცდება ცენტრის სპეციალისტის კომპეტენციებს, ცენტრმა მომსახურებით მოსარგებლის, სპეციალიზებულ საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესახებ მომართვა შეიძლება გადაამისამართოს შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე რესურსსკოლაში ან საკონსულტაციო მომსახურება განახორციელოს რესურსსკოლის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომელთან ერთობლივად. რესურსსკოლასთან მიმართვა ხორციელდება აღნიშნული მიზნით შემუშავებული და რესურსსკოლასთან შეთანხმებული პროტოკოლის მიხედვით. 9. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შემდეგ, შემთხვევის მმართველი სპეციალისტი მოსწავლესთან ან/და მის მშობელთან /კანონიერ წარმომადგენელთან და სკოლასთან შეთანხმებით განსაზღვრავს შემთხვევის მიდევნება/მიყოლის საჭიროებას და სავარაუდო ვადებს. 10. მომსახურების დასრულებიდან 1 (ერთი) თვის პერიოდში, ხოლო შემთხვევის პირველადი მიდევნება/მიყოლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვრავს  შემთხვევის დამატებით მიდევნება/მიყოლის საჭიროებას მომდევნო 1 (ერთი) თვეში. სპეციალისტი უზრუნველყოფს შემთხვევის მიდევნება/მიყოლის შედეგების გაცნობას მოსწავლისთვის/მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის და სკოლისთვის. მუხლი 7🔗. შემთხვევის მმართველის განსაზღვრა 1. სპეციალისტი, რომელსაც მომართვის სპეციფიკის გათვალისწინებით, რეაგირების მიზნით ეგზავნება მომართვა, ავტომატურად ხდება შემთხვევის მმართველი შემთხვევის დასრულებამდე ან შემთხვევის მმართველის ცვლილებამდე. 2. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის პროცესში შემთხვევის მმართველის ცვლილების საჭიროება შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, როდესაც მომართვაზე რეაგირების საწყის ეტაპზე არასაკმარისი ინფორმაციის გამო არასწორად იქნა განსაზღვრული შემთხვევის მმართველი და შემთხვევაზე რეაგირება სცდება კონკრეტული სპეციალისტის კომპეტენციებს ან, ობიექტური მიზეზების გამო (მაგ., ავად გახდომა) სპეციალისტს აღარ შეუძლია შემთხვევის მმართველის ფუნქციის შესრულება ან, როცა შემთხვევაზე მუშაობის პროცესში კონკრეტული სპეციალისტის უფლებამოსილებები ამოწურულია, მაგრამ დგას ცენტრის სხვა სპეციალისტის ან მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) იმ სპეციალისტის ჩართვის საჭიროება, რომელსაც აქვს კონკრეტული შემთხვევის მართვის კომპეტენცია. 3. შემთხვევის მმართველის ცვლილების საჭიროება განისაზღვრება შესაბამის პროფესიულ ზედამხედველთან შეთანხმებით და ეცნობება ცენტრის კოორდინატორს მომართვის შესაბამის სპეციალისტთან (შემთხვევის ახალ მმართველთან) გადამისამართების მიზნით. შემთხვევის მმართველის ცვლილება შეთანხმებულია მომართვის სუბიექტთან და მომსახურებით მოსარგებლესთან, თუ ის თავად არ წარმოადგენს მომართვის სუბიექტს. მუხლი 8🔗. მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პრინციპები 1. მულტიდისციპლინური გუნდის ფორმირების საჭიროებას განსაზღვრავს შემთხვევის მმართველი, შემთხვევაზე მუშაობაში ჩართული სხვა სპეციალისტი ან ცენტრის პროფესიული ზედამხედველი ან მენეჯერი. 2. მულტიდისციპლინური გუნდის ფორმირების მიზანია მომსახურების გაწევის შესახებ მომართვაზე ეფექტურად რეაგირება და მომსახურებით მოსარგებლის კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც განსხვავებული კომპეტენციის მქონე ან/და დამატებითი სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს. 3. მულტიდისციპლინური გუნდი შეიძლება ფორმირებული იყოს როგორც ცენტრის სპეციალისტებისგან, ასევე მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ან/და მანდატურის სამსახურის სხვა სპეციალისტებისგან/თანამშრომლებისგან. 4. მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრების რაოდენობა დამოკიდებულია ცალკეული შემთხვევის სპეციფიკაზე. მულტიდისციპლინური გუნდი პირველი შეხვედრისას განსაზღვრავს თითოეული სპეციალისტის სამუშაო გეგმას მოცემულ შემთხვევაზე. 5. მულტიდისციპლინური გუნდის თითოეული შეხვედრისას მიღებული შედეგების შეჯამებისა და შემდგომი საჭიროების განსაზღვრის მიზნით, მულტიდისციპლინური გუნდი ათანხმებს მომდევნო შეხვედრის თარიღს. 6. მულტიდისციპლინური გუნდის თითოეული შეხვედრის თაობაზე, შემთხვევის მმართველის მიერ შეხვედრიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, დგება მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრის ოქმი, სადაც ასახულია: შეხვედრის მონაწილეები, შემთხვევასთან დაკავშირებული გამოწვევები/თითოეული სპეციალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრება/ხმათა უმრავლესობით მიღებული მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 7. მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის წესი და პირობები განისაზღვრება ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების პროტოკოლით. მუხლი 9🔗. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის ადგილი 1. სპეციალისტის მიერ ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურება ხორციელდება კონკრეტული მომსახურების გაწევისთვის შესაფერის ტერიტორიაზე მომსახურებით მოსარგებლესთან/მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით. მომსახურებით მოსარგებლესთან კომუნიკაციის მიზნით ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო არხები (Zoom,  Teams და სხვა), რისი ტექნიკურ-ორგანიზაციული ზომები განსაზღვრულია სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროტოკოლით. 2. მოსწავლესთან დაკავშირებული ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის უპირატეს გარემოს წარმოადგენს სკოლა, რომელშიც ირიცხება მოსწავლე, თუ კონკრეტული შემთხვევა ან/და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული გარემოებები არ მოითხოვს მომსახურების გაწევას სხვა გარემოში (მათ შორის, სახლის გარემოში, იმ სკოლის ტერიტორიაზე, სადაც სპეციალისტისთვის გამოყოფილია სათანადოდ აღჭურვილი სამუშაო სივრცე და სხვ.). 3. პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად (მაგ., დასკვნის, შეფასებისთვის საჭირო მასალის მომზადება და სხვ.), სპეციალისტისთვის მისი სამოქმედო გეოგრაფიული არეალის ერთ-ერთ სკოლაში ან სხვა შესაბამის გარემოში გამოყოფილია სათანადოდ აღჭურვილი სივრცე. 4. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი აპლიკანტის, მსმენელის, პროფესიული სტუდენტის, აბიტურიენტის, მაგისტრანტობის კანდიდატის, საგრანტო კონკურსზე რეგისტრირებული პირის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება ხორციელდება მომსახურების გაწევისთვის შესაფერის გარემოში მომსახურებით მოსარგებლესთან შეთანხმებით. 5. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება ხორციელდება მომსახურებით მოსარგებლისთვის კონფიდენციალურ, უსაფრთხო და ფიზიკურად მისაწვდომ გარემოში. მუხლი 10🔗. სკოლაში ვიზიტის განხორციელება 1. სპეციალისტის მიერ სკოლაში ვიზიტი ხორციელდება შემდეგი მიზნებით: ა) მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრა/იდენტიფიკაცია, შეფასება/გადაფასება; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის ან/და მოსწავლეებისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; გ) შემთხვევის  მიდევნება/მიყოლა; დ) საჭიროების შემთხვევაში, სკოლის მიერ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული სპეციალისტის შერჩევაში პროფესიული დახმარების გაწევა; ე) სკოლაში ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის პროცესზე პროფესიული ზედამხედველობა; ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, სასკოლო თემთან (მოსწავლეები, მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები, მასწავლებლები, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები, დირექციის წარმომადგენლები) საინფორმაციო/საგანმანათლებლო შეხვედრების, ტრენინგების განხორციელება; ზ) ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. სპეციალისტის მიერ სკოლაში ვიზიტი ხორციელდება წინასწარ დაგეგმილად და სკოლასთან და მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით. აღნიშნული შეთანხმება სპეციალისტის მიერ ხდება სატელეფონო კომუნიკაციის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 3. როდესაც სპეციალისტის სკოლაში ვიზიტის მიზანია ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის პროფესიული სუპერვიზია და ვიზიტი არ უკავშირდება კონკრეტულ მოსწავლეს, დაგეგმილი ვიზიტის გარდა, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტმა სკოლაში შესაძლოა განახორციელოს დაუგეგმავი ვიზიტიც, რისი საჭიროებაც განისაზღვრება ცენტრის უფროსის ან/და მენეჯერის ან/და პროფესიული ზედამხედველის ან/და თავად სპეციალისტის მიერ. მუხლი 11🔗ინფორმირებული წერილობითი თანხმობა 1. პირის/მოსწავლის ან მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  ინფორმირებული წერილობითი თანხმობა სავალდებულოა შემდეგზე: ა) სპეციალისტის მიერ პირის/მოსწავლის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიკაციის მიზნით; ბ) სპეციალისტის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის გადაფასება; გ) სპეციალისტის მიერ საკონსულტაციო მომსახურების განხორციელება; დ) მომსახურების გაწევის პროცესში სხვა სპეციალისტის/სუბიექტის ჩართვა ან/და მომსახურებით მოსარგებლის სხვა მომსახურებაში გადამისამართება. 2. მომსახურებით მოსარგებლისთვის ინფორმაცია ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების მიზნებისა და პროცედურების თაობაზე  მიწოდებული უნდა იყოს მისთვის მარტივ, გასაგებ და ხელმისაწვდომ ენასა და ფორმატში. ინფორმირებული წერილობითი თანხმობის მიუხედავად, მომსახურებით მოსარგებლეს/მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია მომსახურების მიღებაზე უარის თქმა მომსახურებით სარგებლობის ნებისმიერ ეტაპზე, რაც აგრეთვე დასტურდება წერილობით, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევისას მონაცემთა დამუშავებაზე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 12🔗. მომსახურებისას გამოვლენილი ძალადობის შემთხვევის მართვა 1. მომსახურების პროცესში ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევის საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის ან გამოვლენის (იდენტიფიცირების) შემთხვევაში, აღნიშნული შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი სპეციალისტი დაუყოვნებლივ ახდენს ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაზე რეაგირებას. ფაქტის მაიდენტიფიცირებელი სპეციალისტი, ინფორმაციას აწვდის ცენტრის უფროსს და იმ შემთხვევაში, თუ ფაქტის მაიდენტიფიცირებელი სპეციალისტი თავად არ არის შემთხვევის მმართველი, ინფორმაციას აწვდის შემთხვევის მმართველს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც, თავის მხრივ, ინფორმაციას ასახავს პირთან/მოსწავლესთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციაში. შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი სპეციალისტის მიერ ხდება ძალადობის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ინფორმირება. ასევე, შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი სპეციალისტი ახორციელებს სააგენტოს ინფორმირებას „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად, რასთან დაკავშირებითაც, ცენტრის სპეციალისტი ინფორმაციას აწვდის პირის/მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი სპეციალისტი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით (erofficers.emis.ge) ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს, რომელსაც შევსების დღესვე, ხოლო ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის eflow-ს საშუალებით უგზავნის სააგენტოს. აუცილებლობის შემთხვევაში, შევსებული ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი შესაძლოა გაიგზავნოს ფოსტის ან/და ფაქსის მეშვეობით. 3. ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, ცენტრი ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ახდენს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან/და სკოლის დირექციის ან/და მოსწავლის კლასის დამრიგებლის ინფორმირებას, რა დროსაც მიაწოდებს ინფორმაციას სავარაუდო ძალადობის შემთხვევის, ძალადობის ფორმისა და მოძალადის/ძალადობის მსხვერპლის შესახებ. 4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვი არის იმ სკოლის მოსწავლე, სადაც მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) ახორციელებს სოციალურ მუშაობას, სპეციალისტი მის მიერ დაგეგმილ მომსახურებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ახორციელებს სოციალურ მუშაკთან  თანამშრომლობით, პროტოკოლით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗. შემთხვევის/ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების დასრულება 1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიცირების მიზნით ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების ან გადაფასების მომსახურება დასრულებულად ითვლება, როდესაც სპეციალისტის მიერ განხორციელებულია შეფასების პროცესი, მომზადებულია დასკვნა და დასკვნა გაგზავნილია მომართვის სუბიექტთან/პირის/მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან სპეციალისტის მიერ მომართვის მიღებიდან 30 დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემთხვევის დასრულება განსაზღვრულ ვადაში ვერ ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზით. 2. საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ექვემდებარება დასრულებას, როდესაც განხორციელდა საკონსულტაციო მომსახურება, სპეციალისტის მიერ მომზადდა საკონსულტაციო მომსახურების ანგარიში, რომელიც გაგზავნილია მომართვის სუბიექტთან/პირის/მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდა მომსახურების შემდგომი შემთხვევის მიდევნება/მიყოლადა შემთხვევა არ საჭიროებს მომსახურების მიწოდების განახლებას ან/და შემთხვევის მიდევნება/მიყოლის გაგრძელებას. ზოგადი ტიპის საკონსულტაციო მომსახურება სრულდება სპეციალისტის მიერ მომართვის მიღებიდან 30 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების დასრულება განსაზღვრულ ვადაში ვერ ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზით), ხოლო სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევის დასრულების ვადა დამოკიდებულია ცალკეული შემთხვევის სპეციფიკაზე. 3. თუ მომსახურებით მოსარგებლემ მომსახურების გაწევის პროცესში უარი თქვა მომსახურების მიღებაზე, შემთხვევა ექვემდებარება დასრულებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომსახურების გაწევაზე უარის მიღების შემდეგ, შესაბამისი სპეციალისტი დაუყოვნებლივ დაუკავშირდება მომსახურებით მოსარგებლეს/მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მიაწვდის ინფორმაციას მომსახურების მიღების გაგრძელების მნიშვნელობაზე და მიღებაზე უარის თქმის შედეგებზე და თუ აღნიშნული მოქმედების შემდეგ მომსახურებით მოსარგებლემ კვლავ არ გააგრძელა მომსახურების მიღება. 4. შემთხვევის დასრულება ხორციელდება ამ მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებულ ვადებში, როდესაც: ა) შემთხვევა საჭიროებს დამატებითი ღონისძიებების გატარებას, რომელიც მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლინდა (მაგ., საჭიროა მომსახურების პროცესის განახლება/გაგრძელება); ბ) შემთხვევაზე რეაგირება გახანგრძლივდა სპეციალისტისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მაგ., მომსახურებით მოსარგებლის მიზეზით); გ) შემთხვევაზე რეაგირება გახანგრძლივდა სპეციალისტთან დაკავშირებული ობიექტური/საპატიო მიზეზის გამო (მაგ., სპეციალისტის ავად გახდომა ან სხვ.). 5. იმ შემთხვევაში, თუ თავად პირმა/მოსწავლემ მიმართა ცენტრს მომსახურებისთვის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურმა/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა ან/და მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) თანამშრომელმა მოახდინა მოსწავლის რეფერირება ან/და მომართვის სხვა სუბიექტის მიერ იქნა იდენტიფიცირებული პირის/მოსწავლის საჭიროებებზე რეაგირების აუცილებლობა და პირის/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უარს აცხადებს პირისთვის/მოსწავლისათვის ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევაზე, ცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული უარის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას მომართვის სუბიექტისათვის. 6. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან მომსახურების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემთხვევის დასრულება დაუშვებელია, როდესაც სპეციალისტი ვარაუდობს, რომ შემთხვევის დასრულება შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს მომსახურებით მოსარგებლისთვის ან/და გარშემო მყოფთათვის ან/და მომსახურების დასრულება ეწინააღმდეგება პირის/მოსწავლის საუკეთესო ინტერესებს. აღნიშნულ შემთხვევაში, სპეციალისტი ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 14🔗. ჩანაწერების წარმოება 1. სპეციალისტები მომსახურების გაწევის ფარგლებში დოკუმენტაციას შეიძლება აწარმოებდნენ როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით. დოკუმენტაცია, რომელიც ვერ იწარმოება ელექტრონული ფორმით, იწარმოება მატერიალური ფორმით. 2. ელექტრონულად წარმოებული დოკუმენტაცია იტვირთება ელექტრონულ პროგრამაში (erofficers.emis.ge), სადაც კონკრეტულ მომხმარებელს აქვს ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი. 3. მატერიალურად წარმოებული დოკუმენტაცია ინახება სათავსოში (კარადა, უჯრა, სეიფი და ა.შ), რომელიც იკეტება გასაღებით და გასაღები ხელმისაწვდომია შემთხვევის მართვაში ჩართული სპეციალისტისთვის, რომელიც მიუწვდომელია სხვა სუბიექტის შემთხვევის მართვაში ჩართული სპეციალისტის ან/და გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცულია დაზიანებისაგან. 4. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების დასრულებიდან 6 თვის ვადაში მატერიალურად წარმოებული დოკუმენტაცია,  დაარქივების მიზნით გადაეცემა მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციულ სამმართველოს არქივარიუსს. აღნიშნული დოკუმენტაციის შენახვის წესი და ვადა განისაზღვრება მანდატურის სამსახურის საექსპერტო კომისიის მიერ იმგვარად, რომ საკონსულტაციო მომსახურების დასრულების შემდეგ დადგინდეს გონივრული ვადა, რომელიც აუცილებელია შემდგომი მუშაობის ჩასატარებლად, მომსახურებით მოსარგებლის საუკეთესო ინტერესის დასაცავად და მანდატურის სამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, არქივში გადაცემის მომენტიდან არაუმეტეს 3 წლისა. 5. ელექტრონულად წარმოებული დოკუმენტაციის შენახვის ვადები განისაზღვრება მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 15🔗. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურებისას მიღებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის წესი და პირობები 1. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურებისას სპეციალისტის მიერ წარმოებულ დოკუმენტაციაზე წვდომის უფლება აქვთ: ა) მანდატურის სამსახურის უფროსს; ბ) მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეს (ცენტრის კურატორი); გ) ცენტრის (სამმართველო) უფროსსა და მენეჯერს; დ) პროფესიულ ზედამხედველს; ე) კოორდინატორს. 2. სპეციალისტებს და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდებათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთანავე, მათ ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან მონაცემთა საიდუმლოება და კონფიდენციალურობა, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ. 3. სპეციალისტი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს მომსახურების გაწევის პროცესში პირთან/მოსწავლესთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც საფრთხე ემუქრება მომსახურებით მოსარგებლის ან/და სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას ან/და შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევის/დანაშაულის ნიშნებს. 4. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების ფარგლებში მონაცემთა გამჟღავნებისას სპეციალისტი აღრიცხავს: რომელი მონაცემი იქნა გამჟღავნებული, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით. აღრიცხული ინფორმაცია ინახება მონაცემთა სუბიექტის შესახებ მონაცემებთან ერთად მათი შენახვის ვადის განმავლობაში. მონაცემთა გამჟღავნება ხდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წერილობითი მომართვის საფუძველზე. 5. სპეციალისტი მანდატურის სამსახურთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში ვალდებულია მომსახურებით მოსარგებლის შესახებ მონაცემები გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს. მუხლი 16🔗. გარდამავალი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ელექტრონული პროგრამის (erofficers.emis.ge) სისტემაში სპეციალიზებული მოდულის ამოქმედებამდე ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევაზე მომართვა და გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება განხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის eflow-ს საშუალებით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ელექტრონული პროგრამის (erofficers.emis.ge) სისტემაში სპეციალიზებული მოდული ამოქმედდება 2025 წლის 1 ივნისამდე. 3. 2024 წლის 1 ივნისამდე, „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანების საფუძველზე, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შესაბამისი პირისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების/გადაფასების შედეგად შედგენილი ბოლო დასკვნა ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ  ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების შედეგად ახალი დასკვნის შედგენამდე. 4. 2024 წლის 1 ივნისიდან ამ წესის ძალაში შესვლამდე სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ შესაბამისი პირისათვის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების/გადაფასების შედეგად შედგენილი დასკვნა ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად შედგენილად.